ორსულობის ტესტი

სახლის პირობებში ორსულობის დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა ორსულობის ტესტის გაკეთება. ეს ტესტები ავლენენ შარდში „ორსულობის ჰორმონის“ (ქორიონული გონადოტროპინის) არსებობას.

ორსულობის ტესტების უპირატესობა:

  • ხელმისაწვდომობა, ყველა აფთიაქში იყიდება;
  • სახმარად მარტივია;
  • შედეგისათვის დიდხანს ლოდინი არ არის საჭირო;
  • შედარებით იაფია;
  • ანონიმურია, ქალს ყოველთვის შეუძია დამოუკიდებლად და მარტომ ჩაიტეროს ტესტი;
  • არ არის ინვაზიური;
  • საიმედოა, მართლია ტესტების გამომშვები ფირმები არ იძლევიან 100% გარანტიას, მაგრამ საშუალო საიმედოობა 90-99%;
  • შესაძებელია და საჭიროა ტესტის გაკეთება რამდენჯერმე 2-3 დღის ინტერვალით, ვინაიდან ქორიონული გონადოტროპინის დონე შარდში თანდათან იზრდება;
  • მენსტრუაციის გადაცდენის პირველივე დღეს შეიძლება იყოს გამოყენებული.

ორსულობის ტესტების სამი თაობა არსებობს. პირველი თაობის ტესტის სპეციალური შრატით გაჟღენთილი ზოლი, რომელიც შარდით სავსე ჭიქაში უნდა ჩაუშვა იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდიც მითითებულია ტესტის გარეკანზე. ეს ტესტები იაფია, მაგრამ არც ისე საიმედოა. ცრუ შედეგებიც ხშირია, ვინაიდან ტესტის ფირფიტა შეიძლება ძალინ ცოტა ხანს იყო წყალში და იმდიკატორმა ვერ მოასწრო ბოლომდე შარდით გაჟღენთვა, ან პირიქით, ძალიან დიდხანს დაყოვნდეს სუთხეში. ზოგჯერ შეიძლება ფირფიტა ნიშნულზე ღრმად ჩაუშვა ჭიქაში. ყველა შემთხვევაში შედეგი ცრუა და საჭიროა განმეორებითი ტესტირება. აქ რეკომენდაცია მხოლოდ ერთია – ტესტის შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის ზუსტად შესრულება. მიუხედავად იმისა, გაკეთდება თუ არა ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ყველაფერი, შეცდომისადან დაზღვეული არავინაა – ხაზი ტესტზე შეიძლება იყოს მკრთალი, წაშლილი და ეჭვები არ გაიფანტება.

მეორე თაობა – პლანშეტის ტესტი, საიმედო, თუმცა უფრო ძვირი. არსებობს პლანშეტი სამი ან ოთხი ფანჯრით. ორფანჯრიანი პლანშეტის შემთხვევაში სპეციალური პიპეტით პირველ ფანჯარაში წვეთდება შარდი და შედის რეაქციაში რეაქტივთან, მეორე ფანჯარაში ჩანს ტესტის შედეგი. თუკი პლანშეტური ტესტი სამფანჯრიანია, შუა ფანჯარაში საკონტროლო ზოლია. მიუხედავად იმისა, რომ ტესტი საკმაოდ გავრცელებულია, სადღეისოდ გამოჩნდა უფრო სრულყოფილი ტესტები.

„ჭავლური“ ტესტი – ეს ტესტი შედგება დამჭერისა და თავსახურისაგან. ჭავლური ტესტის განმასხვავებელი ნიშანია შედარებით რთული შენება. ტესტის ფირფიტა ბოჭკოვანი შენებისაა და შარდი ტესტურ უბანს აღწევს ნაკადად და შედის რეაქციაში სპეციფიურ ნივთიერებასთან. ტესტის გაკეთების დროს მას თავსახური უნდა მოეხსნას და შარდის ნაკადს უნდა შეუშვურონ 5 წამის განმავლობაში. შეგეგი გამოჩნდება „+“ და „-„ სახით. ჭავლური ტესტის მგრძნობელობა 99%.

ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სახლის პირობებში ჩატარებული ტესტი არ არის ექიმთან ვიზიტის ექვივალენტი. თუკი ტესტი იძლევა დადებით შედეგს, ქალის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ექიმთან ვიზიტი და ორსულობის ლაბორატორიული დადასტურება.

About these ads

21 Responses to “ორსულობის ტესტი”

  1. roza Says:

    gamarjobat saertod maqvs dargvevebi ivlisshi mqonda erti dge mes mere gavikete testi da mkrtalad michvenebda ar acitlebda bolomde agvistos bolos viyavi exoze da ar michvena.mitxres rom viyavi sheileba patara da magitom da damiceres ase:endocervikalur arxshi 3 da 4 mm,cista.ras nishnavs es?iqneb gamcet pasuxi

  2. tiko Says:

    gamarjobat,testi chavitare sul ubralod..menstruaciis mosvlamde 1kviriit adre..pipetkiani testiit,,,pasuxi mcihvena dadebiti ogond dzalian ar gawitlebula mgarma ashkarad achveenebda.aptiaqshi mitxres ro moeroec mecada da meretic egre qna..shemdeg sxvcanairi testitac chavitare shardshi rom unda chayoo imazec egre qna..achvenebs magram ar awitlebs..da ras niushnavs es xom ver metyvii?

    • LikaMD Says:

      არის ალბათობა, რომ ოსრულად ხარ, ან ტესტის წესებს არ იცავ. წადი ლაბორატორიაში და ანალიზი გაიკეთე ქოროინულ გონადოტროპინზე.

  3. ninaka Says:

    gamarjobaT, ra drois shemdeg agwevs qoirunuli gonadotropini organizmshi im dones rom testma dadebiTi pasuxi achvenos??

    • LikaMD Says:

      ტესტს გააჩნია, ზოგიერთი ტესტი მგრძნობიარეა უკვე 10 საერთაშორისო ერთეულზე/მლ, ზოგი კი მხოლოდ 25 საერთ. ერთ/მლ.

      • ninaka Says:

        ანუ სექსიდან დაახლოებით ორი- სამი კვირა საკმარისია ტესტმა რომ დადებითი პასუხი აჩვენოს? თუ განაყოფიერება მოხდა რათქმაუნდა

      • LikaMD Says:

        კი, საკმარისია.

  4. anna Says:

    gamarjobat; kiTxva maqvs: ori kviraa titqmis rac gadamicda, testi ukve samjer gavikete da uaryofitia, shegidzliat mitxrat ra mizezi sheidzleba iyos?. an sheidzleba tu ara orsulad viyo da testma ar achvenos??

  5. ani Says:

    gamarjobat, aseti kitxva maqvs, kviraze meti gadamicda da ukve 2_jer gavikete testi, magram orivejer uaryofiti michvena, arada ar momdis menstruacia, sheidzleba testi shemcdariyo? an iqneb did xans ar gavachere shardshi, an ramdeni wami unda gavachero? winaswar gmadlobt

  6. tataa Says:

    ra giirs es testii?

  7. tako Says:

    orsulobis droos menstruaciis mosvlis dges sheidzleba mtkiodes muceli es normaluriaa? : (

  8. marii Says:

    lika eqimo erti tvis orsuli var da sheidzleba qmartan urtiertoba mqondes?

    • LikaMD Says:

      ორსულობა როგორ მიმდინარეობს? შენი მკურნალი ექიმის აზრია ამ შემთხვევაში გადამაწყვეტი.

  9. ANN Says:

    seqsis shemdeg 13 dgis shemdeg testi gavikete orjer da uaryofiti achvena, magram gavikete shuadges.. vgrdznob sisustes maqvs tavros xveva da gulis revis shegrdzneba sheidzleba rom testi shemcdariyo? gadacdena ar mqonia.. tvis dasawyisshi velodebi.

    • LikaMD Says:

      შუადღე და დილით განდასუთრებული მნიშნელობა არა აქვს. მაგრამ თუ ეჭვი გეპარება, გაიკეთე განმეორებითი ტესტი.


Comments are closed.

%d bloggers like this: