რა არის სექსი?
სექსი – გამეტების კომბინაციის პროცესი რომლის შედეგადაც მიიღება გენეტიკურად მდედრი ან მამრი.
სექსი – სქესი (სექსუალური ცხოვრება – სქესობრივი ცხოვრება, სექსუალური განათლება – სქესობრივი განათლება).
სექსი – კოიტუსი, სქესობრივი აქტი, სექსუალური აქტი.
ომონიმი - სიტყვა, რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა სხვა სიტყვას, ხოლო მნიშვნელობითა და წარმოშობით განსხვავდება მისგან.
- რატომ არ ვსაუბრობთ სექსზე? სექსი სხვა არაფერია თუ არა გამეტების (სასქესო უჯრედების) ჩამოყალიბების პროცესის შედეგად მიღებული გენთა კომბინაცია. ეს გენთა კომბინაცია გამოხატულია გარკვეული ნიშანთვისებათა ერთობლიობით, ამ კომპლექსს კი გააჩნია საკუთარი იდენტობა, მისთვის დამახასიათებელი ნიშნები და ქცევა. ადამიანის ამ ნიშანთვისებათა კომპლექსს შემდგომში ქცევაში გამოხატულს ჰქვია ადამიანის სექსუალობა.
სექსი ფიზიოლოგიაა, ფიზიოლოგია ნორმაა, რაც ფიზიოლოგია არაა ის პათოლოგიაა, ფიზოლოგიაა კვება(საჭმლის მონელება) სუნთქვა, სისხლისმიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, სექსი… შესაბამისად სექსი ნორმაა.
ადამიანს აქვს სექსუალური უფლებები:
- 1) სექსუალურითავისუფლებისუფლება- ეს უფლება ადამიანს აძლევს საშუალებას, გამოხატოს საკუთარი სექსუალობა თავისუფლად შეზღუდვის გარეშე. გამოავლინოს საკუთარი სექსუალური პოტენციალი, თუმცა ეს გამორიცხავს ყველა სახის იძულებას, ძალადობას, გაუპატიურებას და ნებისმიერი ძალადობრივი გზით სექსუალობის გამოხატვას;2) სექსუალური ავტონომიურობის, სექსუალური ფასეულობების, პრინციპების, საკუთარი სხეულის უსაფრთხოებაზე უფლება - გულისხმობს გადაწყვეტილებების ავტონომიურად მიღებას, საკუთარი სექსუალური ცხოვრების მიმართ. ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები და ეთიკა და შეეძლოს საკუთარი სხეულით სიამოვნების მიღება, ყოველგვარი ფიზიკური ზიანის, ძალადობის და იძულების გარეშე;3) პირადი სექსუალური ცხოვრების უფლება- ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე, ისე, რომ იგი არ ზღუდავს სხვა ადამიანების უფლებებს;
4) სექსუალური სამართლიანობის უფლება- ყველა ადამიანი თავისუფალია დადაუშვებელია მათი დისკრიმინაცია: სქესის, ასაკის, რასის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური კლასის, რელიგიის ფიზიკური ან ემოციური შესაძლებლობების ნიშნით;
5) სექსუალური სიამოვნების უფლება -მოიცავს უფლებას აუტოეროტიციზმზე, რომლის წყაროა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური და სულიერი კარგად ყოფნის;
6) ემოციური სექსუალობის გამოხატვის უფლება- ეს პუნქტი მოიცავს არამარტო სქესობრივი აქტის უფლებას, არამედ, სექსუალობის გამოხატვას მისი სრული გაგებით კომუნიკაციით, შეხებით, ემოციების გამოხატვებით და სიყვარულით;
7) სექსუალობასთან ასოცირებული კავშირების თავისუფლება- ადამიანს უფლება აქვს დაქორწინების, განქორწინების და სხვა სახის სექსუალური გაერთიანებების უფლება;
8) რეპროდუქციული არჩევნის თავისუფლება- არის უფლება შვილების ყოლა-არყოლაზე, მათ რაოდენობასა და მათ შორის დიაპაზონზე. სრული უფლება ნაყოფიერების რეგულაციაზე და ოჯახის დაგეგმაზე;
9) უფლება სექსუალური მეცნიერული საფუძვლების ინფორმაციის მიღებაზე;
10) ამომწურავი სექსუალური განათლების უფლება- არის ხანგრძლივი პროცესი და მოიცავს ადამიანის მთელ სიცოცხლის ციკლს და მოიცავს ნებისმიერ სოციალურ სეგმენტს;
11) სექსუალურ ჯანმრთელობაზე უფლება- ყველა ადამიანისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი სამედიცინო კუთხით წამოჭრილი პრობლემის მკურნალობა/პრევენცია.
” ადამიანს აქვს უნივერსალური უფლება მიიღოს ინფორმაცია სექსზე, ისაუბროს მასზე სურვილისამებრ მიიღოს კვალიფიციური დახმარება საჭიროების შემთხვევაში და დატკბეს სასიამოვნო სქესობრივი ცხოვრებით”. - ეს 2002 წელს ჯანმოს რეზოლუციიდან ამონარიდია სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ.
ვინ არის ჯანმო? - ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს ჯანდაცვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია-მითითებებით ხელმძღვანელობს.
ეს უფლებები უნივერსალურია.
რა არის უნივერსალური უფლებები ? – ის უფლებებია, რომელიც ადამიანს გააჩნია დაბადებიდანვე, ეს უფლებები ხელშეუალია და მას ყველა ქვეყნის კონსტიტუცია ეფუძნება.
რა არის კონსტიტუცია? - კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია.
რა წერია კონსტიტუციაში? -
* საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. (მუხლი 6)
* სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და
თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. (მუხლი 7 )
* ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. (მუხლი 35)
* საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა
* საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ
არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის
პრინციპებიდან. (მუხლი 39 )
ქართველებო გვიხაროდეს, ჩვენ გვაქვს
სექსზე საუბრის უფლება.
მოდი ვისაუბროთ სექსზე…













January 7, 2012 at 8:39 pm
+5 )
January 7, 2012 at 10:05 pm
მითხარით,ექიმო! 50 წელს გადაცილებული ქალწული,რომელიც ფლობს მშვენიერ სხეულს,რად ხდება მახინჯი ქალების
დაცინვის ობიექტი,თუ კი მას არა ჰყავს სექსუალური პარტნიორი,შესაბამისად არ არის დაკავებული სექსით,რადგან გამომუშავებული აქვს ადაპტაციის უნარი,თავს გრძნობს მშვენივრად,ლაღად და არა აქვს არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების ჩივილები.? ერთადერთი რაზეც ოცნებობს შესაფერის მამაკაცთან[ცხოვრების მეგობართან]შეხვედრაა,
რადგან ყველანაირ კაცს ვერ ეგუება… სექსის გარეშე ცხოვრება არა არის სრულყოფილი სიცოცხლე?ნუთუ ჯობდა სექსით
დაკავება უსიყვარულოდ?-ეს ხომ მეორე უკიდურესობაა?
January 8, 2012 at 7:48 am
ადამიანებს რმლებსაც სექსუალური ფანტაზიები, სურვილი და აქტივობა არ ახასიათებთ ასექსუალები ჰქვიათ. ასეთი ადამიანები არ არიან დაცინვის ღირსები რადგან ყველა ადამიანი თავად წყვეტს ექნება თუ არა სექსუალური ცხოვრება ეს მისი უფლებაა და არავის აქვს უფლება აგრესია გამოხატოს მის მიმართ, თუნდაც ფარული ფორმებით (დაცინვა, ჭორაობა და ა.შ.) . იგივე ეხება ნებისმიერი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს (ჰომოსექსუალი, ბისექსუალი). ადამიანს როგორი სახით ექნება სექსუალური ცხოვრება და საერთოდ ექნება თუ არა, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
სრულფასოვანი ცხოვრება სექსის გარეშე რათქმაუნდა შესაძლებელია თუ ადამიანს სექსუალური ლტოლვა არ აქვს.
January 8, 2012 at 4:02 pm
საქმე იმაშია, რომ საქართველოში სექსთან დამოკიდებულება ასეთი უგუნური იმიტომ კი არაა რომ კანონი კრძალავს, არამედ ხალხს აქვს ავადმყოფური მენტალიტეტი… არა საქართველოზე საუბრისაც ისიც საქმეა, რომ კანონი არ კრძალავს მაგრამ მაინც
)) ეს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” რომ ნახოს ალბატ უჩივლებენ თქვენს საიტს :d
:D:D
January 9, 2012 at 2:36 pm
January 9, 2012 at 2:38 pm
January 9, 2012 at 2:40 pm
January 10, 2012 at 3:50 pm
momisminet ager orivem raa. arc ert tqvens sheuracxkopas me ar mivigeb imitom rom egeti ar var, mxolos amitom vpasuxob tqvens komentarebs. da mere meore, arc iegoveli var da arc ateisti, arc sheuracxkopas vayeneb vinmes da arc aravis vchorav. da arc imdenad ugunuri var, rom vinmes yvelas dasanaxad sheuracxkopa mivayeno, radgac ar vapireb aseti pasuxebi mivigo.
da kidev imaze, rom arc isaa qristianuli, lawiraki gogonebi abortebs rom iketeben imitom rom ganatleba ar aqvt am sakitxshi, zustad amitom vemxrobi im azrs, rom xalxma unda icodes es kovelive
aqedan gamomdinare, me aravistvis ar mimikenebia sheuracxkopa da arc tqvengan daweril sapasuxo komentars mivigeb chems tavze.
me mentalitets vakritikeb da tu dzalian gainteresebt, martlmadidebeli var da tqven tu ggoniat rom tqveni pasuxi qristianulia dzalian cdebit, ai amaze dapikrdit
January 10, 2012 at 4:27 pm
P.S. akvanshi adamiantan sqesobrivi aqtis damyareba (tundac fantaziebit) ara mxolod kanonit isjeba, aramed udidesi codva da psikologiuri avadmkopobaa.
January 10, 2012 at 4:58 pm
ის, რო ადამიანს კულტურულად ესაუბრო და ლოგიკური არგუმენტები მოუყვანო ელემენტარული შეგნებაა. გთხოვთ გამოვიჩინოთ ელემენტარული შეგნება და კულტურა. .
June 28, 2012 at 11:52 pm
qartvelebi seqss ise uyureben titqos rame danashauli iyos..
ai amaze imena vbjirdebi xD
saqartveloshi mefeebs colebi ro undodat qalishvilebs ver poulobdnen xD
aba kaco danashaulia martmadidebels seqsi ro qondes tu bavhsvis gachenas ar apirebs
ra mentalitetze laparakoben
February 25, 2013 at 5:27 pm
March 11, 2013 at 7:32 pm
.სრული სერიოზულობით ძალიან მინდა ისეთი პრეპატატი რომელიც მთლიანად აქრობს სექსის სურვილს და თან ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იქნება .27 წლის სექსუალურად ნორმალური მამაკაცი ვარ
March 12, 2013 at 7:19 am
ასეთი პრეპარატები აქვთ მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში და მხოლოდ იმ პაციენტებს ასმევენ, რომლებიც იქ მკურნალობენ. შენი ასაკის სექსუალურად ნორმალურ ბიღს, რაში სჭირდება ასეთი მედიკემენტები?!