ორგაზმი და სექსი ორსულობის დროს

ორსულობის დადგომასთან ერთად ქალის სექსუალური ცხოვრება იცვლება. ეს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ცვლილებას უკავშირდება. ხშირად ორსულებს სექსუალური ლტოლვა უძლიერდებათ, ან პირიტით უქვეითდებათ.

ორსული ქალი ბევრი მამაკაცისთვის არის მიმზიდველი, მით უმეტეს თუკი ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, სექსუალური ცხოვრებისგან თავშეკავების მიზეზი არ არსებობს.

ორსულ ქალს (ისევე როგორც არაოსრულს) სჭირდება მოფერება და სიყვარულით ცახუტება, რათა მან იგრძნოს თავი დაცულად და სასურველად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სქესობრივი აქტის სურვილი ქალს შეიძლება გაუქრეს.

ორგაზმი, რომელსაც განიცდის ორსულობი, პირველ რიგში სასარგებლოა ნაყოფისთვის, რადგან სქესობრივი აქტის დროს უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია პლაცენტიდან ნაყოფისკენ, შესაბამისად ნაყოფი უკეთ მარაგდება ჟანგბადითა და საკვების ნივთიერებებით და ნაყოფთან არ გროვდება ცხოველქმედების პროდუქტები.

ზოგადად სექსი ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული, რადგან სპონტანური აბორტის რისკი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად ამ პერიოდშ კარგია სექსისგან თავშეკავება.

სექსი ხშირად არის რეკომენდებული მაშინ, როცა ვადაგადაცილებული ორსულობაა (ანუ როცა ოსრულობა 40 კვირაზე მეტხანს გრძელდება). საქმე იმაშია, რომ მამაკაცის სპერმაში დიდი რაოდენობითაა პროსტაგლანდინები, რომლების „არბილებენ“ საშვილოსნოს ყელს და ხელ უწყობენ მის გახსნას.

ნაყოფი ამ დროს იღებს დამატებით მასაჟს – საშვილოსნოს კედლების შეკუმშვით და არა პენისით, როგორც ამას მცდარად ფიქრობს ბევრი.

ორსულთან სექსის დროს რომ მამაკაცი უნდა იყოს სქესობრივი ინფექციებისგან ჯანმრთელი, ამაზე დეტალურად არ ვისაუბრებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ქალის დაინფიცირება უნდა იქნას თავიდან აცილებული.

იმ ქალებში, რომელთაც ერთხელ მაინც აღენიშნათ სპონტანური აბორტი, ანუ მუცლის მოშლა, სასურველია სექსი პირველ ტრიმესტრში არ ჰქონდეთ საერთოდ და დანარჩენ პერიოდში კი იყვნენ ყურადღებით და ნაწილობრივ შეზღუდონ კიდეც სექსი.