პორნოგრაფია

პორნოგრაფია (ძვ. ბერძ. πόρνη η – მეძავი, როსკიპი და ძვ. ბერძ. γράφω – წერა, დაწერა) – პირადპირი, ვულგარულ-ნატურალისტური გამოსახულება, ან სასქესო ორგანოებისა და სასქესო აქტის სიტყვიერი აღწერა სქესობრივი აგზნების მიზნით. პორნოგრაფია იდევნებოდა საუკუნეების მაინძილზე ეკლესიისა და ხელისუფლების მხრიდან და დღემდე განიცდის არსებობს კონსტიტუციის ფარგლებში.

ამ სიტყვის წარმოშობა უკავშრდება XVIII საუკუნეში საფრანგეთში ფელიფ დე ლა ბრეტონის წიგნის „პორნოგრაფი, ანუ პატიოსანი ადამიანის ფიქრები პროსტიტუციის ჭეშმარიტ უზნეობაზე“ გამოჩენას. ამ წიგნში განხილული იყო ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ის სფეროები, რომლებიც ტრადიციულად ითვლებოდა მიუღებლად. ამის შედეგად წიგნის დასახელება გახდა სექსუალობასთან დაკავშირებული „უხამსობის“ აღმნიშვნელი.

ხშირად არჩევენ პორნოგრაფიასა (სექსუალური თემების ვულგარული ასახვა) და ეროტიკას (მხატვრული ასახვა).

თუმცა კი მკვეთრი ზღვარი ამ ორ ტერმინს შორის არ არსებობს. ხშრად მსჯელობენ, რომ პორნოგრაფია, ეროტიკისგან განსხვავებით, კონცენტრირდება სქესობრივი აქტის ფიზიოლოგიური თავისებურებების ასახვაზე. განმასხვავებელ ნიშნად ხშირად სახელდება პორნოგრაფიაში ერეგირებული პენისისა და ღია ვაგინის გამოსახვა.

ეროტიკა ამავდროულად ყურადღებას უთმობს ადამიანთა შორის გრძნობიერ ასპექტებს, იყენებს რა სექსუალურ აქტს, როგორც ადამიანის სხეულის ესთეტიკის წარმოჩენისა და მოქმედი პირების სულიერი განცდების გამოსახვის საშუალებას.

არსებობს მოსაზრება, რომ ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის სხვაობა არანაირი არ არის და ეროტიკა პორნოგრაფიის სახეობაა.

სქესობრივი აქტისა და სასქესო ორგანოების გრაფიკული გამოსახულება გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, არ არის თანამედროვეობის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა რომ დასაწყისში ის არ კვალიფიცირდებოდა პორნოგრაფიად.

ძველი რომის ფრესკებსა და ლარნაკებზე აღინიშნება მსგავსი იდეები. ანალოგიური გამოსახულებებია კერამიკაზე პერუში. აღორძინების ეპოქიდან დაწყებული XVIII საუკუნემდე ფართო გავრცელება ჰპოვა პორნოგაფიულმა გრავიურებმა. XIX საუკუნეში ფოტოგრაფიისა და XX საუკუნეში კინემატოგრაფიის გამოჩენით პორნოგრაფიულმა წარმოდგენებმა ახალი სიცოცხლე ჰპოვა.

ყურანში პორნოგრაფიის პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს, თუმცა სუნაში აკრძალულია ცოცხალი არსებების შიშველი გამოსახვა, შესაბამისად მუსულმანურ ქვეყნებში თანამედროვეობამდე არ არსებობდა.

პირველად მსოფლიოში პორნოგრაფია აიკრძალა დიდ ბრიტანეთში 1857 წელს უცენზურო პუბლიკაციების შესახებ კანონში.

სამიზნე ინსტალაციებზე დაყრდნობით არჩევენ პორნოგრაფიული მატერიალების სხვადასხვა ტიპის კლასიფიკაციებს. შედარებით მიღებული და ნაკლებად გასაჩივრებულია ქვემოთმოყვანილი კლასიფიკაცია: მსუბუქი პორნო, საკუთრივ პორნო, ხისტი პორნო.

მსუბუქი პორნო – ეს არის პორნო, რომელშიც მკვეთრი არ არის სასქესო ორგანოების გამოსახულება. ასეთი ჟანრის ფილმებში სექსი თამაშობს მნიშვნელოვან, მაგრამ არა მთავრ როლს. მსუბუქი პორნოს გარჩევა ეროტიკისგან ძალიან რთულია.

მსუბუქი პორნოს ცალკე სახეა „სექს-ფილმები“. კინემატოგრაფიის ეს სფერო სექსის სცენებს უთმობს უმეტეს დროს. ამავე დროს სასქესო აქტი ასეთ ფილმებს სიმულირებულია.

საკუთრივ პორნო – პორნოგრაფიული პროდუქცია, სადაც ავტორების მხრიდან სექსუალურ აქტზე არ არის არანაირი ცენზურა. სიუჟეტი, როგორც წესი მოიცავს ხანმოკლე პერიოდს სექსუალურ აქტამდე, ან სექსის გარდა საერთოს არაფერს არ მოიცავს. საკმაოდ ხშრად ჩანს ეაკულაცია, ან მისი იმიტაცია.

მძიმე, ხისტი ანუ ჰარდ პორნო – პორნოგრაფიული ფილმები, რომლებიც მოიცავს სასქესო ორგანოებისა და მონაწილე ადამიანების შიშველი სხეულებისა და სქესობრივი კონტაქტის ხანგრძლივ დემონსტრირებას. ამავე ფილმების კატეგორიას მიეკუთვება ის ფილმები, რომლებშიც წარმოდგენილია სადომაზოხიზმი.

არალეგალურ პორნოგრაფიას მიეკუთვნება შემდეგი კატეგორიები:

  • ცხოველებთან სექსი;
  • ბავშვებთან და არასრულწლოვანებთან სექსი;
  • გვამებთან სექსი.

არალეგალური პორნო კანონის მიერ არის აკრძალული ძალიან ბევრ ქვეყანაში და იდევნება ინტერპოლის მიერ.

სხვადასხვა ქვეყანაში პორნოგრაფიისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია:

  • ბრაზილია: ნებადართულია, მამაკაცი მსახიობები ვალდებულები არიან გამოიყენონ პრეზერვატივი, 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა აკრძალვა;
  • რუსეთი: აკრძალულია უკანონო დამზადება, გავრცელება და რეკლამირება. ამასთან აღსაშნავია, რომ ასეთი მასალების კანონიერად გავრცელების გზა არ არსებობს და პორნოგრაფიის გავრცელება სრულიად აკრძალულია;
  • ისრაელი: ნებადართულია;
  • ირანი: აკრძალულია;
  • უკრაინა: აკრძალულია დამზადება-გავრცელება, უკრაინაშ შეტანა გავრცელების მიზნით და პორნოგრაფიული მასალების რეკლამირება. პირადი მიზნებისათვის დამზადება და დემონსტრირება, აგრეთვე სამედიცინო დანიშნულებისათვის გამოყენება ნებადართულია;
  • მექსიკა: ნებადართულია, 18 წლამდე ასაკის პირთათვის მიყიდვა აკრძალულია;
  • ახალი ზელანდია: ნებადართულია, 18 წლამდე ასაკის პირთათვის მიყიდვა აკრძალულია;
  • ესპანეთი: ნებადართულია, 18 წლამდე ასაკის პირთათვის მიყიდვა აკრძალულია;
  • შრი-ლანკა: აკრძალულია;
  • თურქეთი: ნებადართულია.