ნაადრევი ეაკულაცია (მალე გათავება)

ნაადრევ ეაკულაციად ითვლება შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ეაკულაციას განიცდის მანამ, სანამ ეს მის პარტნიორს სურს.  ნაადრევი ეაკულაციის სინონიმებია, სწრაფი ორგაზმი, ნაადრევი ორგაზმი, ნაადრევი „გათავება“.   Master and Johnson – განსაზღვრავს ნაადრევ ეაკულაციას, როგორც კაცის  ორგაზმს პარტნიორის  ორგაზმზე მალე.

მამაკაცების აბსოლუტურ უმრავლესობას ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონია ნაადრევი ეაკულაცია. ხოლო ეს პრობლემა აწუხებს მამაკაცების 25%-40 %.

სხვა მკვლევარების განსაზღვრებით კი, ნაადრევ ორგაზმია პენეტრაციიდან (კოიტუსიდან) 2-წუთის განმავლობაში ეაკულაცია.  თუმცა Alfred Kinsey -ის 1950 კვლევის მიხედვით, მამაკაცთა ¾ ორგაზმს პენეტრაციიდან 2-წუთის განმავლობაში განიცდის.  გარკვეული კვლევების მიხედვით კი მამაკაცების 75% ეაკულაციას განიცდის კოიტუსის დაწყებიდან არაუმეტეს 10 წუთისა.

საშუალოდ მიღებულია, რომ ნორმაში მამაკაცისთვის ეაკულაციამდე პერიოდი უნდა შეადგენდეს 6,5 წუთს (18-30 წლამდე მამაკაცებში).  თუმცა ეს დრო ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა თუ ორ წუთზე ნაკლებია შეიძლება დაისვას ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოზი.

ვის აწუხებს ნაადრევი ეაკულაცია?

ძირითადად ამ კატეგორიას შეადგენენ თინეიჯერები, რომელთაც ახალი დაწყებული აქვთ სექსუალური ცხოვრება. მიზეზებია ძლიერი აღგზნება და ასოს თავის ჰიპერსენსიტიური მდგომარეობა,  ეაკულაცია ხშირად მანამდეც კი ხდება სანამ მისი პენეტრაცია მოხდება საშოში.  ზოგჯერ ნაადრევი ეაკულაცია დროებითი მოვლენაა და ის მალე გაივლის, ზოგჯერ კი მთელი  ცხოვრების განმავლობაში რჩება.

გარკვეულ შემთხვევებში ნაადრევი ეაკულაცია მოზრდილებშიც გვხვდება, ამის მიზეზი საკმაოდ ბევრი შეიძლება იყოს.

ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები:

იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:

1) ფიზიოლოგიური - უკავშირდება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას ან გენიტალიების სტრუქტურულ და ფუნქციურ მდგომარეობას.

ნაადრევი ეაკულაციის ყველაზე ხშირი მიზეზი მგრძნობიარე პენისის თავია.  ჰიპერსენსიტიური პენისის თავი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან ჩამოყალიბდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

შეძენილი, ჰიპერმგრძნობელობის მიზეზები შეიძლება იყოს ბალანოპოსტიტი (პენისის თავის ანთება) ან ფიმოზი.

2) ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან, ნებისმიერმა ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ეაკულაცია.

სექსუალური აქტისას შეიძლება კაცი თავს კარგად გრძნობდეს, თუმცა ეს მდგომარეობა თვითონ იყოს შეუთავსებელი სექსუალური აქტის ხარისხთან. თუ მამაკაცი ვერ გრძნობს ამას, ასეთი კოიტუსი ხშირად სრულდება ნაადრევი ეაკულაციით.       დაჩქარებული ორგაზმს იწვევს დეპრესიაც, ემოციური სტრესი(შეიძლება სულ არ უკავშირდებოდეს სასიყვარულო  ურთიერთობებს, მაგ. ფინანსური მდგომარეობა), არარეალური მოლოდინი სექსუალური აქტისგან, სექსუალური ძალადობის ისტორია წარსულში, კოიტუსზე გავლენას ახდენს პარტნიორებს შორის  ემოციური ინტიმურობა, მათი სიახლოვის ნაკლებობა, მოუგვარებელი კონფლიქტები, ურთიერთობის ნაკლებობა.  შეიძლება ნაადრევ ორგაზმს ძალიან მარტივი არაპათოლოგიური საფუძველი ჰქონდეს – გადაჭარბებული აღგზნება.

Wilhelm Reich- ის თეორიის თანახმად შეიძლება ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი იყოს მენჯის  ღრუში არსებული კუნთების ენერგიის სტაზით (სტაგნაცია), რაც  საშუალებას არ აძლევს სექსუალურ ენერგიას გადანაწილდეს მთელ ორგანიზმში და ეს იწვევს ნაადრევ ეაკულაციას.

(Tullberg, 1999) -კვლევაში, დაქორწინებული წყვილების შესწავლისას დადგინდა, რომ მამაკაცის სექსუალური აქტის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო ქალის მენსტრუალური ციკლის სტადიაზე, ფერტილობის ფაზაში(ოვოლუციამდე და ოვოლუციის შემდგომი მცირე პერიოდები), მოკლე დროში ხდებოდა ეაკულაცია.

ეაკულაციის მეცნიერული მექანიზმი

ეაკულაციის პროცესისთვის აუცილებელია ორი მიმდევრობითი ფაზის არსებობა, 1) დაგროვებითი; 2) განდევნის ფაზა.

პირველ ფაზაში ხდება სპერმის სითხი დაგროვება გამომტანი სადინრის ბულბარულ ნაწილში,  პროსტატაში,  სათესლე ვეზიკულებში, შარდსადენის უკანა ნაწილში.  მეორე ნაწილი მოიცავს ამ დაგროვილი სითხის განდევნას.  ამ დროს იკეტება შარდის ბუშტის ყელი, ამას თან სდევს  შარდსადენის რითმული შეკუმშვები, მენჯ-პერინეალური  და ბულბოსპონგიოზური კუნთების შეკუმშვის შედეგად.  რასაც მოყვება შარდსადენის  სფინქტერების  შენაცვლებითი რეალაქსაცია.

მინჩნეულია, რომ სეროტონინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეაკულაციის ფორმირებაში, მისმა ნაკლებობამ თავის ტვინის სინაფსებში,  შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ეაკულაცია,  იგი ინჰიბიტორულ მოდულირებას უკეთებს ეაკულაციას. ეს თეორია მტკიცდება იმითაც, რომ სეროტონინის სელექციური ინჰიბიტორები  წარმატებით გამოიყენება ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობაში.  მოტორული ნეირონები, რომლებიც ეაკულაციას აკონტროლებენ, მდებარეობენ ზურგის ტვინის თორაკულუმბალურ და ლუმბოსაკრალურ ნაწილებში.   ნაადრევი ეაკულაცია დაკავშირებულია მენჯის კუნთების სწრაფ რეაქციასთან.

პანიკური შიშების საწინააღმდეგო და ანტიდეპრესანტები როგორც წესი დადებითად მოქმედებენ ეაკულაციის დროზე, (sertraline or paroxetine,).  კაცების ნაწილი  ანესთეტიკურ მალამოებს ხმარობს ეაკულაციის დროის გასახანგრძლივებლად, თუმცა ამ საშუალებას დიდი უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ  პარტნიორის სასქესო ორგანოების მგრძნობელობასაც ამცირებს, ამიტომ ამ საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული სექსოპათოლოგების მიერ.

ნაადრევი ეაკულაციის დიფერენციალური დიაგნოზის გატარება აუცილებელია, სექსუალურ დისფუნქციასთან, იმპოტენციასთან.  ზოგ შემთხვევაში, საჭიროა იმდენად ხანგრძლივი არაკოიტოალური სტიმულაცია,  სასურველი ერექციის მისაღწევად , რომ  პენეტრაციიდან მალევე ხდება ეაკულაცია, შეიძლება მანამდეც კი.

მკურნალობა

მკურნალობის მთავარ იდეას შეადგენს საფეხურეობრივად ვარჯიში და განვითარება,  გონებრივად და ფიზიკურად ეაკულაციის კონტროლის მიღწევისთვის.

რაც შეეხება მედიკამენტებს, გამოიყენება შემდეგი პრეპარატები

Dapoxetine -(Priligy) – ხანმოკლე მოქმედების სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორია, გამოიყენება ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ.  ეს ერთადერთი წამალია, რომელიც დაშვებულია რეგულარული ხმარებისთვის ევროპის ქვეყნებში (ფინეთი, შვედეთი, პორტუგალია, გერმანია, ავსტრია).

გამოიყენება მასტერ ენდ ჯონსონის რეკომენდაციები, შეჩერება დაწყების ტექნიკა(სადაც წყვილი ერთად აკონტროლებს ეაკულაციის ხანგრძლივობას) თუმცა ეს ტექნიკა ძნელი ასათვისებელი და დასანერგია რეალობაში, რადგან წყვილის  მაღალ დონეზე მომზადება,  შეთანხმება, კოორდინაცია და კომუნიკაციის მაღალი დონის არსებობას მოითხოვს.

შემდეგი საშუალება არის, მენჯის კუნთების კონტროლის სწავლა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ეაკულაციის მექანიკური შეკავება.  ამ ტექნიკის ასათვისებლად მოწოდებულია კეგელის ვარჯიშები.

შემდეგი საშუალება არის ინტრაკავერნოზული ფარმაკოთერაპია, ამ დროს ვაზოდილატატორი შეყავთ პირდაპირ პენისში, ეს ეხმარება მამაკაცს ნაადრევი ეაკულაციის დროს, იმით, რომ ნარჩუნდება ერექციის დონე საკმარისი დროის განმავლობაში.

მართვა

მამაკაცთა ნაწილი მიმართავს სექსის წინა მომზადებას რათა აიცილონ თავიდან ნაადრევი ეაკულაცია.

მიმართავენ მასტურბაციას, და ეაკულაციის შემდეგ იცდიან 30 წუთი ან მეტი და მას შემდეგ აქვთ სექსი, ასეთ შემთხვევაში მეორე ეაკულაცია უფრო გახანგრძლივებული იქნება.

ჰიპერსენსიტიური პენისის თავის შემთხვევაში ნაადრევი ეაკულაციისგან თავის არიდება შეიძლება კონდომის ხმარებით, ან სპეციალური ლუბრიკანტების(რომლებიც შეიცავენ ანესთეტიურ საშუალებებს და მათი მოქმედება გრძელდება დაახლოებით 10 წუთი), აგრეთვე ალკოჰლი იწვევს სექსუალური აქტის გახანგრძლივებას, იმ შემთხვევაში თუ ჰიპერსენსიტიური  მდგომარეობითაა გამოწვეული ნაადრევი ეაკულაცია.

ყველაზე ეფექტური მკურნალობა ჰიპერსენსიტიური მდგომარეობის დროს არის წინდაცვეთა, რომელის შემდეგაც, პენისის თავს უწევს ხშირი და შედარებით უხეში კონტაქტი საცვლებთან, და ეს მის მგრძნობელობას ამცირებს მაღალი დოზით.