პენისის ზომები

მამაკაცის სასქესო ასოს ძირითად ზომებს მიეკუთვნება სიგრძე და გარშემოწერილობა. ზომების მეტად ვარიაბელურია თითოეული ინდივიდში. ადამიანის სხეულის არც ერთი ორგანო არ ვარირებს რიცხვების ასეთ ფართო დიაპაზონში. ევროპეიდული და ნეგროიდული რასის წარმოამდგენლებისათვის საშუალო მაჩვენებელი 15 სმ-ია, მონგოლოიდური რასისთვის – 14 სმ. მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემებით აღწერილია 1-2 სმ სიგრძის პენისიც და 45 სმ პენისიც.

მამაკაცის სასქესო ასოს ზუტი გაზომვისათვის აუცილებელია ჩატარდეს გაზომვა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა დღეს ერექციის დროს. შემდეგ შედეგების გასშუალება ხდება და დგინდება პენისის ზომები. ასეთი მიდგომა ითვალისწინებს ზომებში ვარიაციებს, რაც შესაძლოა იყოს ზომებში ჭეშმარიტი ცვლილებები, ან სქესობრივი აგზნების დონეზე, ტემპერატურაზე, დღის მონაკვეთზე, სქესობრივი აქტების სიხშირეზე დამოკიდებული ცვლილებები.

გაზომვის დროს აუცილებელია, რომ პენისი იყოს ერექციის მდგომარეობაში. სამედიცინო დაწესებულებაში პენისის ერექციის მიღწევა სირთულეს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადასაჭრელად მედიკოსებს ხშირად შეჰყავთ ასოში მედიკამენტები და ასე გაზომისლი პენისის ზომები შედარებით უფრო ზუსტია.

დადგენილია, რომ მამაკაცის პენისის ზომები 10,7-19,1 სმ-ის ფარგლებში ვარირებს, რაც 4,23-დან 7,53 დიუმამდეა. გარშემოწერილობა დაახლოებით 12,3 სმ (4,85 დიუმი).

დაბადების მომენტისათვის ახალშობილის დაჭიმული პენისის სიგრძე დაახლოებით 4სმ-ია (1,6 დიუმი), უფრო ზუსტად კი ახალშობილთა 90%-ში პენისის სიგრძე 2,4-დან 5,5 სმ-მდე მერყეობს (0,9-2,2 დიუმი).

პენისის ზრდა, ძირითადად, ხდება დაბადებიდან 5 წლამდე, შემდეგ სექსობრივ მომწიფებამდე ზრდა უმნიშვნელოა. პუბერტატის დასაწყისისთვის პენისის გიგრძე საშალოდ 6 სმ-ია (2,4 დიუმი).

1943 წელს შონფელდმა ცხრილების, სადაც სასქესო ასოს ზრდა იყო მოცემული ასაკის მიხედვით:

 

ასაკი 11 12 12 14 15 16 17 18
 სიმაღლე (სმ) 142 ± 147 ± 152 ± 160 ± 167 ± 171 ± 173 ± 175 ±
პენისის ზომა მოსვენებულ მგომარეობაში 4 ± 5 ± 6 ± 7 ± 7 ± 8 ± 9 ± 10 ±

 

პენისის ზრდა ხდება 18 წლამდე და მიღწეული ზომა ოდნავ მცირდება (დაახლოებით), პენისის გასქელების გამო.

მოზარდებში ხშირია პენისის მოხრა. თუმცა მოზარდების დიდ ნაწილს (56%) ერეგირებული პენისი სწორი აქვს.

 

სწორი

55,5%

მცირე მოხრა მარჯვნივ

29,1%

მცირე მოხრა მარცხნივ

12,8%

ძლიერი მოხრა, 20° მეტი

2,6%

არსებობს მოსაზრება, რომ პენისის ზომებია უარყოფით კორელაციაშია ასაკთან, ანუ ხანშიშესული მამაკაცების უმრავლესობაში პენისი ზომებში შემცირებულია.

კანკუნში არსებული ლაიფ სტაილზის კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ პენისის გარშემოწერილობა ერექციის დროს 12,63 სმ-ია (4,972 დიუმი) სტანარტული 1,3 სმ-იანი გადახრით (0,5 დიუმი).

მოსვენებულ მდგომარეობაში პენისის სიგრძე 8,9 სმ-ია (3,5 დიუმი).

პენისი და სათესლე პარკი შესაძლოა ზომაში შემცირდეს ცივ გარემოში, ნერვიულობის დროს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იჭმუხნება სათესლის ამწევი კუნთის შეკუმშვის გამო.

უროლოგიურ ლიტერატურაში აღწერილია პენისის ზომების მომატების ქირურგიული  გზები (ფალოპლასტიკა). ამის ორი ძირითადი გზა არსებობს:

  • პენისის დაგრძელება ხდება საკიდი იოგის გადაჭრით, რომელიც ორ ერექტიულ სხეულს ამაგრებს ბოქვენის სიმფიზზე. ეს აგრძელებს პენისს 2-3 სმ-ით;
  • პენისის გაფართოება მასში პოლიმეთილმეტაკრილატის შეყვანით. გარდა ამისა, ეს მეთოდი გულისხმობს პენისსა და სათესლე პარკში სილიკონის, ან სხვა რაიმე მასალების შეყვანას.

ზრდასრული მამაკაცის პენისი, რომლიც სიგრძეც ერეგირებულ მდგომარეობაში 7 სმ-ია (2 დიუმი) მედიცინაში „მიკროპენისის“ სახელით არის ცნობილი. მიკროპენისის ჩამოყალიბების ცნობილია მიზეზებია ზრდის ჰორმონია, ან გონადოტროპინების უკმარისობა, ანდროეგენებისადმი მგრძნობელობის დაქვეითება და ა.შ.

არსებობს მოსაზრება, რომ პენისის ზომა განისაზღვრება არა მხოლოდ გენეტიკური ფაქტორებით, არამედ გარემო პირობებითაც (კულტურა, დიეტა, ქიმიური ნივთიერებებისა და დაბინძურებული ფაქტორების ზემოქმედება). ამ ფაქტორების ზემოქმედება ხშრად ხდება მცირე ზომის პენისის ქონის მიზეზი.