მამაკაცის უნაყოფობა

წყვილებში უშვილობის მამაკაცური ფაქტორი თანდათან გაიზარდა და უკვე 50-60% აღწევს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მამაკაცებისგან საკუთარი ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღების დათმობას მოითხოვს. მამაკაცის უშვილობა არ გამოირჩევა ისეთი მრავალფეროვნებით, როგორც ქალისა, ამიტომ მისი დიაგნოსტიკა შედარებით მარტივია.

მამაკაცის უშვილობად ითვლება მდგომარეობა, როცა მამაკაცს რეპროდუქციულ ასაკში არ შეუძლია შთამომავლობის მოცემა.

ადრეც აღვნიშნეთ,რომ თუ კი აქტიური სქესობრივი ცხოვრებისას, კონტრაცეფციის გამოყენების გამორიცხვით, მამაკაცის პარტნიორი (ჯანმრთელი ქალი!!!) არ ორსულდება, დიდი შანსი არსებობს რომ ეს მამაკაცი აღმოჩნდება უშვილო.

თუკი წყვილს არ ჰყავს შვილი, რისი მიზეზიც დაუდგენელია, როგორც წესი, გამოკვლევები იწყება მამაკაცით, ვინაიდან მამაკაცის უშვილობის დიანოსტიკა გაცილებით იაფია და ამავე დროს მინიინვაზიურია ორგანიზმისთვის.

მამაკაცის უშვილობა მეორადია, თუკი ამ კონკრეტულ პარტნიორთან ადრე აღინიშნებოდა დაორსულების ფაქტები და ახლა აღარ აღინიშნება, ხოლო პირველადია უშვილობა, როცა მამაკაცის არც ერთი პარტნიორი არც ერთხელ არ დაორსულებულა.

მამაკაცის უშვილობის ძირითადი მიზეზები:

  • სქესობრივი გზით გადამდების დაავადებები (გონორეა,ქლამიდია და ა.შ);
  • შარდსასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები;
  • ვარიკოცელე (სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერება);
  • სექსუალური დარღვევები (ნაადრევი ეაკულაცია, იმპოტენცია და ა.შ);
  • ჰორმონალური დარღვევები,რომლებსაც მივყავართ სპერმატოგენეზის შესუსტებამდე;
  • თესლგამომტანი სადინრების გაუვალობა;
  • და სხვები.

მამაკაცის უშვილობის სამი ფორმა გამოიყოფა:

  • სეკრეტორული;
  • იმუნოლოგიური;
  • ობტურაციული,( ექსკრეტორული);
  • შერეული;
  • შედარებითი.

სეკრეტორული უშვილობა – სათესლეების უუნარობა გამოიმუშაოს სპერმატოზოიდები (უზრუნველყოს სპარმატოგენეზი), ან სათესლეების უკმარისობა. ანუ ამ ფორმის დროს არ გამომუშავდება განაყოფიერებისთვის საკმარისი რაოდენობით სპერმატოზოიდები. ამ ტიპის უშილობის მიზეზი შესაძლოა იყოს ანთებითი დაავადებები, გენეტიკური დარღვევები, მძმე ქრონიკული პროცესები (მაგ, შაქრიანი დიაბეტი), ჰორმონალური დისბალანსი, კრიპტორქიზმი, ვარიკოცელე, ყბაყურა, სათესლის წყალმანკი, სათესლის შემოგრეხა, ზოგიერთი მედიკემენტის ხანგრძლივად მიღება. ამ ფორმაში ერთიანდება სპერმატოზოიდების ანომალური ფორმრმებით განპირობებული უშვილობა.

სეკრეტორული უშვილობის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს სათესლის ტრავმებმა, საკვებში ცილის უკმარისობამ, პროფესიული მავნეობები, ავიტამინოზი, მჭიდრო შარვლისა და ქვედა საცვლის მუდმივი ხმარება, ველოსიპედით ხშირი მგზავრობა, ქრონიკული გამოუძნრობა, ქრონიკული სტრესი, ნარკოტიკები, ალკოჰოლით ბოროტად სარგებლობა.

იმუნოლოგიური უშვილობა – უშვილობის ასეთი ფორმავითარდება სათესლის ტრავმის შედეგად. ჯანმრთელ ორგანიზმში მამაკაცის სათესლე იმუნური სისტემისაგან გამოყოფილია სპეციალური ბარიერით, ტრავმის შემდეგ კი სათესლის ქსოვილის უჯრედები ხვდებიან სისხლის მიმოქცევაში, აღიქმებიან იმუნური სისტემის მიერ უცხოდ და მამაკაცის ორგანიზმში გამომუშავდება სათესლის ქსოვილის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ანტისპერმალური ანტისხეულები იწვევენ ჯანმრთელისპერმატოზოიდების პარალიზებას.

ობტურაციული უშვილობა – ამ ფორმის დროს სპერმატოზოიდს ხვდება წინააღმდეგობა სათესლიდან შარდსადენამდე. ასეთი წინააღნდეგობაა თესლის გამომტანი სადინრის შევიწროება, სასქესო ორგანოების სიმსივნე, საზარდულის მიდამოს ტრავმები, სათესლის ტრავმები, პოსტოპერაციული ნაწიბური,ტუბერკულოზი, შეხორცებები, რომლებიც ანთებით-ინფექციური დაავადებების დროს ვითარდება.

შერეული უნაყოფობა – რამდენიმე ტიპის კომბინაცია.

შედარებითი უშვილობა – წყვილი გამოკვლეულია, მაგრამ უშვილობის მიზეზი ვერ დგინდება.

მამაკაცის უშილობის სადიაგნოსტიკო მეთოდები რამდენიმე ჯგუფად იყოფა.

უშვილობის დიაგნოსტირების კლინიკური მეთოდები:

  • ანამნეზი და ფიზიკალური კვლევები (ინსპექცია,პალპაცია,პერკუსია, აუსულტაცია);
  • უროგენიტალური გამოკვლევა;
  • პაციენტის მოდგომარეობის შესაბამისასსპეციალისტების კონსულტაცია (სექსოლოგი, გენეტიკოსი, თერაპევტი და სხვა);

უშვილობის დიაგნოსტირების ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები:

  • სპერმოგრამა;
  • ინფექციებზე გამოკვლევა (ჰერპესი,ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი,ურეაპლაზმოზი,ციტომაგალოვირუსი და ა.შ);
  • ჰორმონალური სკრინინგი;
  • სპერმისბაქტერიოლოგიური ანალიზი;
  • სათესლე ბუშტუკების სეკრეტის ციტოლოგია;
  • პროსტატის სეკრეტის ციტოლოგია;
  • ანტისპრემალური ანტისხეულების განსაზღვრა;
  • მცირე მენჯის ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • გენეტიკური ტესტები;
  • ტრანსრექტალური ულტრაბგერა;
  • რენტგენოლოგიური გამოკველევები (ვაზოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია);
  • ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი;
  • სათესლის ბიოფსია.

სპერმატოგენეზის დათრგუნვის დროს მედიკები ნიშნავენ მედიკამენტებს, იშითად ჰორმონებს. ობტურაციული ფორმის დროს უნდა მოშორებულ იქნას წინააღმდეგობადა იმუნოლოგიური უშვილობის ინიშნება იმუნოსუპრესანტები და კომპლექსური თერაპია.