მოკლე ლაგამი და ლაგამის გაწყვეტა

პენისის ლაგამი (frenulum preputii) – მდებარეობს პენისის უკანა ზედაპირზე და აერთებს ჩუჩას და პენისის თავს. ლაგამი ზოგადად არის ჭიმი, კანის სიგრძივი ნაოჭი. პენისის თავი გარშმორტყმულია ჩუჩით, რომელიც რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარე ერთდება და ქმნის ლაგამს.

პენისის ლაგამის საშუალებით დეტუნესცენციის შემდეგ პენისის ჩუჩას საშუალებას აძლევს დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ლაგამში გადის სისხლძარღვები, ლიმფური ძარღვები, რომლებიც ამარაგებენ პენისის თავს. ნორმალურ მდგომარეობაში ლაგამი არ უნდა უქმნიდეს მამაკაცს არანაირ დისკომფორტს.

პენისის მოკლე ლაგამი – პენისის ჩამოყალიბების თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ხდება მასტურბაციისა და სექსის დროს დისკომფორტის გრძნობას. სექსის დროს ლაგამი იჭიმება და იწვევს ტკივილს და რაღაც მომენტში შეიძლება გაწყვეტა. ლაგამის სისხლმომარაგება ძალიან ძლიერია, ამიტომაც მისი გახევის დროს სისხლდენის შეჩერება საკმაოდ რთულია.

როცა ლაგამის გაწყვეტის დროს ჭრილობა არც ისე დიდია, შეიძლება ექიმის დახმარების გარეშეც მოგვარდეს სიტუაცია. სასურველია კალიუმის პერმანგანატის აბაზანები. სისხლდენის სწრაფი შეჩერება, გართულებების თავიდან აცილება კარგად ხერხდება. თუმცა სისხლდენა არც ისე ადვილი შესაჩერებელია. შესაბამისად, საჭირო ხდება ექიმის ჩარევა.

დიდი ჭრილობის დროს საჭირო ხდება ქირურგის და/ან უროლოგის ჩარევა, რათა მან ადგილობრივი ანეთეზიის ქვეშ დაადებს ნაკერებს.

სამწუხაროდ, სისხლდენა არ არის ერთადერთი პრობლემა. შეხორცების შემდეგ რჩება ნაწიბური, რომელიც ქმნის შემდგომში პრობლემებს, რადგან ნაწიბური თავისთავად მეტად მოკლდება. გარდა ამისა, ხშირად დგება ასეთ დროს მამაკაცი სერიოზულ პრობლემის წინაშე, ეს არის ნაადრევი ეაკულაცია. ეაკულაცია პრაქტიკულად 2-3 ფრიქციის შემდეგ ხდება. ამის მიზეზი არის უხეში ნაწიბური, რომელის მოიცავს ძალინ ბევერ ნერვულ დაბოლოებას კანიდან, რომლებიდანაც მოდის პათოლოგიური იმპულსაცია და გამოიწვევა ნაადრევი ეაკულაცია.

ამრიგად, როცა მამაკაცს აქვს მოკლე ლაგამი და აწუხებს სექსისა თუ მასტურბაციის დროს, ჯობია მივიდეს უროლოგ-ქირურგთან და გაიკეთოს ლაგამის პლასტიკა.