არასასურველი თმები ინტიმურ ადგილებში

ქალებს აქვთ სურვილი, სხეულის ყველა უბანი ჰქონდეთ სუფთა და გლუვი. ამიტომაც ინტიმური ადგილების ეპილაციის თემა საკმაოდ საინტერესოა, მით უმეტეს სახლის პირობებში.

არასასურველი თმები არა მხოლოდ თანამედროვე ქალების პრობლემაა, ეს პრობლემა ჯერ კიდევ ძველ რომაელ ქალებს აწუხებდათ. ისინი ხშრად სტუმრობდნენ აბანოებს, სადაც იცილებდნენ არასასურველ თმებს სპეციალური მეთოდით: თმებს აბამდნენ მკვრივ უხეშ ძაფს და ერთი ძლიერი მოძრაობით აცილებდნენ. სწორედ ამ მეთოდმა დაუდო სათავე დღევანდელ დეპილატორებს. აგერთვე არსებობს ლეგენდა, რომ კლეოპატრამ თუ ნეფერტიტმა დაამზადა სპეციალური წებოვანი მასა, რომელიც თბილ მდომარეობაში ისმებოდა კანზე და გაციება-გამაგრების შემდეგ არასასურველ თმებთან ერთად ეცლებოდა. გოგონები ჰარემიდან აგრეთვე ცდიდნენ სხვადასხვა მეთოდებს: ბალახები, ხის ფისი, უამრავი მინერალი, რომლებიც დაახლოებით იგივე ეფექტს იძეოდნენ, რაც დეპილატორულ კრემებს აქვთ.

დეპილაცია კანის ზედაპირზე არსებული თმის ღერების მოცილებაა. ინტიმური ადგილების დეპილაცია არის სხეულის განსაკუთრებით მგრძნობიარე უბნებიდან (იღლიებიდან, ბიკინის ზონიდან და დიდი სასირცხვო ბაგეებიდან) არასასურველი თმების მოცილებაა.მოცილება ხორციელდეა სპეციალური საშუალებების: კრემები, გელებისა და ცვილის საშუალებით.

ცვილით დეპილაცია ძალინ მტკივნეულია, იწვევს კანის ძიერ გაღიზიანებას, თუმცა თმა არ ამოდის 2-3 კვირა.

სპეციალური კრემები იძლევიან ტკივილის სინდრომების მინიმუმამდე დაყვანისა. თუმცა რეალურად მათი ეფექტი არაფრით ჯობია კარგი საპარსის მიერ გაპარსული კანის ეფექტს. არასასურველი თმები სცილდება აგრეთვე პინცეტის ეფექტით, თუმცა ეს მოითხოვს ბევრ დროს და მედიცინის კუთხით თუ შეხვედავთ, თმების ჩაზრდის რისკი ძალიან მაღალია.

ხელის ეპილატორები საკმაოდ ეფექტურებია, თუკი ქალს შეუძლია ტკივილი აიტანოს, კანის გაძიზიანება ხდება მაღალი ალბათობით. სასურველია პროცედურის შემდეგ კანი გაიწმინდოს წყალბადის ზეჟანგში, ან სპირტში დასველებული ბამბით.

გაპარსვა საკმაოდ კარგ მეთოდად ითვლება. ოღონდ ინტიმური ადგილების გასაპარსად ყოველთვის უნდა გამოიყენოთ უკვე ნახმარი (მაგ, ფეხების განაპარსი) საპარსი. სასურველის პარსვის დროს საპნის გამოყენება, ვინაიდან ის ამცირებს ხახუნის ძალას.