კანზე გამონაყარი და ექიმთან ვიზიტი

სასქესო ორგანოების კანზე გამონაყარი ძალიან ხშირია და ბევრ დაავადებას ახასიათებს. ქვემოთ მოკლედ არის ჩამოთვლილი ის შემთხვევები, როცა აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი:

  • ნებისმიერი ტიპის გამონაყარი,რომელიც აღინიშნება 2 კვირა, ან მეტხანს, მაგრამ უცვლელია;
  • გამონაყარი, რომლესაც ახლავს ძლიერი ქავილი და სასქესო ორგანოების შეშუპება;
  • გამონაყარი ბუშტულების სახითაა, რომელიც სავსეა გამჭვირვალე, მღვრიე, ან სისხლიანი სითხით;
  • თუკი გამონაყარი გაჩნდა დაუცველი სქესობრივი აქტიდან რამდენიმე კვირაში, ან თვეში;
  • გამონაყარს თან ახლავს საზარდულის ლიმფური კვანძების გადიდება, ან სხეულის ტემპერატურის მატება;
  • გამონაყარს უმტკივნეულო, ან მტკივნეული საკმაოდ ღრმა წყლულის ფრომა აქვს;
  • კანზე, ან ლორწოვანზე ჩნდება დაზიანებები, რომლებიც არ ხორცდება 2-3 კვირა.