საშო

ქალის სასქესო ორგანოები მენჯის ღრუში:

  1. ფალოპის მილები; 2. შადის ბუშტი;  3. ბოქვენის ძვალი;  4. G-წერტილი;  5. კლიტორი;  6. ურეთრა;  7. საშო;  8. საკვერცხე;  9. სიგმოიდური კოლინჯი;  10. საშვილოსნო;  11. საშოს უკანა ჩაღრმავება;  12. საშვილოსნოს ყელი;  13. სწორი ნაწლავი;  14. ანუსი.

საშო, იგივე ვაგინა (ლათ. Vagina- ბუდე, ბერძ. Κόλπος- წიაღი) ქალის შიგნითა სასქესო კუნთოვან-ელასტიური მილისებრი ფრომის ორგანოა. მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში, წინიდან ესაზღვრება შარდსადენ-შარდის ბუშტი, უკნიდან სწორი ნაწლავი. მისი ზედა საზღვარი საშვილოსნოს ყელის დონეზე მდებარეობს, ქვევით იგი იხსნება საშოს შესავალში საშოს ხვრელით. ქალიშვილებში საშოს არხი დახურული აქვთ საქალწულე აპკით.

სისხლმომარაგება – ზედა ნაწილში საშოს არტერია, რომელიც საშვილოსნოს არტერიის ტოტია; შუა ნაწილში სასირცხვო არტერიის საშოს ტოტები; ქვედა ნაწილში სწორი ნაწლავის ქვედა და შარდის ბუშტის ქვედა არტერიის ტოტები

ვენური უკუდინება – საშვილოსნო-საშოს ვენური წნულები

ლიმფური უკუდინება – ზედა ნაწილიდან თეძოს შიგნითა ლიმფური კვანძები; ქვედა ნაწილიდან საზარდულის ზედაპირული ლიმფური კვანძები.

საშოს ემბროლოგია

საშოს ჩამოყალიბება მთლიანად სრულდება ნაყოფის გავითარების მეხუთე თვეზე. საშოს 70% ყალიბდება მიულერის სადინრიდან, ხოლო დანარჩენი ნაწილი, კერძოდ საშოს კარიბჭე, კი შარდსასქესო სადინრიდან. ამ მომენტისათვის მეზენქიმა გარს ეკვრის ამ ეპითელურ სტრუქტურებს და დასაბამს აძლევს სასქესო სისტემის კუნთოვან ნაწილს.

ანატომია

საშოს საშუალო სიგრძე 7-დან 12სმ-მდეა. კედლის სისქე 3-4მმ-ია და სამი შრისგან შედგება:

  • შიგნითა – საშოს ლორწოვანი გარსი. იგი წარმოდგენილია მრავლშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, რომელიც წარმოქმნის მრავალრიცხოვან სიგრძივ ნაოჭებს. ეს ნაოჭები განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული შვილოსნობის ასაკში და  საჭიროების შემთხვევაში საშოს ზომაში მომარების საშუალებას აძლევენ. ლორწოვანი გარსი მრავალშრიანი ეპითელიუმით არის წარმოდგენილი  და შედგება 4 შრისგან: ზედაპირული( ფუნქციური), შუალედური, პარაბაზალური და ბაზალური.
  • შუა – საშოს გლუვკუნთოვანი შრე. კუნთოვანი ბოჭკოების კონები სიგრძივად არის განლაგებულნი, მაგრამ ცირკულარულად განლაგებული კონებიც არის წარმოდგენილი. საშოს კუნთები ზედა ნაწილში გადადის საშვილოსნოს მუსკულატურაში, ქვედა ნაწილში კი კუნთოვანი ბოჭკოები სქელდება და ნელ ნელა ერთვება შორისის კუნთებში.
  • გარეთა – ადვენტიციური გარსი. ეს შრე შედგება შემაერთებელი ქსოვილისაგან კუნთოვანი და ელასტიური ბოჭკოვანი ჩანართებით. საშოს კედელი ზედა ნაწილში იჭერს საშვილოსნოს ყელს, გამოყოფს რა მის საშოსეულ ნაწილს და ქმნის საშოს შემაღლებას. საშოს კედლის ქვედა ნაწილი გადადის საშოს კარიბჭეში. ქალებში, რომლებიც არ ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას, ამ მიდამოში უკან და ნაწილობრივ გვერდებიდან განვითარებულია ლორწოვანი გარსის ნახევარმთვარის ფორმის თხელი დუბლიკატურა – საქალწულე აპკი.

როგორც წესი, საშოს კედლები მკრთალი ვარდისფერია, თუმცა ორსულობის დროს ხდება უფრო მკვეთრი და მოწითალო ფერის. საშოს ღრუში სუსტად მჟავე რეაქციაა (рН 4,0-4,5), რაც განპირობებულია აქ რძემჟავის არსებობით. საქმე იმაშია, რომ საშოს ეპითელიუმის ზედაპირული უჯრედების მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავენ გლიკოგენს. გლიკოგენის როლი საშოში ორგვარია: ერთის მხრივ, იგი წარმოადგენს საკვებ სუბსტრატს ვაგინაში მოხვდერილი სპერატოზოიდებისათვის; მეორეს მხრივ, გლიკოგენი აუცილებელია ლატქობაქტერიების ცხოველმყოფელობისათვის. გლიკოგენი ფერმენტების ზემოქმედებით გარდაიქმენება რძემჟავად, რითიც მჟავე რეაქცია და სხვა მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემო იქმნება.

საშოს ფუნქციები

სასქესო ფუნქცია – საშო მონაწილეობს განაყოფიერების პროცესში: სქესობრივი აქტის ( კოიტუსის) დროს გამოყოფილი სპერმა ხვდება საშოში, საიდანაც სპერმატოზოიდები ხვდებიან საშვილოსნოში და ფალოპის მილებში.

სამშობიარო ფუნქცია – საშო მონაწილეობს აგრეთვე მშობიარობის პროცესში: იგი საშვილოსნოს ყელთან ერთად ქმნის არხს, რომელშიც გამოივლიან ნაყოფი და მომყოლი. ნაყოფის გამოთავისუფლების დროს საშოს მხრიდან წინააღმდეგობა არ აღინიშნება, ვინაიდან ორსულობის დროს ხდება მტელი რიგი ფიზიოლოგიური ძვრები ( კუნთოვანი ქსოვილის, შემაერთებელი ქსოვილის და სისხლძარღვების ჰიპერტროფია და ჰიპერპლაზია,  ქსოვილების სეროზული გაჯირჯვება და გაფაშრება), რომელთა გამოც საშოს კედლები ელასტიური საჭიმვადი ხდება.

დამცველობითი ფუნქცია – მნიშვნელოვანია საშოს ბარიერული ფუნქცია და მისი თვითგაწმენდის უნარი. საშოს შიგნითა ზედაპირი მუდმივად ნოტიოა საშოს სეკრეტის არსებობის გამო, რომელიც თეთრი ფერისაა, შედგება საშოს ეპითელიუმის უჯრედებისაგან, ლაქტობაცილებისაგან, არა აქვს სუნი და აქვს მჟავე რეაქცია. მრავალშრიანი ეპითელიუმი ხელს უშლის პათოგენურ ბაქტერიებს ღრმა შრეებში შეღწევაში. ყველაზე მთავარი მაინც საშოს თვითგაწმენის ფუნქციაა. ეს პროცესი რეგულირდება საკვერცხეების მიერ, რომლებიც გამოყოფენ ქალის სასქესო ჰორმონებს – ესტროგენებსა და პროგესტერონს. ესტროგენების ზეგავლენით საშოს მრავალშრიან ეპითელიუმში სინთეზირდება გლიკოგენი, რომლისგანაც წარმოიქმნება რძემჟავა. რძემჟავის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობენ რძემჟავა ბაქტერიები ( დოდერლეინის ჩხირები). ჯანმრთელი ქალის სხეულში უპირატესად დოდერლეინის ჩხირებია წარმოდგენილი, გარდა ამისა მცირე რაოდენობით არის საფუარა სოკოები, ანაერობები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები. მჟავე გარემო ხელს უშლის პათოგენურ მიკროორგანიზმებს გამრავლებაში, ასე რომ ჯანმრთელი ქალის საშოში შესაძლოა მცირე რაოდენობით იყოს ჰონორეისა და ტრიქომონიაზის გამომწვევებიც.

გამომყოფი ფუნქცია – საშოს ფუნქციებში შედის აგრეთვე სასქესო გზებიდან გამონაყოფების გამოთავისუფლება. გამოყოპილ მასაში შედის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი, საშვილოსნოს ყელის საშოსეული ნაწილის ჯირკვლების სეკრეტი,საშოს ჯირკვლების სეკრეტი, საშოს ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლები და ჩამოფცქვნილი ეპითელიუმი. ნორმაში საშოს გამონაყოფი გამჭვირვალე, ან რძის ფერია, უსუნო, რაოდენობდა 2მლ-მდეა დღე-ღამეში, მისი რაოდენობა ცვალებადობს მენსტრუალური ციკლის ფეზებთან ერთად. მენსტრუაციის დროს უზრუნველყოფს მენსტრუალური სითხის გამოყოფას.

სექსუალური ფუნქცია – საშო მიეკუთვნება ეროგენულ ზონებს. ბევრი მამაკაცი თვლის, რომ საშო ძალიან მგრძნობიარეა და ქალი სწორედ მისი საშუალებით იღებს სიამოვნებას. თუმცა ეს არ არის სრული ჭეშმარიტება. საშოს შიგნით მგრძნობელობა არ არის მაღალი და ქალების დაახლოებით 14% საერთოდ ვერ გრძნობს  საშოსთან შეეხება მოხდა, თუ არა. ამ პრინციპზეა აგებული ჰიგიენური ტამპონების გამოყენება – ქალები ძირითადად ვერ გრძნობენ მათ არსებობას საშოში. საშოს წინა კედელზე, 2-4 სსმ-ს სიღრმეზე მდებარეობს G ზონა. ეს ზონა აღწერა გერმანელმა გინეკოლოგმა ერნესტ გრეფენბერგმა1950 წელს. იგი თვლიდა, რომ G წერტილი, რომელიც არ წარმოადგენს ერთ რომელიმე კონკრეტულ ანატომიურ ერთეულს, კლიტორთან ერთად ქალის ყველაზე ეროგენულ ზონას მიეკუთვნება.

ბიოლოგიური პროცესები კოიტუსის დროს

სქესობრივი აგზნების დროს საშოში ხდება რიგი პროცესებისა: იწყება  საშოს კედლის ვენებიდან ექსუდატის გადმოსვლა და ბართოლინის კირკვლებიდან სეკრეტის გამოყოფა, რის გამოც საშოს შიგნითა ზედაპირი სველდება და მამაკაცის სასქესო ასოს გადაადგილება ადვილდება. ქალის გარეთა სასქესო ორგანოებია ამ დროს ხდებიან მგრძნობიარენი ტაქტილური ზემოქმედების მიმართ და იწვევენ სქესობრივი აგზნების ფსიქოლოგიურ შეგრძნებას. სქესობრივი აქტის დროს საშოს ზომები საშვილოსნოს ყელის მოდამოში იზრდება, რითიც იქმნება „სათავსო“ სპერმისათვის. რაც შეეხება საშოს ქვედა მესამედს, იგი ვიწროვდება იმისათვის რომ პარტნიორებმა უკეთ იგრძნონ ერთმანეთი და გაიზარდოს აგზნების ზარისხი.

About these ads