სექსი მშობიარობის შემდეგ

ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო თანდათან უბრუნდება საწყის ზომებს და უკვე 4-6 კვირის შემდეგ თავისუფლდება მთელი იმ ცვლილებებისგან, რომლებიც ვითარდება ორსულობაში. ის ადგილი, სადაც საშვილოსნოს კედელს ემაგრება პლაცენტა, შიშველ ჭრილობად რჩება.

საჭიროა დრო, რომ საშვილოსნო შეიკუმშოს, აღდგეს დაზიანებული ქსოვილები და ა.შ. ამიტომაც სანამ მშობიარობის შემდეგ სისხლდენა საშოდან არ შეწყდება, ცვაგინალური სქეობრივი კონტაქტი არ არის რეკომენდებული. ეს რეკომედაცია ორ ფაქტს რამეს ემყარება. პირველ რიგში, შეიძლება საშოში ინფექციის შეტანა, იქიდან კი საშვილოსნოში. მეორეს მხრივ, პენისის ფრიქციები შესაძლოა საშვილოსნოს კედელზე სისხლდენის შეჩერებისას წარმოქმნილი თრომბების მოწყვეტისა და სისხლდენის განახლების მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუკი მშობიარობის დროს გაკეთდა ეპიზიოტომია („ჩაჭრა“), ან შორისის ჩაიხა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევაში იდება ნაკერი, ვაგინალური სექსისგან თავშეკავების პერიოდი იზრდება და გრძელდება ნაკერების სრულ მორჩენამდე. ეს შეიძლება გაგრძელდეს 2- და 3 თვეც კი, რადგან ქალების ორგანიზმი მეტად თავისებური და ინდივიდუალურია, რის გამოც შეხორცების და რეგენერაციის პროცესები მიმდინარებს განსხვავებულად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვაგინალური სექსის განახლებაზე ფიქრი. თუმცა ქალების აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მშობიარობის შემდეგ პირველი სექსის დროს არის ტკივილი, ან დისკომფორტი. ამ დისკომფორტის ხანგრძლივობის განსაზღვრა ძნელია. შორისის მიდამოში უამრავი ნერვული დაბოლოებას, ამიტომ შორისის დაზიანების დროს ხშირია ამ ნერვების მთლიანობის დარღვევა, ან მათი მოყოლა ნაკერებში. ვინაიდან შორისის ქსოვილები ძალიან მოძრავი და რბილია, შეიძლება ნაკერების დადების დროს ჭრილობის კიდეების მისადაგება (შესაბამისად მიკერება) ხშირად ვერ ხერხდება, ამიტომ შეიძლება საშოს კონფიგურაცია რამდენამდე შიცვალოს და ისეთ პოზებში სექსი, რომლებიც არ იყო მტკივნეული, უსიამოვნო გახდეს.

იმის გამო, რომ საშოში გამოივლის ნაყოფი, მშობიარობიდან რაღაც პერიოდი საშოს კედელი რჩება მოდუნებული და გაჭიმული. ქალები ხშირად ვარდებიან ამის გამო დეპრესიაში, რადგან ან თავადვე მაჩნევენ სექსის დროს ცვლილებებს, ან პარტნიორი ეუბნებათ ამის შესახებ. გარდა ამისა, ქალებში ხშირია მშობიარობის შემდეგ ანორგაზმია. ერთის მხრივ ეს არის ფსიქოლოგიური მექანიზმით გამოწვეული, მეორეს მხრივ კი საშოს კედლების გადჭიმვის გამო მგრძნობელობის დაქვეითება.

გარდა მისა იცვლება მამაკაცის შეგრძნებები ქალთან მშობიარობის შემდეგ, რადგან ადრე პენისს საშო უჭერდა მთელს სიგრძეზე, მშობიარობის შემდეგ კი მხოლოდ შესავალ ნაწილში უჭერს. ამ მდგომარეობით გამოწვეული დეპრესიიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, მამაკაცმა გააცნობიეროს, რომ ეს ცვლილებები დროებითია და ქალს აღმოუჩინოს მორალური მხარდაჭერა.

მშობიარობის შემდეგ საშოს კედლის კუნთების ტონუსის დასაბრუნებლად და მგრძნობელობის აღსადგენად მოწოდებულია კეგელის ვარჯიშები ქალებისათვის.

რაც შეეხება საკეისრო კვეთას, აქ საშოს კედლის ანატომიური თავისებურებები არ იცვლება. თუმცა კი ვაგინალური სექსიასგან ტავშეკავება მაინც რეკომენდებულია, რადგან საშვილოსნოს კედელზე პლაცენტის მიმაგრების ადგილი ასეთ ქალებშიც სისხლმდენია, ამასთან საშვილოსნოზეც არის დადებული ნაკერები, რომლებიც თავის მხრივ 4-6 კვირა ხორცდება, მიუხედავად იმისა, რომ მუცლის კანზე არსებული ნაკერები გაცილებით ადრე ხორცდება.

მშობიარობის შემდეგ პირველ თვეებში, აგზნების მიუხედავად, ქალს შესაძლოა ჰქონდეს საშოს სიმშრალე. ამ დროს გამოსავალი არის ლუბრიკანტის გამოყენება.

თუკი ქალს აქვს ტკივილი ნაკერების მიდამოში, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ნაკერებში მოყოლილი ნერვების, ან ნაწიბურის დაჭიმვის. ეს შეგრძნებები თანდათან გაივლის, რადგან ნერვი ეგუება ახალ პირობებს და განიცდის ადაპტაციას. კარგია ჭრილობის დარბილება სპეციალური კელოიდური ნაწიბურებისთვის არსებული კრემებით (მაგ, სოლკოსერილი, კონტრატუბექსი და ა.შ).

ზოგჯერ ტკივილი უკავშირდება საშოს ანატომიის სერიოზულ დაზიანებას, რაც მშობიარობის დროს ქირურგიული ჩარევითაა ხშირად გამოწვეული.

მშობიარობის შემდეგ ხშირია ფსიქოლოგიური სიძნელეები. ქალების ნაწილი ვერ ახერხებს სქესობრივი ცხოვრების განახლებას იმის შიშით, რომ სასქესო ორგანოებზე არსებული ტრავმა-ნაკერები არ შეხორცებია, ნაწილს აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ნაწილს კი სექსი მხოლოდ შვილის გაჩენის მიზნით უნდოდა. რის შემთხვევები, როცა ქალი ძალიან იღლება ახალშობილის მოვლის გამო და სექსის თავი არა აქვს.

About these ads