სათესლე ჯირკვლების ტკივილი

სათესლე ჯირჯვლის ან სკროტუმის ტკივილი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და ორმხრივი, სრული ან ნაწილობრივი და გამოწვეულია მისი დაზიანეებით.  ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე, ქვემქწვავე, და ქრონიკული(ორქალგია).

სათესლე ჯირკვლებში ტკივილის მიზეზი შეილძება იყოს:

v  ტრავმა

v  სათესლის ჩაგრეხვა

v  ეპიდიდიმიტი

v  სათესლის დანამატის ჩაგრეხვა

v  საზარდულის თიაქარი

v  ორქიტი

v  სათესლის სიმისივნე

v  თირკმელში კენჭების არსებობა

v  აბბდომინალური ინფექციები ან სისხლდენა

v  პოსტვაზექტომიური პერიოდი

v  პროსტატიტი

v  ვარიკოცელე

v  ჰიდროცელე

v  სპერმატოცელე

v  პოლიარტერიტის ნოდოზა

v  ფორნერის განგრენა

ტრავმა-სათესლე ჯირკვლებზე პირდაპირი ტრავმა როგორც წესი ძლიერ მტკივნეულია, ტკივილი აღმოცენდება სწრაფად და გარდამავალია.  ტრავმების 85% გამოწვეულია ბლაგვი საგნების  დარტყმის შედეგად მიყენებული (სპორტის დროს, ფეხის ან ხელის დარტყმით, საავტომობილო შემთხვევებით, ცხენზე ჯირითი და სხვა).

ტრავმის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სისხლნაჟღენთი, სისხლჩაქცევა, შეშუპება და ა.შ. იშვიათ შემთხვევაში ტრავმა იწვევს უფრო სერიოზულ საზიანებას და საჭირო ხდება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.

სათესლის შემოგრეხა- სათესლე ბაგირაკის შემოხვევა სათესლე ჯირკვალზე. ამ დროს წყდება სისხლმომარაგება,  ვითარდება ქსოვილების იშემია.  ძირითადად გვხვდება 12-18წლის ასაკში. კლინიკურად ვლინდება სათსლეების ძლიერი ტკივილი და პალპაციით ჯირკვლის სიმაგრე, რომელიც გამოხატულია 6საათზე ნაკლებ ხანს. შესუსტებულია ან გამქრალია m.cremaster-ის რეფლექსი.

რისკ-ფაქტორები: შემთხვევათა 90%-ში  თანდაყოლილი მანკის გამო ვითარდება (Bell Clapper deformity), სიცივე, დიდი ზომა.

დიაგნოზი: ანამნეზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა.“ფრენის  ნიშანი“ და კრემასტერული რეფლექსი უარყოფთია.

მკურნალობა: სათესლის მანუალური დეტორსია, გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. სამედიცინო მანიპულაციების ეფექტურობა შემოგრეხიდან გასული დროის უკუპროპორციულია. 24ს-ის შემდეგ აუცილებელია სათესლის ამოღება განგრენის პრევენციის მიზნით.

ეპიდიდიმიტი- სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება. 18-49 წლის ასაკის  მამაკაცების 0,69%-ში გვხვდება. გამოიხატება სათესლეების გრადუალური ტკივილით, შესაძლოა მერყეობდეს მსუბუქიდან ძალიან ძლიერ ტკივილამდე. ვითარდება სათესლეების სიწითლე, ჰიპერემია, ადგილობრივად ტემპერატურის მატება დაშეშუპება.

ეპიდიდიმიტი შეიძლება იყოს ქრონიკული და მწვავე.სათესლის მწვავე ტკივილის დროს ყველაზე ხშირი მიზეზია.  ეპიდიდიმიტის გამომწვევი უხირესად ქლამიდია და გონორეაა. აგრეთვე სტერილური რეფლუქსი ეაკულატორული სადინრიდან.

მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით (აზიტრომიცინი, ცეფიქსიმი, ფტორქინოლონები, დოქსიციკლინი.

საზარდულის თიაქარი – შესაძლოა ნაწლავის ნაწილი ჩამოცურდეს სკროტუმში, რაც გამოიწვევს ტკივილს და დისკომფორტს.

ორქიტი - არის სათესლეების ანთება. ახასიათებს სისხლიანი ეაკულაცია, ჰემატურია, მწვავე ტკივილი, სათესლეების შეშუპება, პროცესში შესაძლოა ჩაერთოს საზარდულის ლიმფური კვანძები.

მიზეზები: გონორეა, ქლამიდია და ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ, ტრიმიპრამინი) აღსანიშნავია, რომ ყბაყურის დროს პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს იგივე კლინიკური სიმტომატიკა.

მკურნალობა: ორალური ანტიბიოტიკები, აასს (მაგ, ნაპროქსენი, იბუპროფენი).

სათესლის სიმსივნე- უხშირესად მიმდინარეობს ტკივილის გარეშე, თუმცა შეიძლება მას თან ახლდეს სიმძიმის და ტკივილის შეგრძნება.

თირკმლის კენჭები- ამ დროს ტკივილი თირკმელებიდან ირადირდება სათესლეებში.

აბდომინალური ინფექცია ან სისხლდენა და  პოსტვაზექტომიური პერიოდი

 შესაძლოა იყოს სათესლეების ტკივილის მიზეზი.

ვარიკოცელე- სკროტუმიდან სისხლის მადრენირებელი ვენების გაფართოება. აღინიშნება ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება სათესლე ჯირკვალში, ატროფია, შეჭმუხვნა, ვენების შესამჩნევი პალპირებადი გაფართოება. არსებობს პირველადი და მეორადი ვარიკოცელე. პირველადის ეტიოლოგია იდიოპათიურია, მეორადი კი გამოწვეულია მუცლის ან მენჯის ღრუს ნეოპლაზიური წარმონაქმნებით.

მკუნრალობა: ვარიკოლექტომია.

ჰიდროცელე: სითხის დაგროვება tunica vaginalis-ში. არსებობს პირველადი და მეორადი, ამასთან ტკივილი არ ახასიათებს.

მკურნალობა: ჰიდროცელექტომია.

სპერმატოცელე: სპერმატოზოას დაგროვება სათსლის მილაკებს, გამომტან სადინარსა და სათესლის დანამატში. სპერმატოცელე შეიძლება წარმოდგენილი იყოს დივერტიკულის სახით. უმეტესად არის უმტკივნეულო,თუმცა შესაძლოა ახლდეს ტკივილი.

მკურნალობა: სპერმატოცელექტომია.

კვანძოვანი პოლიარტერიიტი: სისტემური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სათესლის არტერიებს და მეორადად სათესლის ქსოვილს.

ფორნერის განგრენა: სწრაფად მიდინარე ძლიერი აგრესიული ინფექცია, ცხელებითა და ინტენსიური ტკივილით. ხასიათდება მაღალი ლეტალობით, თუ არ ჩატარდა ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია.

პროსტატის და სათესლეების ვაზოკონგესცია:  ვითარდება ხანგრძლივი აგზნების შედეგად, რომელსაც არ მოჰყვება ეაკულაცია.

 სათესლის ტკივილის დიაგნოსტიკა -ფიზიკალურ გამოკვლევებში მნიშვნელოვანია: სათესლის ამწევი კუნთის რეფლექსი(ბარძაყის შიგნითა  ზედა ზედაპირზე დარტყმით კუნთის შეკუმშვა და სათესლე ჯირკვლების აწევა).  ეს რეფლექსი დადებითია ძირითადად ეპიდიდიმიტის დროს მაგრამ უარყოფითია სათესლის ჩაგრეხვის დროს, რადგან სათესლეები ამ დროს უკვე აწეულია. ფრენის ნიშანი-სათესლეების აწევის დროს ტკივილი იხსნება(დადებითია ეპიდიდიმიტის დროს)

ლაბორატორიული გამოკვლევები: შარდის ანალიზი(ძირითადად ნორმალურია სათესლის ჩახგრეხვის დროს.  პიურია და ბაქტერიურია ინფექციებზე მიუთითებს მაგ. ეპიდიდიმიტი ორქიტი, ან სპეციფიური ანთებები გონორეა ქლამიდია.  განსაკუთრებით ქრონიკული ტკივილის დროს უნდა მოხდეს ქლამიდიაზე და გონორეაზე ტესტირება.

რადიოლოგიურად:  ულტრაბგერა გამოიყენება, როდესაც მიზეზი უცნობია.  განსაკუთრებით შემოგრეხის დროს.

About these ads