სპერმა

სპერმა ორგანული სითხეა, რომელიც გამოიყოფა მამაკაცის ეაკულაციის დროს. იგი შეიცავს სპერმატოზოას(სპერმატოზოიდებს). ის გამოიყოფა სასქესო ჯირკვლების (გონადების) და სხვა სასქესო ორგანოების მიერ. სპერმას შეუძლია კვერცხუჯრედის განაყოფიერება.  ადამიანის სპერმა შეიცავს სხვა კომპონენტებსაც გარდა სპერმატოზოიდებისა: პროტეოლიზურ და სხვა ფერმენტებს, ფრუქტოზას (გამოყოფს კლაკნილი ბუშტუკი სითხესთან ერთად და აუცილებელია სპერმატოზოიდების სიცოცხლისთვის, ვინაიდან ფრუქტოზას გამოიყენებენ საკვებად).

სპერმის შემადგენლობა – სპერმის სითხის შექმნაში მონაწილეობენ: სათესლე ჯირკვლები, კლაკნილი ბუშტუკები, პროსტატა და ბულბოურეთრული ჯირკვალი. ამას გარდა, ის შეიცავს თითქმის ყველა მინერალს და ნივთიერებას, რაც გვხვდება ადამიანის ორგანიზმში. შედარებით მაღალი კონცენტრაციით გვხვდება –  მაგნიუმი, სელენიმუი, კალიუმი.  ერთი ეაკულაციის დროს  გამოიყოფა 150-მგ ცილა, 11მგ ნახშირწყლები, 6მგ ცხიმი, 3მგ ქოლესტერინი,  კალიუმი 7% საკვებად მიღებული კალიუმიდან  (US RDA ) და 3% სპილენძი და თუთია.

სათესლეები – სპერმის 2-5% შეადგენს შეიცავს დაახლოებით 200-500 მილიონ სპერმატოზოას.

კლაკნილი ბუშტუკი-მდებარეობა პროსტატის ჯირკვალთან, არის კლაკნილი ბუშტუკის სახით, რომელიც 10-სმ-ია, თუმცა იგი დახვეულია იმდენად რომ 5 სმ-ს იკავებს, როგორც ორგანო. სადინარი იხსნება გამომტანი სადინრის ამპულაში.

გამოიმუშავებს მოყვითალო, გამჭვირვალე ფერის ბლანტ სითხეს, რომელიც სპერმის 50-70% შეადგენს.  ლიპოფუსცინის გრანულები, მოყვითალო შეფერილობას აძლევს სითხეს, რომელიც მიიღება მკვდარი ეპითელური უჯრედებისგან.  კლაკნილი მილაკების სითხეს ოდნავ ტუტე რეაქცია აქვს, რაც განაპირობებს სპერმის ტუტე რეაქციას. ტუტე რეაქცია აუცილებელია საშოს მჟავე არის გასანეიტრალებლად.  სპერმის მჟავიანობის მომატება (<7,2) მიუთითებს ბუშტუკოვანი მილაკის ბლოკადაზე.  გამოყოფილი სითხე ბლანტი/ჟელესებრია, რომელიც საშუალებას აძლევს სპერმას შენარჩუნდეს საშვილოსნოს მიმდებარედ და ადვილად არ გამოიდევნოს გენიტალური ტრაქტიდან. კლაკნილი ბუშტუკების სითხე შეიცავს: ცილებს, ფერმენტებს, ფრუქტოზას, მუცინს, ფლავინებს,  ვიტამინ C-ს, ფოსფორილქოლინს და პროსტაგლანდინს. ფრუქტოზის მაღალი შემცველობა აუცილებელია სპერმატოზოიდების კვებისთვის.

პროსტატა – წინამდებარე ჯირკვალია, რომელიც უშუალოდ შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს, გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც 25-30 % შეადგენს სპერმისა. პროსტატის სეკრეტის შემადგენლობაშია: მჟავა ფოსფატაზა, ლიმონმჟავა(citric acid), ფიბრინოლიზინი, პროსტატის სპეციფიური ანტიგენი, პროტეოლიზური ფერმენტები, თუთია(მისი დონე 100-140მიკროგრამი/მლ ჯანმრთელ მამაკაცში და თუთია ეხმარება დნმ-ის შემცველ ქრომატინს სტაბილიზაციაში.  თუთიის დეფიციტი შეიძლება იწვევდეს უნაყოფობას, რადგან იზრდება სპერმის „მტვრევადობა“ და დაზიანებების რიცხვი მკვეთრად მაღალია.  თუთიის დეფიციტი აგრეთვე უარყოფითად მოქმედებს სპერმატოგენეზზე.

ბულბოურეთრული ჯირკვალი (Cowper’s gland)-მდებარეობს შარდსადენის უკან ან ლატერალურად პენისის ფუძესთან. იგი შეესაბამება ქალებში ბართოლინის ჯირკვლებს. მისი სეკრეტი სპერმაში 1 %-ზე ნაკლებია, გამოიმუშავებს გამჭვირვალე სითხეს, რომელიც შეიცავს გალაქტოზას, ლორწოს (სპერმატოზოიდების მობილურობას ზრდის და მათ გადაადგილებას აადვილებს ხახუნის ძალის შემცირების ხარჯზე).  ამ ჯირკვლის სეკრეტი გამოიყოფა სექსუალური აგზნების დროსაც ორგაზმამდე, რომელსაც პრე ეაკულატსაც  უწოდებენ.  ბულბოურეთრული ჯირკვალი გამოიმუშავებს პროსტატ-სპეციფიურ ანტიგენსაც (PSA).  ეს მნიშვნელოვანია ამ ჯირკვლის სიმსივნის დროს, რადგან შეიძლება სისხლში მოიმატოს პროსტატ-სპეციფიურმა ანტიგენმა.

1992 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენებით, ჯანმრთელი მამაკაცის სპერმა უნდა იყოს 2-მლ ან მეტი, pH 7.2-8.0,  სპერმის კონცენტრაცია  20×106  ან მეტი სპერმატოზოა/მლ-ზე. ერთი ეაკულაციის უნდა გამოიყოს   40×106-სპერმატოზოა  ან მეტი, აქედან  50% ან მეტი უნდა იყოს მოძრავი.

ადამიანის სპერმა  ტრანსლუცენტური (ნახევრად გამჭვირვალე) მოთეთრო, მონაცრისფრო ან მოყვითალო ფერის სითხეა.  ნორმაში სპერმაში სისხლი (ჰემატოსპერმია) არ უნდა იყოს და თუ არის, იგი მოწითალო, მოვარდისფრო შეფერილობისაა და მიუთითებს სამედიცინო პრობლემაზე.  ეაკულაციის შემდგომ სპერმა კოაგულაციას განიცდის, და ფორმირდება პატარა გლობულები. თავის მხრივ  პროსტატ-სპეციფიური ანტიგენი ხელს უშლის სპერმის კოაგულაცია.  კოაგულაციის მნიშვნელობა, სავარაუდოდ, სპერმის ქალის სასქესო არხში შენარჩუნებას უწყობს ხელს.

სპერმის გავლენა ჯანმრთელობაზე – სპერმის ცენტრალურ როლს რეპროდუქციული ფუნქცია წარმოადგენს, თუმცა მას აქვს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზეც.

ანტიდეპრესანტული ფუნქცია – გარკვეული კვლევების საფუძველზე დადგინდა, როცა ხდება სპერმის აბსორბცია საშოში, იგი მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი. (ჩატარდა კვლევა ორი კატეგორიის ქალებში: ერთი ნაწილი ხმარობდა კონდომებს, ხოლო მეორე არა).

სიმსივნის პრევენცია –  სპერმის პლაზმა შეიძლება ამცირებდეს მკერდის კიბოს რისკს  და საკმაოდ მაღალი პროცენტით (სავარაუდოდ 50%), ეს ეფექტი დაკავშირებულია გლიკოპროტეინთან და სელენიუმთან. ამ ფაქტის სიმართლეს ზოგი  urban legend-ის სიმართლის დონეს უკავშირებს, თუმცა არის მოსაზრება რომ  ფელაცია (მინეტი, ირუმაცია) კვირაში (მინიმუმ სამჯერ  მკვეთრად ამცირებს მკერდის კიბოს რისკს).

პრეეკლამპსიის პრევენცია -  არსებობს ჰიპოთეზა, რომ სპერმაში შემავალი „უცხო“ ცილები ქალის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლევს საშუალებას მიიღოს ისინი, ისევე როგორც ნაყოფი და პლაცენტა და ინარჩუნებს წნევას დაბალ, ნორმალურ დონეზე.

უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე –  სიმსივნის გაუარესება, რადგან სპერმაში შემავალი პროსტაგლანდინები აჩქარებენ უკვე არსებული საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას.

სპერმა ხშირად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადამტანია. სპერმა შეიცავს ცილებს, რომლებიც ბაქტერიოციდულია. თუმცა ეს ცილები უძლურია ნეისერია გონორეას მიმართ (ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გამომწვევი).

იშვიათ შემთხვევებში ქალებს ახასიათებთ ალერგია სპერმის მიმართ, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული, როგორც ზოგადი, ასევე გენერალიზებული   სიმპტომატიკით.  ალერგია გამოიხატება სპერმის პლაზმაზე ჰიპერმგრძნობელობით, სიმპტომები გამოიხატება ქავილით, სიწითლით, შეშუპებით ადგილობრივად, ან ზოგადად გენერალიზებული ქავილი, შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. ასეთ შემთხვევებში საუკეთესო გამოსავალი კონდომის ხმარებაა.

სპერმის მიმართ ქალს შეიძლება გაუჩნდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რადგან დადგენილია, რომ სპერმა ქალებზე მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი. ქალები, რომლებსაც აქვთ სექსი კონდომის გარეშე, სქესობრივი აქტის ინიცირება მათგან უდრო ხშირად ხდება და უფრო ნაკლებად შეუძლიათ მათ პარტნიორტის გარეშე ყოფნა.  ეს მოვლენა შეიძლება უკავშირდებოდეს სპერმის ქიმიურ  ჰორმონულ შემადგენლობას – ტესტოსტერონი, ესტროგენები, პროლაქტინი, პროსტაგლანდინები.

კულტურული ასპექტები – ჩინურ კულტურაში მიიჩნეოდა, რომ  精 pinyin: jīng, – სექსუალური ენერგიაა, რომელიც გროვდება ორგანიზმში და ეაკულაციის შემდეგ ეს ენერგია იფანტება გარემოში.  ამიტომ მასტურბაციას ენერგიის სუიციდს უწოდებდნენ.  არსებობს ჩინური გამოთქმაც „滴精,十滴血“- რაც ნიშნავს, რომ ერთი წვეთი სპერმა ათი წვეთი სისხლის თანასწორია.

ბერძნულ ფილოსოფიაში არისტოტელე მიიჩნევდა რომ არსებობს პირდაპირი კავშირი სპერმასა და მიღებულ საკვებს შორის. ის თვლიდა, რომ საკვებად მიღებული საუკეთესო ნაწილები სწორედ სპერმაში იკრიბება.  არისტოტელე  მიიჩნევდა, რომ არ უნდა დაეწყო სქესობრივი ცხოვრება ბიჭს ადრეულ ასაკში, რადგან ეს მის ზრდას შეაჩერებდა.

პითაგორეანელებს კი სწამდათ, რომ „სპერმა, ტვინის ნაწილია“.

ქრისტიანი პლატონისტი  Clement of Alexandria- კი აღნიშნავდა, რომ „სპერმა სულის ნაწილია“.

პრე ინდუსტრიულ ხანაში მეტად დაფასებული იყო სპერმა სისხლთან ერთად, რადგან მიაჩნდათ, რომ მას ზებუნებრივი წარმოშობა ჰქონდა, ხოლო ბუდიზმში და დაოიზმში სპერმა დღესაც ადამიანის ფიზიოლოგიის  მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. სპერმა შენიღბულ მელანსაც წარმოადგენს ეს ფაქტი აღმოაჩინა Secret Intelligence Service-მა.

სპერმა ხალიჩაზე ულტრაიისფერი განათებით და მის გარეშე.

სპერმის მიღება (გადაყლაპვა), გამოიყენება ეროტიული დაკმაყოფილებისთვის ფელაციოს ( მინეტი), ირუმინაციოს დროს.

სპერმის მოცულობის გაზრდა –  სპერმის მოცულობის გასაზრდელად იყენებენ  „მცენარეულ ვიაგრას“ (HERBAL VIAGRA). ეს მცენარეებია: ეპიმედიუმი(თხის სარეველა ბალახსაც ეძახიან),  დამიანა,  ჟენშენი (ginseng),  უოჰიმბე (yohimbe),  სერენოა (ხერხოვანი პალმა),  მაკა (maca), მუირა პუამა (Muira puama, )  და ტრიბულუს ტერეტისი ( Tribulus terrestris). ეს მცენარეები არ არის ლიცენზირებული  როგორც ეფექტური საშუალებები თუმცა არც მათი უშედეგობის დამადასტურებელი არსებობს კვლევები.