ქლამიდიოზი

ქლამიდიოზი გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.  მისი გამომწვევია ქლამიდია  ტრაქომატისი( ქლამიდია ბერძნული სიტყვიდან χλαμύδα -მომდინარეობს და ნიშნავს ლაბადას.). ეს ბაქტერია ინტრაცელულარული ობლიგატური პარაზიტია,  იწვევს, როგორც სასქესო ორგანოების, ასევე თვალების დაავადებას, ქლამიდიით ინფიცირდებიან მხოლოდ ადამიანები და მას სხვა რეზერვუარი არჰყავს.  ქლამიდიოზი ყველაზე ხშირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა მსოფლიოში.

ქლამიდიოზით ინფიცირება შეაძლებელია ვაგინალური, ორალური და ანალური სექსით. აგრეთვე ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ახალშობილში მშობიარობის დროს დედის სასქესო არხში გავლისას.  ეს ხდება იმ შემთხვევებში, როცა ქალს აქვს ცერვიციტი ორსულობის მესამე ტრიმესტრში ქლამიდიით გამოწვეული და მან არ იცის ამის შესახებ და ნამკურნალევი არ არის.

კაცებში ქლამიდია,როგორც წესი, სიმპტომებით მიმდინარეობს, ახასიათებს თეთრი გამონადენი პენისიდან, შეიძლება გამოხატული იყოს ტკივილი მოშარდვის დროს.  ქლამიდია მკურნალობის გარეშე შეიძება გავრცელდეს სასქესო სისტემის ზედა ნაწილებში. კაცებში იწვევს ეპიდიდიმიტს.

ქლამიდია აინფიცირებს თვალებსაც და იწვევს კონუქტივიტს, ქლამიდიით გამოწვეული სიბრმავე საკმაოდ ხშირი იყო უახლოეს წარსულში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით  საერთო სიბრმავეების მიზეზის 15% ქლამიდიურ ინფექციაზე(კონუქტივიტი, ან ტრაქომა) მოდიოდა.

ნიშნები და სიმპტომები:

ქლამიდიით გამოწვეული ცერვიციტის(საშვილოსნოს ყელის ანთება) შემთხვევათა 50-75 % ში უსიმპტომოდ მიმდინარეობს,   ქლამიდია შესაძლებელია გავრცელდეს ვაგინალური, ანალური, ორალური სექსით. უსიმპტომო შემთხვევაში შესაძლებელია არ მოხდეს მისი დროული დიაგნოსტიკა და ამან გამოიწვიოს მენჯის ანთებით დაავადება(საშვილოსნოს, ფალოპის მილების, საკვერცხეების ანთებითი დაავადებების ზოგადი სახელწოდება).  საერთო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული მენჯის ტკივილი,შვილოსნობის პრობლემები,ექტომპიური ორსულობა( ამ შემთხვევაში ხშირია მილებში ორსულობა) და გართულებები ორულობის დროს.  ცლამიდიასზოგჯერ „ჩუმი ეპიდემიის“ სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან შემთხვევათა 75% ში უსიმპტომოთ მიმდინარეობს.  სიმპტომები ზოგჯერწარმოადგენს უჩვეულო სისხლდენას ან გამონადენსსაშოდან, ცხელება, ტკივილი მოშარდვის დრო(დისურია),  ტკივილი მუცლის მიდამოში, მოშარდვის გახშირება, მოშარდვის ძლიერი(იმპერატიული) მოთხოვნილება.  მტკივნეული სექსუალური აქტი.

მამაკაცებში-  ქლამიდიის სიმპრომები აღმოცენდება შემთხვევათა 50 % ში.  ამ დროს მნიშვნელოვანია სიმძიმის, წვის შეგრძნება მოშარდვისას,  გამონადენი პენისიდან,  სათესლეების შესიება, გადიდება,  გამაგრება. ცხელება, ჩირქოვანი გამონადენი პენისიდან.  ქლამიდიის გამონადენი როგორც წესი, უფრო თხევადი და გამჭვირვალეა ვიდრე გონორეას გამონადენი.   თუ არ მოხდა ქლამიდიის დროული მკურნალობა შესაძლებელია  ინფექცია გავრცელდეს სათესეებში და გამოიწვიოს უნაყოფობაც კი, 6-8 კვირაში.თუმცა ასეთ შემთხვევები საკმაოდ იშვიათად ხდება.  მამაკაცებში ზოგჯერ ქლამიდიის გავრცელების შედეგად  ვითარდება პროსტატიტი.

მნიშვნელოვანია ქლამიდიით გამოწვეული ტრაქომა(კონუქტივიტი).  რომელიც სიბრმავის გამომწვევის ერთ-ერთიყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.  ინფექცია ვრცელდება თვალიდან თვალზე თითს ამოსმით,  საერთო პირსახოცით და ტანსაცმლის ხმარებით,  დახველების,დამთქნარების შედეგად . ახალშობილებში მშობიარობის პროცესშიხდება ინფიცირება.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ტრაქომის აღმოფხვრა 2020 წლისთვის.

ქლამიდიას შეუძლიარეაქტიული ართრიტის გამოწვევა, რომელიც ტრიადით გამოიხატება : სახსრებისანთება, ურეთრიტი (ქალებში ცერვიციტი),კონუქტივიტი. მამაკაცებში უფრო ხშირად ვითარდება რეაქტიული ართრიტი, ვიდრე ქალებში.

ახალშობილებში ქლამიდია იწვევს: კონუქტივიტს-აღმოცენდება ინფიცირებიდან ერთ კვირაში( სხვა ქიმიური ნივთიერებებებისგან განსხვავებით, რომლებიც იწვევენ საათების განმავლობაში, ხოლო გონორეა 2-5 დღეში). , პნეუმონიას. ორსულ ქალებში, ნაადრევ მშობიარობას და სხვა ორსულობის გართულებებს.

ქლამიდიას შეუძლია გამოიწვიოს ვენერიული ლიმფოგრანულომა, რომელიც ვითარდება საზარდულის მიდამოში. ანთებითი პროცესები ლიმფურ კვანძებში, გენიტალიების დაწყლულება, ლიმფური კვანძების შეშუპება და გადიდება, საზარდულის მიდამოში,  ზოგჯერ კი, მანიფესტირდება, როგორც პროქტიტი(სწორინაწლავის ანთება).

აუცილებელია ქალების სკრინინგი ქლამიდიის დროული აღმოჩენის და მკურნალობისთვის, ქლამიდიის რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანების, რომელთცაქვთ დაუცველი სექსი, მრავალი სქესობრივი პარტნიორი, არიან სექსუალურად აქტიურები და არ ორსულდებიან,  ანამნეზში სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის არსებობა.

დიაგნოზი-  დიაგნოსტირება ხდება  Nucleic acid amplification tests (NAAT),  polymerase chain reaction (PCR), transcription mediated amplification (TMA), DNAstrand displacement amplification (SDA) მეთოდებით.

  • მკურნალობა – ქლამიდიისმკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით
  •  Azithromycin
  •  Doxycycline
  • Tetracycline
  • Erythromycin

ქლამიდიითინფიცირებ 5 – ჯერ ზრდის აივ-ინფექციის მიმღებლობას.