მენსტრუაცია და სექსი

სექსი მენსტრუაციის დროს ძალიან პირადი და არაერთგვაროვანი თემაა. ამასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ სექსი მენსტრუაციის დროს მავნებელია, ნაწილის არით კი, ვინაიდან ქალის კრიტიკულ დღეებში განსაკუთრებულად ძლიერ სეაქსუალურ ლტოლვას გრძნობს პარტნიორისადმი, ასეთ დღეებში სექსი ძალიან სასიამოვნოა.

გავრცელებული მცდარი შეხედულებების გამო სექსით მენსტრუაციის დროს ძალიან ცოტა წყვილია დაკავებული. სტატუსტიკურად დადგინდა, რომ  ასე მხოლოდ წყვილების 15% იქცევა.

ქალები მენსტრუაციის დროს თავს არიდებენ სექსს, დისკომფორტის გამო. ვინაიდან თვლიან, რომ მენსტრუალური სისხლი ბინძურია და მისი დანახვა პარტნიორის გააღიზიანებს. მამაკაცებს კი ეშინიათ, ქალს ტკივილი არ მოაყენონ, თუმცა ქვეცნობიერად მამაკაცს სიამოვნებს ასეთ მდგომარეობაში ქალთან სექსი (ქალის სრულყოფილად ფლობის შეგრძნების გამო).

მენსტრუაციის დროს ქალს უძლიერდება სექსუალური ლტოლვა, რაც სისხლში ჰორმონების გამოტყორცნითაა განპირობებული.

მენსტრუაციის იმ დღეებში, როცა სისხლდენა ძლიერია, სასურველია სექსისგან თავის შეკავება. ვინაიდან ასეთ დროს საშვილოსნოს ყელი მაქსიმალურად ღიაა და საშვილოსნოში მიკრობების მოხვედრის შანსი ძალიან მაღალია.

ძალიან ხანგრძლივი სქესობრივი აქტი შესაძლოა გახდეს მენსტრუაციის სწრაფად დასრულების, ან პირიქით, გახანგრძლივების მიზეზი. პირველის მიზეზი სპერმის შემადგენლობაში შემვალი ნივთიერებებია, რომლებიც ენდომეტრიუმის სწრაფ აშრევებას უწყობენ ხელს, მეორესი კი – მენჯის ორგანოებთა სისხლის მოდინება, რაც აძლიერებს სისხლდენას.

მენსტრუაციის პერიოდში სექსის დროს ყველაზე მთავარი ჰიგიენის დაცვაა. სისხლი ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა, ისევე როგორც სპერმა, ამიტომ აუცილებელია სქესობრივ აქტამდე და შემდეგ, როგორც ქალს, ასევე მამაკაცმა, დაიბანონ სასქესო ორგანოები. გარდა ამისა, სასურველია პრეზერვატივის გამოყენება.

კრიტიკულ დღეებში სექსისთვის საუკეთესო პოზიციაა მისიონერული (მამაკაცი ზევით).

მენსტრუაციის დროს სექსზე უარის თქმა უსაფუძვლოა, ვინაიდან ხშირად ასეთ დროს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სხვა დღეებში.

About these ads