მამაკაცის G წერტილი – პროსტატა

დღევანდელობაში სიახლე არ არის, რომ ქალსაც და მამაკაცსაც  აქვს G წერტილი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ ორგაზმს. მამაკაცის G წერტილი არის წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატა. პროსტატა თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს მამაკაცის ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების წარმოებაში.

სექსის დროს ქალის და მამაკაცის G წერტილი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქალის G წერტილის ირგვლივ დღეს საკმაოდ დიდი ხმაურია, მამაკაცის G წერტილი ძალიან დიდი ხანია ცნობილია და აბსოლუტურად არ დგას მისი ფუნქციები ეჭვქვეშ. წინამდებარე ჯირკვალი სპერმას ანიჭებს ტუტე რეაქციას, რაც სპერმატოზიდებს საშუალებას აძლევს წარმატებით ებრძოლონ საშოს მჟავა გარემოს.

მამაკაცის G წერტილი, როგორც აღვნიშნეთ, პროსტატის სახით არის წარმოდგენილი და მისი სტიმულაცია კაცს უძლიერეს ორგაზმამდე მიიყვანს, რომელიც შედარებით მეტი ძალისა და ხანგრძლივობისაა.

პროსტატა წაბლის ფორმის, რომელიც შარდის ბუშტის ყელსა და შარდსადენს შემოსაზღვრავს. იგი სამი წილისაგან შედგება: ერთი ცენტრალური და ორი გვერდითი წილები. მისი ძირითადი ფუნქცია სპარმატოზოიდების აქტივობაზე პასუხისმგებელი სეკრეტის გამომუშავებაა.

მამაკაცის G წერტილის სტიმულაციის საუკეთესო პოზა მამაკაცის ზურგზე წოლა, ერთი ფეხის ოდნავი მოხრით. მისი სტიმულაციას იწყება ანუსის ირგვლივ მსუბუქი ნაზი მასაჟით საჩვენებელი თითის ბალიშით. ლუბრიკანტში დასველებული თითით ოდნავ უნდა გაძლიერდეს მოძრაობა და ისე რომ პროსტატის არსებობა თითით იგრძნობოდეს. სტიმულაცია შეიძლება მოხდეს სპეციალური მასაჟორით, ან ვიბრატორით.

როცა G წერტილის სტიმულაციაზე საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. ხახუნის შესამცირებლად სასურველია წყალზე დამზადებული ლუბრიკანტის გამოყენება. ზეთოვანი და სილიკონის საცხები ამ მიზნით არ გამოყენოთ. მასაჟის დაწყების წინ აუცილებელია იმაში დარჭმუნება, რომ მასაჟის ობიექტი მოდუნებულია. იმისათვის, რომ წინამდებარე ჯირკვალი არ დაზიანდეს აუცილებელია ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.