შარდის საერთო ანალიზი

შარდის ანალიზი გამოიყენება სხვადასხვა სიმპტომების და ნიშნების მიზეზების კვლევისთვის. ის ძირითადად წარმოდგენას გვიქმნის თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობაზე და შარდ-სასქესო სისტემებში  ანთებითი პროცესების შესახებ.

შარდში შეიძლება განისაზღვროს მრავალი განსხვავებული კომპონენტი (100-დე,) თუმცა შარდის საერთო ანალიზის დროს ხდება შემდეგი კომპონენტების განსაზღვრა:

ფერი – შარდს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვანაირი შეფერილობა:  მუქი ან ღია, მოყვითალო, მოთეთრო, მოწითალო და ა.შ.   მაგ. ვიტამინი B – შემცველი ნივთიერებების გამოყენებამ შეიძლება შარდი გახადოს ღია მოყვითალო.  სხვადასხვა წამლებმა, ხილმა და ბოსტნეულმა: მაყვალი, ჭარხალი და სხვა. შეიძლება  შარდს მისცეს მოწითალო შეფერილობა. შარდის წითელი ფერი შეიძლება განპირობებული იყოს მასში სისხლის ან სისხლის კომპონენტების არსებობით.

გამჭვირვალობა -  ნორმაში შარდი უნდა იყოს გამჭვირვალე ფერის, ბაქტერიების, სისხლის, ცილების, სპერმის ან კრისტალების არსებობამ შეიძლება შარდი გახადოს მღვრიე.

სუნი – ნორმალურ შარდს მკვეთრი სუნი არ აქვს. სხვადასხვა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სუნი. მაგ. ეშერიხია კოლით ინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს  მყრალი სუნი, ხოლო გლუკოზის არსებობამ (შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში), მოტკბო ხილის სუნი შეიძლება ჰქონდეს შარდს.

კუთრი წონა – განსაზღვრავს შარდში არსებული ნივთიერებების რაოდენობას. აგრეთვე მისით განისაზღვრება შარდში წყლის შემცველობა.  მაგ. ადამიანი თუ დალევს დიდი რაოდენობით სითხეს მისი შარდის კუთრი წონა შემცირდება.

pHშარდის pH ზოგჯერ არის 4 (ძლიერ მჟავე) უნდა იყოს.  ზოგჯერ   pH 7-ნეიტრალურია არც მჟავე რეაქციისაა არც ტუტე.  ზოგჯერ  pH -9 რაც  მიუთითებს ძლიერ ტუტე რეაქციაზე.  ძირითადად შარდის ნორმალური pH 7-თუმცა  ნორმის საკმაოდ დიდი ვარიაცია არსებობს (4,6- დან 8 მდე).  

ცილები – ნორმაში შარდში არ უნდა იყოს, თუმცა მრავალ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმოდგენილი  მაგ. მაღალი სიცხის დროს, ორსულობის დროს, გაციების დროს, თირკმელების დაავადებების დროს და ა.შ.

გლუკოზა- ნორმაში შარდში არ უნდა იყოს  ან მცირე რაოდენობით გლუკოზა უნდა იყოს. შარდში გლუკოზის მომატებული რაოდენობა ხშირად მიუთითებს გაუკონტროლებელ დიაბეტზე.

ნიტრიტები - მათი მომატებული დონე შარდში ხშირად მიუთითებს შარდსასქესო სისტემის ანთებით პროცესებზე, რადგან ბაქტერიული ანთებების შედეგად ხშირად გამოიყოფა ნიტრიტები.

ლეიკოციტების ესთერაზა -  მიუთითებს შარდსასქესო ინფექციებზე.

კეტონები – ცხიმების დაშლის შედეგად წარმოიქმნება კეტონური სხეულები. მათი დიდი რაოდენობა შეიძლება მიუთითებდეს ისეთ მძიმე მდგომარეობებზე, როგორიცაა დიაბეტური კეტოაციდოზი. კეტონების მომატება შეიძლება გამოიწვიოს  შიმშილმა, ძალიან დაბალკალორიულმა დიეტამ მძიმე ღებინებამ.

მიკროსკოპული ანალიზი -  როდესაც ახდენენ ცენტრიფუგირებას შარდისას ილექება ფორმიანი ელემენტები და შემდეგ ხდება მისი ნახვა მიკროსკოპის ქვეშ.

ერითროციტები და ლეიკოციტები – ნორმაში ისინი არ უნდა არსებობდნენ შარდში. მათ არსებობა მიუთითებს  შარდსასქესო სისტემებში ანთებით პროცესებზე ან თირკმელების დაავადებებზე.

უჯრედოვანი ნაწილები (Casts) – შეიძლება იყოს დაშლილი ერითროციტების, ლეიკოციტების ან თირკმლის უჯრედებისგან წარმოქმნილი. ეს ნაწილები შეიძლება იყოს ცილოვანი, ცხიმოვანი, ცვილისებრი. მათი არსებობა მიუთითებს თირკმელების პათოლოგიაზე.

ბაქტერია, სოკო, პარაზიტი – ნორმაში ეს ორგანიზმები არ უნდა მოიპოვებოდნენ შარდში.

ეპითელური უჯრედები – ნორმაში შეიძლება იყოს, თუმცა მათი არსებობა შეიძლება მიუთითებდეს სხვადასხვა სამედიცინო პრობლემებზე.