ყავისფერი გამონადენი საშოდან

საშოდან გამონადენი (გამჭვირვალე ნაწილობრივ ლორწოვანი) ყველა ქალისთვის ცნობილი და ბუნებრივი ფაქტია. მთავარია ფიზიოლოგიური გამონადენი იქნას განსხვავებული პათოლოგიურისგან. პატოლოგიურ გამონადენთაგან მეტნალებად ხშირი ყავისფერი გამონადენია. ქალის ორგანიზმისთვის ყავისფერი გამონადენი არ არის ნორმალური. ასეთი გამონადენი ქალის სასქესო ორგანოების პათოლოგიური მუშაობის შედეგია.

ყავისფერი გამონადენი შემდეგი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნოს:

ქრონიკული ენდომეტრიტი – საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება. ამ დაავადების დროს გამონადენი არის მენსტრუაციამდე და შემდეგ. თუმცა მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდშიც შეიძლება აღმოჩნდეს და ამ დროს მას თან ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში. ქრონიკულ ენდომეტრიტს არ მოაქვს დიდი დისკომფორტი, მაგრამ ძალიან საშიშია ორსულობის დროს. ამ დაავადებას ნებისმიერ ვადაზე შეუძლია ორსულობის შეწყვეტა. ქრონიკული ენდომეტრიტი მშობიარობის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტის არანამკურნალევ, ან არასრულად ნამკურნალევ შემთხვევაში. ამას გარდა ქრონიკული ენდომეტრიტის მიზეზი შეიძლება გახდეს საშვილონოსშიდა მანიპულაციები,ან ორმონალუი და იმუნური სისტემის ცვლილებები.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია – გამონადენი აღინიშნება მენსტრუაციამდე და მენსტრუაციამდე. შედარებით ხშირად ის ვიათრდება ჰორმონალური დისბალანსის, ან მეტაბოლური დარღვევების შედეგად.

საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი – ყავისფერ ლორწოვან გამონადენთან საშოდან, ამასთან მტკივნეული შეგრძნებების არსებობა აუცილებელი არ არის. ენდომეტრიოზი წვრილკვანძოვანი წარმონაქმნებია საშვილოსნოში. ამ დაავადების ზოგიერთი კერიდან დროდადრო აღინიშნება ყავისფერი გამონაყოფი.

საშვილოსნოს პოლიპი – მიზეზი უხშირესად ჰორმონალური დარღვევებია. პოლიპი აგრეთვე შეიძლება საშვილოსნოს ლორწოვანის ანთებითი პროცესის გართულება იყოს.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები – ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების დაწყებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში შესაძლოა აღინიშნოს ყავისფერი გამონადენი. თუკი ორ თვეში არ გაივლის ეს გამოანდენი, საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი.

აბორტი – აბორტის შემდგომ 10 დღის განმავლობაში ნორმალურია ყავისფერი გამონადენის არსებობა.

საშვილოსნოს გარე ორსულობა – ყავისფერი გამონადენი, არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის გახშირება, ტკივილი მუცლის მიდამოში და თავბრუსხვევა საშილოსნოს გარე ორსულობის ნიშნებია.