კონტრაცეფცია

კონტრაცეფცია (ლათ. contraceptio – ჩასახვისსაწინააღმდეგო) – ორსულობის თავიდან აცილება მექანიკური (პრეზერვატივი, საშვილოსნოს ყელის ქუდი და ა.შ.), ქიმიური  (საშოს ღრუბელი, გრამციდული პასტები და ა.შ) და ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა საშუალებებით. ზოგიერთი მეთოდი (კერძოდ, პრეზერვატივი) დიდწილად ამცირებს შიდსითა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით სანებოვნების რისკს.

კონტრაცეფციის მეთოდები – კონტრაცეფციის მეთოდის ეფექტურობის შესაფასებლად გამოიყენება პერლის ინდექსი, რომელიც ერთი წლის მანძილზე აჩვენებს ასიდან რამდენი ქალი დაორსულდა კონტრაცეფციის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წყაროებში პერლის ინდექსის მაჩვენებელი მეტად განსხვავებულია,  ეს ინდექსი მაინც ითვლება კონტრაცეფციის  მეთოდის არჩევაში საუკეთესოდ.

კონტრაცეფციის გარეშე პერლის ინდექსი 80-85-ია.

თავდაცვის საშუალებების საიმედოობა დამოკიდებულია მათი მოხმარების სისწორეზე. ისეთი მეთოდები, როგორიცაა ტემპერატურული მეთოდი, მინი-პილი, მოითხოვს თვითდისციპლინასა და დღის წესრიგის დადგენას.

კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდები

 ქალები ხშირად „არკვევენ ჩასახვისთვის საშიშ დღეებს“ და თავს იკავებენ ამ დღეებში სექსისგან, ან ხმარობენ კონტრაცეფციის მექანიკურ მეთოდს, მაგ, პრეზერვატივს. თავდაცვის საშუალებებს მიეკუთვნება აგრეთვე შეწყვეტილი სექსი, ანუ როცა მამაკაცის ეაკულაცია ხდება ქალის საშოს გარეთ. ამ მეთოდის ეფექტურობა შედარებით დაბალია, ვინაიდან სპერმატოზოიდები პრეეაკულატშიც არიან.

მეთოდი

აღწერა

პერლის ინდექსი

ტემპერატურული მეთოდი ბაზალური ტემპერატურის გაზომვა და გრაფიკის წარმოება 0,8-3
ცერვიკალური მეთოდი (ბილინგის) დაკვირვება საშოდან გამონაყოფის ცვლილებეზე 15
სიმპტოთერმალური მეთოდი ტემპარეტურული და ცერვიკალური მეთოდების კომბინაცია 0,3
კალენდარული მეთოდი ქალის ფერტილური პერიოდის დადგენა და ამ დღეებში სექსისგან თავის შეკავება 9-40
სპეცტესტით ჰორმონების დონის განსაზღვრა დილის შარდში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელიჰორმონების დონის განსაზღვრა 5-6
შეწყვეტილი სექსობრივი აქტი მამაკაცს გამოაქვს სასქესო ასო ქალის საშოდან მანამ, სანამ მოხდება ეაკულაცია 4-18
ლაქტაციური ამენორეის მეთოდი ძუძუთი კვების კონტრაცეფციული ეფექტი ბავშვის დაბადებიდან 6თვის მანძილზე 2-3

ბარიერული მეთოდი

 ბარიერული (მექანიკური) მეთოდები კონტრაცეფციაში გამოიყენება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის „შეხვედრის“ თავიდან აცილების მიზნით.

მეთოდი

აღწერა

პერლის ინდექსი

მამაკაცებისთვის

პრეზერვატივი ლატექსის თხელი ფენისგან დამზადებული  საფარი (შალითა), რომელშიც იღვრება სპერმა ორგაზმის შემდეგ

3-14

ქალებისთვის

ქალის პრეზერვატივი ლატექსის, პოლიურეთანისგან დამზადებული მილი, რომელიც თავსდება საშოში

5-25

დიაფრაგმა დიაფრაგმის ფორმის წინააღმდეგობა სპერმატოზოდებისათვის

6-20

საშვილოსნოს ქუდი ქუდი ლატექსის ან სილიკონისაგან დამზადებული, ფარავს საშვილოსნოს ყელს. სპერმიციდების გამოყენებასთან ერთად ძალიან ეფექტურია.

9-20

 

მოცემულ მომენტში პრეზერვატივი და ფემიდონი (ქალის პრეზერვატივი) – კონტრაცეფციის ერთადერთი საშუალებებია შიდსისა და სასქესო გზით გადამდები დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჰორმონალური კონტრაცეფცია

 

ჰორმონალური პრეპარატები განსხვავებული შემადგენლობის გამო მოქმედებენ განსხვავებულად. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (კოკ) თრგუნავენ ოვულაციას (ხელს უშლის კვერცხუჯრედის მომწიფებას და გამოსვლას ფოლიკულიდან), გარდა ამისა საშვილოსნოს ყელის ლორწოს ხდიან მეტად ბლანტს, რითიც საშვილოსნოს ყელი ხდება გაუვალი სპერმატოზოიდებისათვის. ყოველივე ამის პარალელურად, კოკ ცვლიან საშვილოსნოს ლორწოვანს და განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს (თუ გამონაკლის შემთხვევაში ეს მოხდა) ხელს უშლიან იმპლანტაციაში. მინი-პილის (მხოლოდ მცირე რაოდენობით პროგესტინების შემცველი ტაბლეტები) მოქმედების პრინციპი განსხვავებულია. იგი არ თრგუნავს ოვულაციას, მხოლოდ ლორწოს მატებს სიბლანტეს და ემბრიონის იმპლანტაციას ხდის შეუძლებელს.

მეთოდი

აღწერა

პერლის ინდექსი

კოკ შეიცავს ესტროგენს და პროგესტერონს

0,1-0,9

მინი-პილი შეიცავს მხოლოდ პროგესტერონს, ესტროგენების გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება

0,5-3

ჰორმონალური ინექციები ყოველ 3თვეში ერთხელ ინტრამუსკულარული ინექციები, შეიცავს პროგესტინებს

0,3-1,4

ნორპლანტი კანქვეშა იმპლანტანტები, შეიცავს ლევონორგესტრელს

0,08-0,09

ჰორმონალური ბეჭედი „ნოვარინგი“ დრეკადი კონტრაცეპტული ბეჭედი, შეიცავს ესტროგენებსა და პროგესტაგენს

<1, 0,4-0,65

ჰორმონალური დასაკრავი (პლასტირი) „ევრა“ თხელი დასაკრავი, რომელიც სისხლში უშვებს ჰორმონებს

0,4-0,9

მირენას ჰორმონალური საშვილოსნოშიდა სპირალი შეიცავს ლევონორგესტრელს

0,1-0,5

პოსტკოიტალური კონტრაცეფცია დაუცველი სქესობრივი აქტის შემდგომ ჩატარებული კონტრაცეფციული ღონისძიება (არ აურიოთ მედიკამენტოზურ აბორტში)

1-2

რაც შეეხება ჰორმონალურ პრეპარატებს მამაკაცებისათვის, მეცნიერების მცდელობის მიუხედავად არ არის შემუშავებული. იმისათვის, რომ სპერმატოგენეზი დაითრგუნოს, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით ჰორმონებია საჭირო, რაც მამაკაცის ორგანიზმისათვის ძალიან ძლიერი დატვირთვაა.

ქიმიური მეთოდები

ქიმიური პრეპარატების მოქმედება სპერმატოზოიდებისათვის ბარიერის შექმნაში მდგომარეობს (ცერვიკალური ლორწოს შეცვლა და საშოში ქაფის ქარმოქმნა).

ადგილობრივი საშუალებები

 გამოდის ღრუბლების, პასტების, მალამოებისა, კრემებისა და ტაბლეტების სახით. გამოიყენებიან ადგილობრივად უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ.

სქესობრივი აქტის წინ გამოსაყენებლად არსებობს რამდენიმე საშუალება ხალხური, რომელთა საიმედოობა დაახლოებით 50%-ია:

  • ბორის მჟავას1-2%-იანი სხნარი;
  • ძმრის წყალხსნარი;
  • სუფრის მარილის 20% ხსნარი;
  • ლიმონმჟავის 1%-იანი ხსნარი;
  • კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარი;

სხვა საშუალებებია სპერმიციდები, რომლებიც ამცირებენ სპერმატოზოიდების მოძრაობისუნარიანობას, ან შლიან მათ (მაგ, ნონოქსიკოლ-9) და  დამატებითი პრეპარატების სახით გამოიყენება. (ძირითადად მინი-პილისტან ერთად).

ქირურგიული მეთოდები

 

 

 

 
სტერილიზაცია – შვილოსნობის უნარის დაკარგვა ქირურგიული ჩარევის გზით.

მეთოდი

აღწერა

პერლის ინდექსი

ვაზექტომია (მამაკაცის სტერილიზაცია) სათესლე პარკის გაკვეთა და თესლისგამომტანი სადინრის ბლოკირება

0,8

ქალის სტერილიზაცია ფალოპის  მილების გადაკვანძვა

0,01-0,1