ორგაზმი

ორგაზმი სექსუალური რეაქციის ციკლში შემავალი დროის მონაკვეთია, როდესაც ადამიანი განიცდის სექსუალური სიამოვნების პიკს.  ორგაზმი ხასიათდება სიამოვნების ინტენსიური გრძნობით, მას განიცდიან, როგორც ქალები ასევე მამაკაცები, მისი კონტროლი ხდება ავტომატურად, ლიმბური სისტემით, მას თან ახლავს კუნთების სწრაფი სინქრონული შეკუმშვა, რომელშიც ძირითადად ჩართული არიან მენჯის კუნთები.  ანუ ის კუნთები, რომლებიც ყველაზე ახლოს მდებარეობს პირველად სასქესო ნიშნებთან (ორგანოებთან) და ანუსის გარშემო კუნთები. ორგაზმი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა უნებლიე მოძრაობებთან, მათ შორის კუნთების მრავლობითი სპაზმი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, ზოგადი ეიფორიული მდგომაროება, სხეულის მოძრაობები და ვოკალიზაცია(ხმოვანი გამოხატვა მაგ. კვნესა). მამაკაცებში ორგაზმი, როგორც წესი ასოცირებულია ეაკულაციასთან.

ორგაზმი ბერძნული და ლათინური წარმოშობის სიტყვაა orgasmos – მომდინარეობს სიტყვა ორგანოდან  და ნიშნავს აღგზნებას, გადიდება, შეშუპებას.

ორგაზმი  აუტონომიური ფიზიოლოგიური რეაქციაა, რომელიც აღმოცენდება სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ. ორგაზმის დროს ტვინის აქტივობა იზრდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლიმბური სისტემის ჩართულობას.  ორგაზმი ძირითადად მიიღწევა: მამაკაცებში პენისის სტიმულაციით, ქალებში კლიტორის სტიმულაციით. სტიმულაცია შეიძლება ხდებოდეს თვითსტიმულაციის სახით (მასტურბაცია) ან პარტნიორთან ერთად პენეტრაციული სექსი, არაპენეტრაციული სექსი, და სხვა სექსუალური აქტივობებით.

ორგაზმის შემდგომ დგება ე.წ. რეფრაქტერული პერიოდი, რაც ემთხვევა სექსუალური რეაქციის ციკლში რეზოლუციის ფაზას და გამოიხატება ადამიანის მოდუნებით, გამომუშავდება ნეიროჰორმონები ოქსიტოცინი და პროლაქტინი.   ორგაზმის დროს თავის ტვინში შედარებით იკლებს ქერქის აქტივობა  და ხშირად იმატებს ლიმბური სისტემის აქტივობა.

მედიცინისთვის ორგაზმის განმარტება მოიაზრებს სქესობრივი აქტივობის დროს კუნთების შეკუმშვა, რომლსაც თან ახლავს გულის ცემის გახშირება სისხლის წნევის მომატება  იცვლება სუნთქვის სიხშირეც და სიღრმეც.  რომელიც ემთხვევა სექსუალური რეაქციის ციკლის პლატო ფაზის პიკსაც და დასასრულსაც. რომელიც ხასიათდება სიამოვნების ინტენსიური განცდით.  ორგაზმს ზოგჯერ სექსუალურ კლიმაქსსაც უწოდებენ.

ორგაზმის მიღწევა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი სახის სექსუალური აქტივობით, ოღონდ ეს აქტივობა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა ორგაზმს განიცდის ვაგინალური სექსის დროს, ზოგი ანალურის, ზოგი მხოლოდ კლიტორის სტიმულაციით და ა.შ.  ორგაზმის მიღწევა შესაძლებელია ეროგენული ზონების სტიმულაციითაც. მაგ. ძუძუსთავების სტიმულაციით, საშვილოსნოს, ვულვის, შორისის მიდამოს და ა.შ.  ორგაზმის მიღწევა ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოლოგიური აღგზნებითაც მაგ. სიზმრებით,  ზოგი ქალისთვის მუსიკის მოსმენით და ა.შ. თუმცა ეს უკანასკნელი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ორგაზმი თავის განმარტებაში მოიაზრებს რომ არის უნებლიე და ავტომატური პტოცესი, რომლის კონტროლი ადამიანს არ შეუძლია, თუმცა მაინც შესაძლებელია ორგაზმის კონტროლი. ამიტომ ეს ტერმინი ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად იხმარება. ორგაზმის კონტროლი მოიაზრებს ფიზიკური სტიმულაციის მართვას და ამით მართვას საკუთარი აღგზნების დონის და ემოციური მდგომარეობისა.  ორგაზმის მართვის სწავლა ხდება ძირითადად მასტურბაციის შედეგად, მისით ადამიანი შეისწავლის საკუთარ ორგანიზმს კარგად, შეისწავლის საკუთარი სექსუალური სტიმულაციის თავისებურებებს, ორგაზმის დროს, სიმძლავრეს და ორგანიზმის პასუხს სხვადასხვა სახის სტიმულაციაზე.

About these ads