ტკივილი სექსის დროს

სექსის დროს ტკივილი ის პრობლემაა, რომელსაც ხვდებიან, როგორც სექსუალური ცხოვრების დამწყები ქალები, ასევე გამოცდილები.

სქესობრივი აქტის დროს ტკივილს იწვევს (ქალის ცხოვრების ქრონოლოგიურ რეჟიმში):

  1. დეფლორაცია – მთავარი მიზეზი არის შიში, რომელიც აიძულებს ქალს კუნთები შეკუმშოს კუნთები, განსაკუთრებით კი საშოს კუნთები. არის შემთხვევები, როცა საქალწულე აპკი სქელია და კარგად მარაგდება ნერვებითა და სისხლძარღვებით, შესაბამისად ტკივილი ძლიერია და სისხლდენაც უხვი, ან პირიქით ელასტიურია და პირველი სექსის დროს არ იხევა, უბრალოდ იჭიმება და არ იწვევს დიდ ტკივილს. ხშირად ტკივილის სინდრომი დეფლორაციასთან დაკავშირებით ჩნდება შიშის გამო;
  2. ვაგინიზმი – თუკი პირველი სქესობრივი სიახლოვე იყო წარუმატებელი, ვინაიდან ეს შიში დაიბუდებს ქვეცნობიერში და საშოს კუნთების სპაზმს გამოიწვევს ავტომატურად ყოველი სქესობრივი აქტის წინ. ანუ ვაგინიზმის დროს ტკივილი ვლინდება აღინიშნება არა პენისის საშოში მოხვედრის გამო, არამდე შიშის გავლენით საკუთარი კუნთების შეკუმშის გამო;
  3. საქალწულე აპკის დაურღვევლობა – სექსუალური კონტაქტის სიმრავლის მიუხედავად ტკივილი გრძელდება. როგორც წესი, საქალწულე აპკი თავიდან ან არ იხევა, ან იხევა ნაწილობრივ. იშიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა საქალწულე აპკი მხოლოდ მშობიაობის დროს იხევა ბოლომდე. მანამ კი ყოველი სექსის დროს არის გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ცოტა ლუბრიკანტი კარგად აგვარებს ამ პრობლემას;
  4. ანთება – თუკი წვა, ქავილი, სიმშრალის შეგრძნება და ტკივილი ჩნდება უშუალოდ სექსის დროს, ან სექსის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ქალს ანტებითი პროცესი ჰქონდეს. ამ დროს საჭიროა ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარება;
  5. შეხორცებები – ნაწლავების, ან საშილოსნოს დანამატების ანთების, ან გადატანილი ოპერაციის შედეგად განვითარებული პროცესია. ქალების დიდ ნაწილ აქვს შეხირცებები, მაგრამ არანაირად არ აწუხებს და მხოლოდ განსაკუთრებული პოზების დროს იგრძნობა ტკივილი;
  6. ტრავმები, ჩახევები, ნაკერები მშობიარობისა და ოპერაციების შემდეგ – ამ პროცესების შემდეგ ტკივილი სექსის დროს საკმაოდ ინტენსიურია;
  7. ენდომეტრიოზი – ყავისფერი გამონადენი საშოდან და ტკივილი მენსტრუაციის დროს, ტკივილი სექსისა და დეფეკაციის დროს. ტკივილი სექსის დროს საკმაოდ მწვავეა და შეიგრძნობა ღრმად, რაც ხდის სექსს აუტანელს;
  8. ვენური შეგუბება – არარეგულარულ სქესობრივი ცხოვრება, არასაკმარისი დაკმაყოფილება, თავშეკავება იწვევს სასქესო ორგანოებთან სისხლის მოდინებას და უკუდინე არის ცუდი. დასაწყისში ეს იძლევა დაღლილობის, სიმძიმის, მქაჩავი ტკივილის შეგრძნებას არასაკმარისად ნასიამოვნები სექსის შემდეგ. დროთა განმავლობაში შეშუპებული საშოს კედლები სექსის დროს ხდება მტკივნეული. ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი საშვილოსნოს მიომის, ენდომეტრიოზის, მასტოპათიების, საკვარცხეების დისფუნქციის განვითარებისა;
  9. მენჯის ღრუს ნევრალგია – მენჯის კედლების ტკივილი, ტკივილი სექსის დროს. ნევრალგია შესაძლოა დაიწყოს გადაცივების, ინფექციის არსებობის, სტრესის შემდეგ;
  10. საშოს სეკრეტის უკმარისობა – შეიძლება განვითარდეს ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ბართოლინის ჯირკვლების მოცილების, ან ჰორმონალური დარღვევების შედეგად.