ბაქტერიული ვაგინოზი

ქალებს ხშირად აწუხებთ მოთეთრო ფერის გამონადენი საშოდან, რომელიც საკმაოთ დისკომფორტის შემქმნელია მათი ცხოვრებისთვის, ხშირად ამას სოკოვან ინფექციებს მიაწერენ უფრო ხშირად კი გამონადენის რეალური  მიზეზია ბაქტერიული ვაგინოზი, რომელიც ყველაზე ხშირია  საშოს ინფექციებს შორის. ეს არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, თუმცა ხშირია სექსუალურად აქტიურ ქალებში. ბაქტერიული ვაგინოზი იქმნება საშოს ნორმალური ფლორის შემადგენელი ბაქტერიების ბალანსის დარღვევით.

სიმპტომები და ნიშნები:

ყველაზე ხშირი ნიშანია საშოდან ერთგვაროვანი მოთეთრო ფერის გამონადენი. განსაკუთრებით ხშირია სექსის შემდეგ (სპერმაში არ უნდა მოხდეს არევა), რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს.  ეს გამონადენი, ფარავს საშოს კედლებს და ძირითადად არ აღიზიანებს მას, არ ახასიათებს ტკივილი ან სიწითლე (საშოს).  ქალის საშოს ნორმაშიც ახასიათებს გამონადენი, მაგრამ ამ გამონადენის რაოდენობა ძირითადად მუდმივია, არის გამჭვირვალე და არ ახასიათებს მყრალი სუნი (ბაქტერიული ვაგინოზისგან განსხვავებით).

დიაგნოზი:  დაავადების დადასტურებისთვის აუცილებელია ნაცხის აღება საშოდან, შემდეგ ნაცხს ათავსებენ სასაგნე მინაზე, მას უმატებენ ცოტა კალიუმის ჰიდროქსიდს (ტუტე) და ნაცხი იღებს გაფუჭებული თევზის სუნს.

ახდენენ ნაცხის მჟავიანობის განსაზღვრას, ნორმაში საშოში მჟავა გარემო უნდა არსებობდეს (pH 3.8-4.2, ), ნაცხს ათავსებენ ლაკმუსის ქაღალდზე და საზღვრავენ მის მჟავიანობას, თუ pH 4,5-ზე მეტია, ანალიზის შედეგი ბაქტერიულ ვაგინოზზე მიუთითებს.

აგრეთვე, ბაქტერიული ვაგინოზის დროს  გვხვდება ე.წ. “გასაღები  უჯრედები”,  მათი ვიზუალიზაციისთვის აუცილებელია ნაცხზე NaCl-ის ხსნარის დაწვეთება.  ეს უჯრედები ეპითელური უჯრედებია გარემოცვული ბაქტერიებით და სწორედ ამიტომ ატარებს “გასაღები უჯრედების” სახელს.

დიაგნოსტირება ხდება ორ ზემოჩამოთვლილ პოზიტიურ ნიშანს + შესაბამისი გამონადენის არსებობა. თუ გამონადენი არ არსებობს, დიაგნოზისთვის სამივე კრიტერიუმის პოზიტიური მაჩვენებელია საჭირო ბაქტერიული ვაგინოზის  დიაგნოზის დადასტურებისთვის.

ბაქტერიული ვაგინოზის დიფერენციალური დიაგნოზის გატარება აუცილებელია შემდეგ მდგომარეობებთან:  ნორმალური გამონადენი, კანდიდიაზი, ტრიქომონიაზი.

ამ კრიტერიუმებიდან მინიმუმ სამი უნდა იყოს წარმოდგენილი ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასასმელად:

1) თხელი, თეთრი, მოყვითალო, ჰომოგენური(ერთგვაროვანი) გამონადენი საშოდან;

2) ”გასაღები უჯრედები” მიკროსკოპულად;

3) pH- საშოში >4,5;

4) მყრალი თევზის სუნი, მას შემდეგ რაც ნაცხს დაემატება 10%- იანი კალიუმის ჰიდროქსიდი.

ეპითელური უჯრედები და გარდნერელა (მითითებულია ისრებით)

დიაგნოსტიკაში ალტერნატიული მეთოდია საშოდან აღებული ნაცხის  გრამის წესით შეღებვა. ნორმაში უნდა დომინირებდნენ ლაქტობაცილები.   შეიძლება ბაქტერიული ფლორა წარმოდგენილი იყოს შერეული სახით, ლაქტობაცილები + გარდნერელა ვაგინალისი +  მობილუნკუსი (გრამ დადებითი, ანაერობები).  ასეთი მდგომარეობა შუალედურია, ეს არ წარმოადგენს ნორმალურ ფლორას, თუმცა არც ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. როცა ნაცხში დომინანტობს გარდნერელა ან მობილუნკუსი, ამ დროს ხდება ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირება.

მიზეზები:

ქალის საშოს ნორმალური ფლორა წარმოდგენილია ლაქტობაცილებით (კრისპატუს, იენსენი). ლაქტობაცილები ნაწილობრივ წარმოადგენენ წყალბადის ზეჟანგის წარმომქმნელ ბაქტერიებს, რაც ხელს უშლის სხვა ბაქტრიების გამრავლებას ამ გარემოში.  ბაქტერიული ვაგინოზი კი ყალიბდება მაშინ, როდესაც მცირდება ლაქტობაცილების რაოდენობა.  ამ დროს იზრდება მრავალი სახის ფლორა, თუმცა ძირითადად გვხვდება გარდნერელა ვაგინალის,  მობილუნკუსი, ბაქტეროიდები და მიკოპლაზმა.

ბაქტერიული ვაგინოზი ძირითადად გვხვდება სექსუალურად აქტიურ ქალებში 15-44 წლამდე,  განსაკუთრებით ახალ პარტნიორთან კონტაქტის შემდგომ. ბაქტერიული ვაგინოზი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას არ მიეკუთვნება, იგი შეიძლება შეგვხვდეს სქესობრივად არააქტიურ ქალებშიც. ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადება დამატებითი რისკია ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებისთვის. გარკვეული კვლევებით ვლინდება კავშირი ბაქტერიულ ვაგინოზს და რკინადეფიციტურ ანემიას შორის ორსულობისას.

ეპიდემიოლოგია – საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა სამი ქალიდან ერთს ემართება ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც.

მკურნალობა – ს წარმოადგენს მეტრონიდაზოლი, ან კლინდამიცინი, ორალურად ან ვაგინალურად. თუმცა ამ დაავადებას მაღალი რეკურონტულობა ახასიათებს. ამ დროს  სექსუალური პარტნიორის მკურნალობა არ არის რეკომენდირებული. Metronidazole (500 ორჯერ დღეში, ერთი ყოველ  12 საათში) 7 დღის განმავლობაში.

About these ads