ასოს (პენისის) გაზრდა

პენისის დაჭიმვითი ვარჯიში –  პენისის  გადიდების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მიხედვითაც ხდება პენისის ზრდა სიგრძეში და ნაწილობრივ სისქეშიც. ამ ვარჯიშის შესრულება ხდება პენისის ნახევრად ერეგირებულ მდგომარეობაში. ვარჯიშის დაწყებამდე სასურველია,  პენისის „გახურება“ რათა მასში სისხლისმიმოქცევა გაუმჯობესდეს. პენისის გახურება შესაძლებელია: თბილი აბაზიანით, თბილი პირსახოცის შემოხვევით პენისზე, ხელებით მსუბუქი მასაჟით. ვარჯიში შეიძლება ჩატარდეს პენისის მოდუნებულ მდგომარეობაშიც.

რაც შეეხება თავად დაჭიმვას:

  • პენისის თავს ხელი მოკიდეთ იმ ადგილზე ან ოდნავ ზევით, სადაც პენისის თავი იწყება;
  • დაქაჩეთ პენისი ქვედა მიმართულებით, პენისი არ უნდა დაჭიმით დიდი ძალით, ისეთ დონემდე სანამ რეზისტენტობის – ძლიერი წინააღმდეგობის გრძნობა არ გაგიჩნდებთ;
  • ასე დაჭიმულ პოზიციაში პენისი გააჩერეთ 30 წამის განმავლობაში;
  • შემდეგ მოადუნეთ;
  • რამოდენიმე წამში ისევ გაიმეორეთ ეს ქმედებები, ოღონდ პენისი სხვადასხვა მიმართულებებით დაჭიმეთ: ჯერ ზევით, შემდეგ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ;
  • ეს მოქმედებები დაიმეორეთ 5-15 წუთის განმავლობაში.

კითხვებზე პასუხები პენისის დაჭიმვასთან დაკავშირებით:

1)      რა სიძლიერით უნდა დავჭიმო პენისი? – პენისის დაჭიმვა უნდა მოხდეს ისეთი სიმძლავრით, რომ პენისის მიდამოში მსუბუქი ტკივილი იგრძნოთ. თავიდან აუცილებელია მსუბუქად დაქაჩვა, დროთა განმავლობაში კი პენისის დაჭიმვის ინტენსივობის ზრდა;

2)      შესაძლებელია თუ არა, ამ ვარჯიშის პარალელურად სხვა ვარჯიშების შესრულება? – რათქმაუნდა შესაძლებელია, მეტიც უფრო სასურველია უკეთესი ეფექტისთვის;

3)      რა გრძნობა უნდა მქონდეს ვარჯიშის დროს? – ეს გრძნობა ინდივიდუალურია, ზოგი დაჭიმულობის გრძნობას აღწერს, ზოგი მსუბუქი ტკივილის, ზოგი ქავილის, ზოგი დაღლილობის, ზოგს მსუბუქი წვის შეგრძნება აქვს;

4)      ზუსტად რა ადგილზე უნდა მოვკიდო პენისის თავს ხელი?  – ვინაიდან პენისის თავი პენისის ყველაზე მგრძნობიარე ადგილია, ამიტომ სასურველია პენისს მოჰკიდოთ ხელი პენისის თავის დაწყებამდე დაახლოებით 1-1,5 სმ-ის მოშორებით.