ქალური პრობლემები

ჩამონათვალში მოცემულია ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები

  1.   მასტურბაცია რა არის?
    - მასტურბაცია არის შეხებით გენიტალიების სტიმულაცია.
  2.    მასტურბაციით ქალიშვილობა იკარგება?
    - არა, მასტურბაციის დროს ქალიშვილობა არ იკარგება, თუკი საშოში არ მოხდა რაიმეს (თითი, საგანი) მოთავსება.
  3.    სასირცხვო ბაგეებზე და კლიტორზე მოფერებით ქალიშვილობა იკარგება?
    - არა.
  4.    საშოში თითი შევიყავი და ქალიშვილობას დავკარგავდი?
    - თუკი თითი საშოში მოხვდა, შესაძლებელია აპკი ნაწილობრივ დაზიანებულიყო, თუმცა აპკის მთლიანობით არ განისაზღვრება ქალიშვილობა.
  5.   დიდი ხნის წინ მქონდა სექსი და აპკი შეხორცდებოდა?
    - აპკი თუკი გაიხა არ გამთელდება.
  6. .   შეიძლება გოგო უაპკოდ დაიბადოს?
    - ეს იშვიათი, მაგრამ დასაშვები ანომალიაა.
  7. .   შეიძლება პირველი სექსის დროს გოგოს სისხლი არ წამოუვიდეს?
    - შეიძლება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შიშზე, აპკის განვითარების თავისებურებებზე, სისლხმომარაგების ტიპზე და ა.შ.
  8. .   პირველი სექსის დროს არ მეტკინა, ანუ ქალიშვილი არ ვიყავი?
    - ტკივილის ზღურბლი ყველა ქალში განსხვავებულია და შესაძლოა კონკრეტულად თქვენთვის უმნიშვნელო ტკივილი სხვისთის ძლიერ ტკივილად იქნას აღქმული, ამიტომაც ტკივულის არსებობა-არ არსებობით არ ისაზღვრება ქალიშვილობა.
  9. .   აპკი რა სიღრმეზეა?
    - აპკი საშოს შესავლიადნ 3-5 სმ სიღრმეზეა.
  10. .                თუ საშო 10-12 სმ-ია, 15 სმ-იანი პენისი როგორ შეეტევა?
    - საშო ელასტიური ორგანოა და ინდივიდუალური თავისებურებით 17-18 სმ-მდე იწელება სექსის დროს.
  11. .                შეყვარებულათან კოცნის დროს საცვალი მისველდება. საშიშია?
    - ეს აგზნების დროს გამოყოფილი საშოს სეკრეტია. მისი გამოყოფა ფიზიოლოგიურია.
  12.                 სექსი მხოლოდ ერთხელ მქონდა, ახლა მენსტრუაცია გადამიცდა და შეიძლება ორსულად ვიყო?
    - კი, შეიძლება ორსულად იყო.
  13.                 სექსიდან ორსულობას რამდენ ხანში აჩვენებს ტესტი?
    - საშუალოდ სექსიდან 10 დღეში.
  14.                ტესტი გადაცდენიდან რამდენ დღეში გავიკეთო?
    - გადაცდენიდან 3-4 დღეში.
  15. 15.                მენსტრუაციის დროს სექსი შეიძლება?
    - კი, შეიძლება. 
  16.               ორსულობისას სექსი რა პერიოდიდან შეიძლება?
    - ორსულობისას სექსი შეიძლება თუ ორსულობას ნორმალური მიმდინარეობა აქვს.
  17.                ორსულობის დროს სექსი შეიძლება? ნაყოფს არაფერი მოუვა?
    - კი, შეიძლება. 
  18.                ორსულობის დროს კაცის საშოში გათავების დროს ნაყოფს არ დააზარალებს სპერმა?
    - სექსის დროს ნაყოფსა და პენისს შორის არის ნაყოფის სამი სანაყოფე გარსი და საშილოსნოს ყელი, რომელიც მუდამ დახურულია. ამას გარდა საშვილონოს ყელის არხში არის ორსულობის დროს ლორწოვანი საცობი, რომელიც უმცირესი ნაწილაკების მოხვედრასაც გამორიცხავს საშვილონოს ღრუში (სადაც არის ნაყოფი), არათუ სპერმის.
  19.                 ორსული ქალს სექსი უნდა?
    - ქალების ნაწილს ორსულობაში სექსის მოთხოვნილება უქვეითდება, მაგრამ ნაწილს პირიქით უძლიერდება, ეს კონკრეტულად ადამიანზეა დამოკიდებული.
  20.             ორსული ქალი ორგაზმს განიცდის?
    - ორსულ ქალს, თუკი სექსის ან მასტურბაციის სურვილი აქვს, შესაბამისადვე ექნება ორგაზმი.
  21.                 კლიტორზე შეხებით ქალიშვილობას დავკარგავ?
    - არა.
  22.               აპკის გაკერვა შეიძლება?
    - აპკის აღდგენას ჰიმენოპლასტიკა ჰქვია და კეთდება პლასტიკური ქირურგიის ცენტრებში. 
  23.                 აღდგენილი აპკის ცნობა შეიძლება?
    - თუკი ადამიანი თავადანვე არ არის პლასტიკური ქირურგი, ან ამ საკითხში არა აქვს დიდი გამოცდილება, შეუძებელია მიხვდეს.
  24.            ქალიშვილობა დაკარგული გოგოს გარეგნულად ემჩნევა?
    -
    არა, გარეგნულად არ ემჩნევა.
  25.             ქალიშვილი და არა ქალიშვილი გარეგნულად (ჯდომის, ან სიარულის მანერით, ქცევით) განსხვავედებიან?
    - არა.
  26.             როგორ გავიგო ქალიშვილი ვარ თუ არა?
    -თუ სექსი არ გქონია ქალიშვილი ხარ, მაგრამ თუკი გინდა სამედიცინო დასკვნა, უნდა გაიარო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერიტი მოგცემს დასკვნას.
  27.               სპერმის ტანსაცმელზე, ან საცვალზე მოხვედრით დავორსულდები?
    - არა.
  28.               მე და ჩემს პარტნიორს გვეცვა ტანსაცმელი, მას გაეთავა და დავორსულდები?
    - არა.
  29.              ანალური სექსით დავორსულდები?
    - არა.
  30.                ხშირი ანალური სექსი საშიშია?
    - ხშირ ანალურ სექსს აქვს თავისი რისკები. 
  31.              მატურბაცია იწვევს უშვილობას?
    -
     არა.
  32.               რას იწვევს სექსუალური თავშეკავება ქალებში?
    -
    რეგულარული აგზნება და ტავშეკავება ქალებში ხშირად არის ემოციური გადაძავბის, გაღიზიანებადობის, ნევროზების, უძილობის და ა.შ. მიზეზი.
  33.               თავდაცვის რომელი საშუალება ჯობია?
    - ქალის ჯანმრთელობის გათვალისწინებით გინეკოლოგი წყვეტს თავდაცვის საშუალებას. პრეზერვატივის გამოყენება ყველაზე იაფია და ექიმის რეკომენდაცია არ სჭირდება, მაგრამ ჰორმონალური კონტრაცეფცია მეტი სანდოობით სარგებლობს და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ჰქონდეს უპირატესობები.
  34.                კონტრაცეპტივები ასუქებს?
    - არა, კონტრაცეპტივები არ ასუქებს, მით უმეტეს ახალი თაობის.
  35.               მასტურბაცია მავნებელია?
    - არა, მასტურბაცია მავნებელი არ არის.
  36.               16 წლის ვარ და სექსი შეიძლება?
    -
    ამ ასაკში სექსსი შეიძლება წარმოადგენდეს რისკის შემცველ ქცევას, თუმცა ის აკრძალული არ არის.
  37.               ვარ არასრულწლოვანი და მასტურბაცია არ მაკმაყოფილებს, სექსი მინდა და შეიძლება?
    -შეიძლება მაგრამ შეიძლება ჰქონდეს თავისი რისკები. მასტურბაცია ყველაზე უსაფრთხო სექსის ფორმაა.
  38.                მენსტრუაციის დროს ქალი დაორსულდება?
    - არა, მენსტრუაციის დროს დაორსულება პრაქტიკულად არ ხდება (თეორიულად კი).
  39.                სექსი მქონდა მენსტრუაციის დამთავრებიდან 2 დღეში, დავორსულდები?
    -
    ამის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს(თეორიულად კი).
  40.               პარტნიორს პრეზერვატივი გაეხა, მაგრამ შიგნით არ გაუთავებია და შეიძლება ორსულად ვიყო?
    -
    შეიძლება.
  41.              როგორ გავიგო ორსულად ვარ თუ არა, როცა ტესტი უარყოფითს აჩვენებს და მე ორსულობის სიმპტომები მაქვს?
    - ლაბორატორიაში აიღე ვენიდანა სისხლი ქორიონულ გონადოტროპინზე, ან გაიკეთე ექოსკოპიური გამოკვლევა.
  42.              მკერდზე მაქვს თმა და რა ვქნა?
    - თუკი სხვაგან არ გაქვს ჭარბთმიანობა, მაშინ შეგიძლია თმების მოშორების რომელიმე მეთოდი გამოიყენო.
  43.               სასირცხვო ბაგეებიდან ერთი მაქვს დიდი და შეიძლება მისი დაპატარავება?
    -
    შეიძლება, მაგრამ სასირცხვო ბაგეების ასიმეტრია არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, არც მამაკაცებისთის აქვს მას რაიმე დატვირთვა, ამიტომაც ლაბიოპლასტიკას (დაპატარავება და კორექცია) იკეთებენ ძირითადად პრონოვარსკვლავები, ვისთისცა ესთეტიური მხარე გადამწყვეტია. 
  44.            ვმკურნალობ სოკოზე და სექსი შეიძლება, არ გადაედება პარტნიორს?
    -
    სოკო არ არის სქესობრივად გადამდები ინფექცია (თუმცა ზოგჯერ ასოცირებულია სქესობრივ აქტივობასთან). მთავარია მამაკაცმა ჰიგიენის წესები დაიცვას.
  45.               რა არის ლუბრიკანტი?
    -
    ლუბრიკანტი არის ნივთიერება, რომელიც ამცირებს ხახუნის ძალას სექსის/მასტურბაციის დროს.
About these ads