ვაგინალური კანდიდოზი

ვაგინალური კანდიდოზი არის  სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვითარდება საშოს ლორწოვან გარსზე. ქალების 75 %-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთხელ მაინც ჰქონია ვაგინალური კანდიდოზი. 5%-ს აქვს რეკურენტული ეპიზოდები სოკოვანი ინფექციის. ამ ინფექციას ხშირად კანდიდოზურ ვულვოვაგინიტს უწოდებენ, მას იწვევს სოკო – Candida albicans.

ეს სოკო საშოს ნორმალური ფლორის შემადგენლობაშია, ანუ ნორმალურ მდგომარეობაში იგი ინფექციას არ იწვევს,  მაგრამ როცა ხდება გარკვეული ფაქტორებით საშოს ფლორის ცვლილება შეიძლება მოხდეს  კანდიდას გააქტიურება და ანთების გამოწვევა. ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა შეიძლება იყოს საშოს კანდიდოზის ტრიგერი, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს ჰორმონული ბალანსის დარღვევითაა გამოწვეული, ხოლო თუ რა იწვევს ჰორმონალურ ინბალანსს  უმრავლეს შემთხვევაში უცნობია. გარკვეულ შემთხვევებში რისკ-ფაქტორებს შეიძლება წარმოადგენდნენ ანტიბიოტიკები.

ვაგინური კანდიდოზის რისკ ფაქტორებია:

  • ასაკი- ყველაზე ხშირია კანდიდოზი 20-30  წლის ასაკში;
  • ანტიბიოტიკები -  ანტიბიოტიკების ხმარების დროს თითქმის 30% უვითარდება კანდიდოზი;
  • იმუნიტეტის დაქვეითება ავიტამინოზის, ძლიერი სტრესის, შიდისის, გლუკოკორტიკოსტეროიდების ხმარების სა სხვა მიზეზების გამო;
  • ჰორმონალური კონტრაცეფცია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ორსულობა- ამ დროს ხშირია  კანდიდოზი, ჰორმონული ცვლილებების და იმუნური მდგომარეობის გამო;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობები ზრდის ვაგინოზის რისკს, აგრეთვე ნაწილობრივ  კონტრაცეპტივები, მჭიდრო ტანსაცმლის და საცვლების ტარება,  ჰიგიენური საფენების ტარება, ტამპონები და საშოს შხაპი .

 

ვაგინალური კანდიდოზი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.

სიმპტომები – ხშირიად ვაგინალურ კანდიდოზს ახასიათებს ვულვის (ქალის გარეთა სასქესო ორგანოები) ქავილი, ვულვის  მტკივნეულობა და გაღიზიანება, ტკივილი და დისკომფორტის გრძნობა სექსის დროს. გამონადენი საშოდან, გამონადენი შეიძლება იყოს თხელი და წყლოვანი, სუნის გარეშე, ან შედარებით სქესლი კონსისტენციის, თეთრი, ხაჭოს მსგავსი.

ვულვაზე კანდიდოზი ხასიათდება კანზე და ლორწოვანზე სიწითლით, საშოს „ნაპრალკებით“(საშოს ლორწოვანი ნაპრალისებურად ზიანდება), შეშუპებით, მძიმე შემთხვევებში ხდება ვულვის გარშემო სატელიტების წარმოქმნა (ახასიათებს ტკივილი საშოს გარშემო არეში), თუმცა ეს იშვიათ შემთხვევაშია და სხვა მდგომარეობებში შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა სახის სოკოვანი ინფექციით ან მარტივი ჰერპესის ვირუსით.

არსებობს ორი სახის ვაგინალური კანდიდოზი: გაურთულებელი კანდიდოზი და გართულებული კანდიდოზი. გაურთლებელია, როცა ვაგინოზის ეპიზოდები წელიწადში ოთხს არ აღემატება. სიმპტომები საშუალო ან მსუბუქია და გამოწვეულია თეთრი კანდიდათი (Candida albicans).

გართულებული კანდიდოზი – 4 ზე მეტი ინფექციის ეპიზოდი, სიმპტომები მწვავეა და მძიმე,  ძირითადად ასეთი მდგომარეობებია  იმუნური სისტემის შესუსტების  მდგომარეობების დროს, ორსულობა, დიაბეტი, შიდსი.

მკურნალობა -  ანტიფუნგური პრეპარატები ინიშნება, ძირითადად კრემების სახით.  ბუტოკონაზოლი 2% 5გრ. 3 დღე კლოტრიმაზოლი 1% 5 გრ. 7-14 დღე დღეში ორჯერ. აგრეთვე გამოიყენება ნისტატინი, ტიოკონაზოლი, ტარკონაზოლი, ნისტატინი. ფლუკონაზოლი-ორალურად.