საკვერცხის ფოლიკულური კისტა

საკვერცხის ფოლიკულური კისტა (მარტივი კისტა, საკვერცხის რეტენციული კისტა) – საკვერცხეში სითხით სავსე წარმონაქმნი. ფოლიკულური კისტა ჩნდება ყველაზე დიდი ფოლიკულისაგან, რომელიც მწიფდებოდა საკვეცხეში, ვერ გასკდა და გააგრძელა ზრდა.

ფოლიკულური კისტა ზოგადად საკვერცხის კისტების 83%-ია. იგი რეპროდუქციული ასაკის ქალთა შორის გვხვდება.

საკვერცხის ფოლიკულური კისტა ზომებში შეიძლება იყოს 2,5-10 სმ და იგი შეიძლება განმეორებიტაც განვითარდეს.

თუკი საკვერცხის კისტის ზომა არ არის დიდი (4-6 სმ), არანაირი სიმპტომები არ იქნება და შემთხვევით აღმოჩნდება ექოსკოპიურ გამოკვლევაზე. დიდი ზომის კისტების დროს შეიძლება გამოვლინდეს:

  • ხშირი შარდვა (თუკი კისტა აწვება შარდის ბუშტს);
  • მქაჩავი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ძლიერდება სექსის დროს;
  • სისხლიანი გამონადენი არამენსტრუალურ პერიოდში;
  • მენსტრუაციის დაგვიანება.

საკვეცხის ფოლიკულური კისტის წარმოქმნის მიზეზებია:

  • ცვლილებები საკვერცხეში, რომლებიც უკავშირდება ფალოპის მილებში ანთებას (ადნექსიტს);
  • ჰორმონალური დარღვევები.

საკვერცხის ფოლიკულური კისტის დიაგნოსტირება:

  1. ექიმის კონსულტაცია;
  2. ლაბორატორიული გამოკვლევები:
    სისხლის ანალიზი ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინზე – ორსულობის გამოსარიცხად.
  3. ინსტრუმენტალური გამოკვლევები:
    მენჯის ღრუს ექოსკოპია.

არის დაავადებები, რომლებსაც მსგავსი სიმპტომატიკა აქვს: ორსულობა, საკვეცხის სიმსივნე, ყვითელი სხეულის კისტა.

საკვერცხის ფოლიკულური სიკტა შეიძლება გაქრეს დამოუკიდებლად, აქედან გამომდინარე ქალი, რომელის კისტა 8 სმ-ს არ აღემატება, 2-3 თვის განმავლობაში იმყოფება გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ყოველთვიურად ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა. კისტის გაწოვის ხელშესაწყობად ინიშნება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (კოკ) და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები.

ფოლიკულური კისტის გართუელებებია:

  • კისტის ფეხის შემოგრეხა;
  • კისტის დაჩირქება;
  • კისტის გახეთქვა.

ოპერაციული ჩარევის ჩვენებებია:

  • კისტა არ გაიწოვა 3 თვეზე მეტხანს;
  • კისტას აქვს ზრდის ტენდენცია;
  • კისტის დიამეტრი მეტია 8სმ-ზე.

უკანასკნელ პერიოდში კეთდება ლაპაროსკოპოულად – კისტა ამოაქვთ კაფსულასთან ერთად.