მამაკაცური პრობლემები

ჩამონათვალში მოცემულია ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები

  1. რომელ წლამდე იზრდება პენისი?
    - პენისი არსებითად იზრდება 18 წლამდე, თუმცა 25 წლამდე შეიძლება იყოს გამოხატული პენისის სუსტად გამოხატული ზრდა.
  2. ვაჟიშვილობის დაკარგვა მტკივნეულია?
    - ვაჟიშვილობის ფენომენი არ არსებობს, მამაკაცს პირველი სექსის დროს არაფერი არ მოსდის. მის ანატომიაში არაფერი იცვლება.
  3. პირველი სექსი ძალიან მტკივნეულია?
    - კაცისთვის სექსი ნორმაში არ არის მტკივნეული.
  4. ლაგამი როდის უნდა გამეხეს?
    - თუკი ლაგამ მოკლე არ არის, ის არ დაზიანდება და თუ მოკლეა, არც მაშინაა მისი გახევა/გაწყვეტა  აუცილებელი.
  5. ჩუჩა ბოლომდე არ გადამდის და რა ვქნა?
    - მიმართეთ უროლოგს, ის გაარკვევს ფომიზის  არსებობას  და ჩარევის საჭიროებას. .
  6. პენისი მაქვს მოხრილი და რა ვქნა?
    - უროლოგმა უნდა ნახოს, მიზეზი რომ გაიკრვევა მერე დადგინდება ჩარევის აუცილებლობა არის თუ არა.
  7. „ქალებში წასვლა“ როდის შემიძლია?
    - სექსობრივი აქტივობის შესახებ გადაწყვეტილება თავად ადამიანმა უნდა მიიღოს.
  8. პრეზერვატივი გამეხა სექსის დროს და ქალი დაორსულდება?
    - შეიძლება დაორსულდეს.
  9. მეძავთან მქონდა დაუცველი  სექსი და შეიძლება რამე გადამედოს?
    - შეიძლება,  დაახლოებით 3-4  კვირაში მიმართე ვენეროლოგს და 6 კვირაში გაიკეთე შიდსის ანალიზი.
  10.  ანალური სექსით  ქალი დაორსულდება?
    - არა.
  11.  კვირაში რამდენჯერ არის რეკომენდებული მასტურბაცია?
    - მასტურბაცია სურვილის შესაბამისად არის რეკომენდებული.
  12. მასტურბაცია მავნებელია?
    - მავნებელი არ არის, თუმცა ხშირი მასტურბაციის პირობებში სასურველია ვიტამინების და მინერალების კომპლექსის მიღება.
  13.  სექსის მერე დაბანა აუცილებელია?
    - პარტნიორის ჯანმრთელობის პირობებშიც კი მამაკაცმა სექსიდან უახლოეს 20-30 წუთში უნდა დაიბანოს სასქესო ორგანო.
  14.  რას გულისხმობს მამაკაცის ჰიგიენა?
    - დღეში (ან 2  დღეში) ერთხელ თბილი წყლით გენიტალიების დაბანას. ხშირი სექსის პრიობებში კი სექსის შემდეგ დაბანასაც.
  15.  მალე ვათავებ და რატომ?
    -  ნაადრევი ეაკულაცია.
  16.  მალე ვათავებ და რა ვქნა?
    - ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობამდე უნდა გაიკრვეს მისი მიზეზი და შემდეგ ინიშნება მკურნალობა.
  17.  პენისი მაქვს აუმდგარზე ძალიან პატარა და როგორ გავიზარდო?
    - არაერეგირებულ მდგომარეობაში (აუმდგარზე) პენისის ზომას არა აქვს მნიშნელობა.
  18.  ქალს რამხელა პენისი აკმაყოფილებს?
    - ქალისთვის არსებითი მნიშნელობა არა აქვს პენისის ზომას, მისი სექსუალური დაკმაყოფილება 10 სანტიმეტრი სიგრძის პენისით შესაძლებელია.
  19.  რამხელა უნდა მქონდეს პენისი, რომ ქალს ორგაზმი განვაცდევინო?
    - ქალის ორგაზმი კომპლექსურია მოვლენაა, მაგრამ პენისის ზომაზე არ არის დამოკიდებული.
  20.  რამხელა ასოა საჭირო, რომ აპკი გაიხეს?
    - აპკი საშოს შესავალიდან 3-5 სმ-ზე მდებარეობს, ამიტომაც 10-12 სმ პენისი სრულიად საკმარისია მისი მთლიანობის დასარღვევად.
  21.  როგორ გავიზარდო პენისი?
    - ამისთვის არსებობს ქირურგიული მეთოდებიც და არაქირურგიულიც, მათ შორის ვარჯიშები გამოირჩევიან მეტნაკლები ეფექტურობით. მედიცინის მიერ რეკომენდირებული და აღიარებული გზა ქირურგიული გადიდებაა.
  22.  პენისის გასაზრდელი ექსტენდერების გარანტირებულად ადიდებენ პენისს?
    - გარანტიას ოპერაციის გარდა არაფერი იძლევა, ოპერაციას კი თავისი რისკები და გართულებები აქვს.
  23.  პენისი მინდა გავიზარდო ვარჯშებით და რამე გართულება მოჰყვება?
    - კი, ვარჯიშებს  შეიძლება ჰქონდეს  თავისი უარყოფითი შედეგები.
  24.  ხშირად ვმასტურბირებ და იმპოტენცია დამემართება?
    - არა, მასტურბაცია არ იწვევს იმპოტენციას.
  25.  მინეტით რა დაავადებები გადადის?
    - პაპილომავირუსი და ჰერპესვირუსი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში სხვა ინფექციებიც.
  26.  პაპილომავირსუი იკურნება?
    - ეს ვირუსი მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება ორგანიზმში, მაგრამ სიმპტომების კონტროლი შეიძლება.
  27.  ვმკურნალობ გონორეაზე და პარტნიორთან სექსი შეიძლება?
    - სანამ მკურნალობის შემდეგ განმეორებითი ანალიზით არ დადტურდება, რომ ჯანმრთელი ხარ, სექსი არ შეიძლება, პარტნიორს შეიძლება გადაედოს.
  28.  ვარ 24 წლის, ქალთან ჯერ არ ვყოფილვარ და ეს შემიქმნის პრობლემას?
    - სქესობრივი ცხოვრების დაწყება და მიმდინარეობა თავად ადამიანის გადასაწყვეტია.
  29.  ნასვამი ვიყავი მეძავთან და არ ამიდგა, რატომ?
    - პირველ რიგში, იმიტომ რომ ნასვამი იყავი და მეორე რიგში დამატებითი ფაქტორები:  ნერვიულობა, სტრესი, შესრულების შფოთვა და ა.შ.
  30.  მასტურბაცია და პენისის სიგრძე კავშირშია?
    - მეცნიერულად დასაბუთებულად, არა.
  31.  ხშირად რომ ვმასტურბირებ მაგიტომ მაქვს სახეზე გამონაყარი?
    - აკნესა და მასტურბაციას შორის სამეცნიერო კავშირი არ არსებობს.
  32.  ვარ 15 წლის და მალე ვათავებ. რა ვუშველო?
    - შენს ასაკში ეს ხშირი მოვლენაა.
  33.  ძილში ვათავებ და რატომ?
    -  პოლუცია.
  34.  რა არის დილის ერექცია?
    - დილის ერექცია 
  35.  რა არის ღამის ცდა?
    - ეს ცდა ამოწმებს ღამის-დილის ერექციას. ქაღალდისგან კეთდება რგოლი და წამოეცმევა არააგზნებულ პენისს. დილით  მოწმდება, ქაღალდი გაიხა თუ არა.
  36.  რა არის ლუბრიკანტი?
    -
    ლუბრიკანტი არის ნივთიერება, რომელიც ამცირებს ხახუნის ძალას სექსის/მასტურბაციის დროს.
  37.  როგორ მიხვდვე ქლამიდიის მკურნალობას შედეგი ჰქონდა თუ არა?
    - ნებიმიერი დაავადების მკურნალობა შედეგიანია, როცა მკურნალობის ბოლოს განმეორებითი ანალიზი აჩვენებს გამოჯანმრთელებას.
  38.  ვარიკოცელე უშვილობას იწვევს?
    - კი, არანამკურნალევ შემთხვევაში იწვევს.
  39.   აუცილებელია ვარიკოცელეს დროს ოპერაციის გაკეთება?
    - კი, მკურნალობის სხვა ეფექტური მეთოდი არ არსებობს.
  40.  პენისი მაქვს მოღუნული რაც თავი მახსოვსდა რა ვქნა?
    - თანდაყოლილი გამრუდება თუ შემაწუხებელია, სწორდება ოპერაციულად.
  41. რას იწვევს სექსუალური თავშეკავება კაცებში? ანუ სექსამდე რომ მივა საქმე და ქალი უარს ეტყვის და არ მოხდება,ამ დროს რა ემართება კაცს?
    ხშირი სექსუალური აგზნება, რომელიც არ სრულდება მამაკაცის ეაკულაციით, რაღაც დონეზე იწვევს მამაკაცის სასქესო სისტემის გადაძაბვას და ხელს უწყობს პროსტატაში შეგუბებითი პროცესების განვითარებას. ეს კი თავის მხრივ, პროსტატიტის ხშირი მიზეზია.