რჩევები პირველი სექსის დროს

პირველი სექსი ყველა ადამიანის გაცნობიერებული ნაბიჯია. შესაბამისად, მხოლოდ ფიზიკური მაზობა ამისთვის ძალიან ცოტაა, საჭიროა ადამიანი დარწმუნებული იყოს, რომ სექსი ნადვილად უნდა დასჭირდება. მეგობრებისა და დაქალების რჩევები, რომ უკვე დროს უბუწოებას დაემშვიდობოთ, აქ არგუმენტად არ გამოდგება. აუცილებელია, კარგად დაფიქრება, არის ადამიანი მაზდ სექსისთვის ფსიქოლოგიურად? ჰყავს მას შესაბამისი პარტნიორი? თუკი ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია, უმჯობესია ცოტა მოცდა. ამასთან ითვლება, რომ ქალის ორგანიზმი 17-18 წლამდე არ არის მზად სექსუალური ცხოვრებისათვის, ამიტომ ადრეულ ასაკში სექსი გოგოსთვის გაცილებით მავნებელი და ტრავმულია.

პირველი სექსი სტრესია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ორგანიზმისათვის (ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც).

მამაკაცებს ქალებზე ნაკლები შიში არა აქვთ პირველი სექსის დროს. თუკი ქალს პირველი სექსის დროს პასიურობა შეუძლია, მამაკაცს მეტი მოეთხოვება. იგი კარგად უნდა იაგზნოს, რომ ჰქონდეს ერექცია. იგი უნდა მოდუნდეს, არ უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, გამოუვა თუ არა, ერექცია ექნება თუ არა… ამასთან ერთად მნიშვნელობა აქვს მის პარტნიორ ქალს, თუკი ის შიშიგან კანკალებს, ან ისტერიკა აქვს პენისის დანახვაზე, წარმოუდგენელია, მამაკაცს რამე გამოუვიდეს. ამიტომ პირველი სექსი აბსოლუტური სიმშვიდის, გაგებისა და სიმპათიების პირობებში უნდა ხდებოდეს.

პირველი სექსის დროს, ქალი თუ დაძაბულია და ვერ მოდუნდება, ის ტკივილის გარდა ვერაფერს იგრძნობს და პირველი სექსიც არასდროს გაახსენდება კარგად. ხშრად ქალები ასეთ დროს იმდენბად დიდ სულიერ ტრავმებს იღებენ, რომ უვითარდებათ ვაგინიზმი, სექსის შიში, მძიმე დეპრესია და ა.შ.

პირველი სექსის დროს იხევა საქალწულე აპკი, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარეა მექანიკური ზემოქმედებისადმი. იმისათვის, რომ ტკივილი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ყურადსაღებია რამდენიმე რჩევა. პირველ რიგში საჭიროა იმის ცოდნა, რომ საქალწულე აპკის სწრაფი გახევისთვის ის უნდა იყოს დჭიმული. ამისთვის საკმარისია საჭირო პოზის შერჩევა. მისიონერული პოზა ქალის გაშლილი და მუხლებში მოხრილი ფეხებით ამის კარგი ვარიანტია. მამაკაცი ამ დროს არ მოქმედებს უხეშად, მაგრამ საჭიროა თავდაჯერება. თუმცა ერთი მოძრაობით საქალწულე აპკის გახევა ძნელია, როცა მამაკაცსაც არა აქვს სექსუალური გამოცდილება. ამ შემთხვევაში უმჯობესია სექსი გაიყოს ორ ეტაპად:

  • აპკის მსუბუქი გაჭიმვა რამდენიმე მსუბუქი ფრიქციით (პენისის შეყვანით საშოში). ეს გააფართოებს საქალწულე აპკზე არსებულ ხვრელს და აპკის გახევის დროს ტკივილის ინტენსივობა არ იქნება დიდი;
  • თავდაჯერებული და ძიერი ბიძგი, რომლის დროსაც აპკი გაიხევა.

უშედეგო მცდელობის შემდეგ სასურველია, აქტი შეწყდეს და სხვა დროისთვის გადაიდოს, რათა წყვილს არ ექნეს ფსიქოლოგიური პრობლემები.

ტკივილის შემცირება შეიძლება პრელუდიით, რადგან აგზებულობა აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას. კარგად აგზნების შემთხევაში ტკივილი არც ისეთი ინტენსიური იქნება და არც ისეთი ხანგრძლივი.

პირველი აქტის დროს სასურველია ლუბრიკანტის გამოყენება, რადგან სექსუალური გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში ორგანიზმის არ არის მზად სექსისთვის საკმარისი საშოს სეკრეტის გამოსაყოფად და ლუბრიკანტი ხახუნის ძალის შესამცირებლად საჭიროა.

პირველი სექსის დროს დაინფიცირებისა და დაოურსულების რისკი თითქმის ისეთივეა, როგორიც მეათე და მეასე სექსის დროს. სექსის დროს ქალის ორგანიზმში ხვდება  უცხო ბაქტერიები და შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა სახის ინფექციები.

პირველი სექსის არასაურვლე შედეგებს შორის ხშირია დაორსულება. ხშირად გოგონებს არასაკმარისი სექსუალური განათლების გამო ჰგონიათ, რომ პირველი სექსის დროს დაორსულება გამორიცხულია. ამიტომცა კონტრაცეფციის მეთოდებზე ზრუნვა წინასწარაა საჭირო.

About these ads