საზარდულის თიაქარი

საზარდულის თიაქარი არის პათოლოგია, როდესაც მუცლის ღრუს ორგაზნოები (ნაწლავები, დიდი ბადექონი) გამოდის მუცლის წინა კედელზე საზარდულის არხის გავლით.

მუცლის წინა კედლის თიაქრებს შორის ყველაზე ხშირი, დაახლოებით 70% სწორედ საზარდულის თიქარზე მოდის.

მამაკაცებში საზარდულის თიაქარი 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. საზარდულის არხი არის მილისებრი წარმონაქმნი. მამაკაცებში საზარდულის არხში გადის სათესლე ბაგირაკი (სსათესლე სადიინარი, სისხლძრაღვები და ნერვები), ქალებში კი – საშვილოსნოს მრგვალი იოგი.

საზარდულის თიაქარი არის ორი ტიპის და განსხვავადებიან ერთმანეთისაგან კანზე გამოსვლის მექანიზმით, თუმცა ორივეს განვითარების მიზეზის არის საზარდულის  არხის უკანა კედლის სისუტე, ვინაიდან მხოლოდ განივი ფასციითაა წარმოდგენილი. შესაბამისად მკურნალობის დროსაც სწორედ ეს კედელი მაგრდება.

მამაკაცებში, ჩვეულებრივ, საზარდულის არხში ჩნდება გამობერილობა, რომელიც იზრდება ფიზიკური დატვირთვის დროს და მცირდება და ქრება კიდეც მოსვენებულ მდგომარეობაში. გამობერილობა არის უმტკივნეულო, მომრგვალი ფორმის. საზრდულ-სათესლე პარკის თიაქრის დროს თიქარს აქვს ოვალური ფორმა. ამ უკანასკნელის დროს თიაქარი ეშვება სათესლე პარკში და იწვევს სათესლეების ასიმეტრიას.

კონსისტენცია არის რბილი, ელასტიური. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ადვილად ბრუნდება მუცლის ღრუში. ამ დროს გარკვევით ისმის ყურყური. თიაქრის ჩასწორების შემდეგ ისინჯება საზარდულის არხის გარეთა გაფართოებული რგოლი. ჩახველების დროს ვლინდება „ბიძგის“ სიმპტომი.

ქალებში გამობერილობა არის მომრგვალო ფორმის, დიდი ზომების დროს ეშვება დიდ სასირცხვო ბაგეებთან.

მკურნალობის ერთადერთი და საიმედო მეთოდი არის ქირურგიული ჩარევა:დაჭიმვითი ჰერნიოპლასტიკა, ან ჰერნიოპლასტიკა სინთეზური მასალით.

About these ads