ქალის რეპროდუქციული სისტემა

ქალის რეპროდუქციული სისტემა წარმოდგენილია : საკვერცხეებით, ფალოპის მილებით (კვერცხსავალი, საშვილოსნოს მილები), საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი, საშო, გარეთა სასქესო ორგანოები და სარძევე ჯირკვლებით.

საკვერცხეები:  წყვილი ჯირკვლოვანი ორგანიოა, შედგება ქერქისგან და ტვინოვანი ნაწილისგან.

  • კორტექსი (ქერქი) შეიცავს ფოლიკულებს და შემაერთებელ ქსოვილს.
  • ტვინოვანი ნაწილი (ზონა ვასკულოზა) შეიცავს სისხლძარღვებს და ნერვებს.

საკვერცხეების ფოლიკულები და ფოლიკულების განვითარება:

ფოლიკულები მდებარეობს საკვერცხის ქერქში, კორტიკალურ სტრომაში და შედგება ოოციტებისგან, რომლებიც გარშემორტყმულია ფოლიკულარული (გრანულოზა) უჯრედებით.

  • ახალშობილის საკვერცხეში წარმოდგენილია 400 000 მდე ფოლიკული. დაახლოებით 450 აღწევს მომწიფებას ცხოვრების განმავლობაში.
  • დანარჩენი ფოლიკულების დეგენერაცია ხდება საბოლოოდ, ამ პროცესს ჰქვია ატრეზია. ატრეზია ფოლიკულის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება მოხდეს.

პრიმორდიალური ფოლიკული

  • პირველადი ოოციტი, რომელიც გარშემორტყმულია ერთი ფენა ბრტყელი  ფოლიკულარული (გრანულოზა) უჯრედებით.

პირველადი ფოლიკული

  • პირველადი ოოციტი, რომელიც გარშემორტყმულია კუბოიდური ფოლიკულარული უჯრედებით. ოოციტს გამოყოფს ფოლიკულარული (გრანულოზა უჯრედებისგან) მბრწყინავი გარსი, რომელიც ნარჩუნდება ოვულაციის დრომდეც და შედგება გლიკოპროტეინებისგან.

მეორადი ფოლიკული

  • იქმნება ფოლიკულარული ღრუ (ანტრუმი), გროვდება გრანულოზა უჯრედები,  მათ გარს ერტყმის თეკა ინტერნა და თეკა ექსტერნა უჯრედები. თეკა ინტერნა ასინთეზირებს  ანდროგენებს, რომლებიც გრანულოზა უჯრედებს გადაჰყავთ ესტრადიოლად.  თეკა ექსტერნა უჯრედები შეიცავენ კოლაგენურ ბოჭკოებს და აქვთ კუნთოვანი შენება, ოვულაციის დროს იკუმშება ეს უჯრედები და სკდება ფოლიკული.

გრააფის ფოლიკული

არის მომწიფებული ფოლიკული, რომელიც ვრცელდება თითქმის მთელი ქერქის სიღრმეში.

ოვულაცია:

იზრდება ანტრალური სითხის წნევა თეკა ექსტერნას შეკუმშვის შედეგად და ხდება ფოლიკულის გასკდომა.  კვერცხუჯრედი გამოდის საკვერცხის გარეთ.

კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია 24 სთ-ის განმავლობაში.

ყვითელი სხეული:

  • ფოლიკულის ცვლილების შედეგად ყალიბდება ყვითელი სხეული ოვულაციის შემდეგ.
  • თეკა ინტერნა უჯრედები იზრდება ზომაში და ყალიბდება (გარდაიქმნება) ლუთეინურ თეკა უჯრედებად – გამოყოფენ ესტროგენებს.
  • გრანულოზა უჯრედები იზრდებიან და გარდაიქმენებიან  გრანულოზა ლუთეინურ უჯრედებად – გამოიმუშავებენ პროგესტერონს.
  • თუ განაყოფიერება  არ მოხდა,  7 დღის განმავლობაში, ყვითელი სხეული აღწევს, თავის მაქსიმალურ ზომას , შემდეგ ხდება მისი დეგენერაცია.
  • თუ მოხდა განაყოფიერება,  ყვითელი სხეული იზრდება 3 თვის განმავლობაში. ყვითელი სხეული 12 კვირამდე განაგრძობს სიცოცხლეს, შემდეგ ხდება მისი დეგენერაცია, მისი შენარჩუნება ხდება ქორიონული გონადოტროპინით, რომელსაც ასინთეზირებს ემბრიონი,  12 კვირისთვის ბოლომდე  ყალიბდება პლაცენდა და პროგესტერონს ასინთეზირებს ის, ორსულობის შესანარჩუნებლად.

ფალოპის მილები:

  • საშუალოდ 12 სმ-მდე სიგრძისაა, უხვად ვასკულარიზებული,  ამოფენილია ცილიარული (მოციმციმე) ლორწოვანით. (ცილია ირხევა საშვილოსნოს მიმართულებით. )
  • ინფუნდიბულუმი-ფალოპის მილების ბოლო ნაწილის გაფართოვებაა, იხსნება პერიტონეუმის ღრუში.  გააჩნია ფიმბრიები. დაფარულია ცილიარული უჯრედებით, რომლებიც ირხევიან მილის შესავალის მიმართულებით.
  • ოვულაციამდე ესტროგენებით ხდება ფალოპის მილების სისხლმომარაგების გაძლიერება , რომლის შედეგადაც ძლიერდება, როგორც ცილიარული აპარატის მუშაობა, ასევე მილის პერისტალტიკური შეკუმშვა.
  • ამპულა არის თხელ კედლიანი ფალოპის მილის ყველაზე გრძელი მონაკვეთი.
  • განაყოფიერება ხდება ძირითადად ამპულაში.
  • ყველაზე ხშირი ადგილია ექტოპიური ორსულობისთვისაც.
  • ისთმუსი – ყელი, მილის ვიწრო ნაწილია, სქელი კედლით, ახლოს არის საშვილოსნოსთან.
  • ინტერსტიციუმი(საშვილოსნოს სეგმენტი)  – მდებარეობს საშვილოსნოს კედლის განივად.

საშვილოსნო:

საშვილოსნოს კედელი:

  • შედგება სამი შრისგან
  • 1 ენდომეტრიუმი
  • ერთშრიანი (მარტივი) ბრტყელი ეპითელიუმით არის წარმოდგენილი (ცილიარული და არაცილიარული უჯრედებით).
  • ღრმა ბაზალური შრე არის შედარებით თხელი და არ ჩამოიფცქვნება მენსტრუაციის დროს.
  • ზედაპირული ფუნქციური შრე იცვლება მენსტრუაციული ციკლის პერიოდების მიხედვით და იკარგება (ჩამოიფცქვნება) მენსტრუაციის დროს.

2 მიომეტრიუმი

  • შედგება გლუვი კუნთებისგან, შემაერთებელი ქსოვილისგან და კარგად სისხლმომარაგებულია.

3 პერიმეტრიუმი:

შედგება განივი ფასციის პერიტონეალური ფურცლისგან (იგივე სეროზული გარსია პერიმეტრიუმი. )

მენსტრუალური ციკლის დროს ენდომეტრიუმი:

  • საშუალოდ მენსტრუალური ციკლი 28 დღისგან შედგება.
  • მენსტრუაცია – ციკლის პირველი 3-5 დღე  ხასიათდება მენსტრუალური გამონადენით (სისხლი).
  • პროლიფერაციული სტადია (ესტროგენული) – იწყება მენსტრუაციის ბოლოს და გრძელდება 13-14 დღემდე. ხდება ენდომეტრიუმის ეპითელიუმის პროლიფერაცია და სპირალური არტერიების ზრდა.
  • სეკრეტორული სტადია – გრძელდება ენდომეტრიუმის ჰიპერტროფია (მიტოზი არ ხდება)., იზრდება სისხლმომარაგება და „შეშუპება“.
  • პრემენსტრუალური ფაზა - ხდება სპირალური არტერიების შეკუმშვა, რასაც მოსდევს ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის იშემია და ჩამოფცქვნა.
  • მენსტრუაცია ასოცირებულია ყვითელი სხეულუის ინოვოლუციასთან.

პროლიფერაციული ფაზა:

პროლიფერაციული ფაზა არის ესტროგენ დამოკიდებული, პროლიფერაციული ფაზის ბოლოს ხდება ოვულაცია (ნორმაში) მენსტრუაციის დაწყებამდე 14 დღით ადრე. ძირითადად 10 -14 დღეებში.

სეკრეტორული ფაზა:

სეკრეტორული ფაზა არის პროგესტერონ-დამოკიდებული, ასოცირებულია საკვერცხის ლუთეალურ(ლუთეინურ ფაზასთან).

თუ არ მოხდა განაყოფიერება:

  • ყვითელი სხეული დეგენერაციას განიცდის 12 დღეში ოვულაციის შემდგომ;
  • ეცემა პროგესტერონის და ესტროგენების დონე;
  • ფუნქციური შრე ჩამოიშლება და იწყება მენსტრუაცია.

საშო:

  • იწყება საშოს კარიბჭიდან, მთავრდება საშვილოსნოს ყელთან.
  • არ შეიცავს ჯირკვლებს, ლუბრიკაცია ხორციელდება საშვილოსნოს ყელის ჯირკვლებიდან და ვესტიბულური (კარიბჭის) ჯირკვლებიდან.
  • ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, მდიდარია გლიკოგენით.

საშოს ცვლილება ესტროგენებთან მიმართებაში.

ესტროგენულ ფაზაში:

ამ დროს საშოს  pH არის დაბალი, ვიდრე დანარჩენი ციკლის მიმდინარეობის დროს. ეს გამოწვეულია ბაქტერიების მიერ რძემჟავას გამომუშავების გამო, მას შემდეგ რაც ისინი მიიღებენ გლიკოგენს.

ესტროგენული ფაზის შემდგომ:

ესტროგენების შემცირება გლიკოგენის შემცირებას იწვევს, რომლის შედეგადაც იზრდება  pH, შესაბამისად ინფექციების რისკი იმატებს.

 

About these ads