მკერდის ზომები

პარადოქსია, მაგრამ ქალების უმრავლესობამ საკუთარი მკერდის ზომა არ იცის, ბიუსტჰალტლერსაც ვარაუდით არჩევენ და უამრავი პრობლემა ექმნებათ, პარატა ზომის ბისტჰალტლერი ჯანმრთელობისათვის საზიანოა, დიდი კი არაკომფორტული.

აქედან გამომდინარე გადავწყვიტე დამაწერა სტატია მკერდის ზომის განსაზღვრაზე. ამისთვის ქალს მხოლოდ 10 წუთი და საკერავი საზომი დასჭირდება. საბოლოო ჯამში კი ყველა ქალს ეცოდინება თავისი მკერდის ზომა და შესაბამისი ბიუსტჰალტლერის შეძენაც არ გაჭირდება.

მკედრის ზომის გამოსათვლელად საჭიროა ორი გაზომვა.

პირველი ზომა – უშუალოდ მკერდის ქვეშ უნდა შეიკრას საზომით წრე. გასათვალისწინებელია, რომ უნდა გაიზომოს შიშველი სხეული. გაზომვის დროს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისგან თავის იქნას შეკავებული. პირველი ზომის გამოთვლის დროს საზომი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სხეულს.

მეორე ზომა საზღვრავს უშუალოდ მკერდის ყველაზე მაღალ წერტილებზე გარშემოწერილობას. ამ დროს არ არის სასურველი საზომის მჭიდროდ იყოს მოჭერილი. თუკი ძალიან დიდი მკერდი აქვს ქალს და მკერდი ქვევითაა დაწეული, სასურველია, მან თხელი ბიუსტჰალტლერი ჩაიცვას მკერდის ასაწევად, რათა ზომა განისაზღვროს ზუსტად.

ამის შემდეგ უშუალოდ მკერდის ზომის განსაზღვრაზე მიდგება საქმე.  ამისთვის მეორე ზომას აკლდება პირველი და მიღებული ციფრი შეესაბამება საერთაშორისო სიმბოლოებსა და მკერდის შესატყვის ზომებს. ყველაზე პატარა ზომა არის АА, შემდეგ А, В, С და ასე F-მდე.

მიღებული შედეგებით მოცემულ ცხრილში ისაზღვრება ზომებს შორის სხვაობა, საერთაშორისო ნომენკლატურა, მკერდის ზომა და რამდენიმე ზომის მსგავსება ხილის ფორმებთან.

სხვაობა გამოთვლილ ზომებს შორის საერთაშორისო

ნომენკლატურა

მკერდის

ზომა

ხილთან მსგავსება J
10-12სმ АА 0 -
12-13სმ А 1 ვაშლი
13-15სმ В 2 ატამი
15-17სმ С 3 პატარა ქოქოსი
18-20სმ D 4 გრეიფრუტი
20-22სმ DD 5 ანანასი
23-25სმ E 6 ნესვი
26-28სმ F 6+ -

 

About these ads