სისხლი სასქესო ასოდან

პენისიდან სისხლის წამოსვლა არ არის ფიზიოლოგიური არც ერთ შემთხვევაში!!!

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა პენისიდან გამოიყოფა სისხლი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან დაავადება, რომელიც სისხლის გამოჩენას იწვევს, ყველა შემთხვევაში სერიოზულია. შესაბამისად, დამოუკიდებლად მიზეზის ძებნა და მით უმეტეს მკურნალობა, არ შეიძლება.

პენისიდან სისხლის გამოჩენას შეიძლება ჰემატურიაც ვუწოდოთ (სისხლის შარდთან ერთად გამოყოფა), ურეთრორაგია (სისხლდენა ურეთრიდან), გარდა ამისა სისხლი შეიძება გამოიყოდეს სპერმასთან ერთად.

http://geosexmd.com/2012/05/15/%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9E/

ამასთან აღსანიშნავია, რომ შარდის წითელი ფერი შეიძლება განაპირობოს არა მხოლოდ სისხლმა, არამედ ზოგიერთმა მედიკამენტმაც, მაგ, იზონიზიდი.

პენისიდან სისხლის გამოყოფა ხდება ისეთი მდგომარეობების – ტრავმები, ანთებითი პროცესები, სიმსივნეები – როცა პათოლოგიურ პროცესში ერთვება სისხლძარღვები, ან/და ზიანდება თირკმლების გორგლოვანი აპარატი.

სისხლის გამოყოფა შეიმჩნევა შემდეგი დაავადებების დროს:

  • სისხლდენა თირკმლის პარენქიმაში, თირკმლის მენჯში, შარდსაწვეთებსა და შარდის ბუშტში;
  • თირკმლის სიმსივნეები, შარდის ბუშტის სიმსივნეები, შარდსადენის სიმსივნეები;
  • თირკმელების პოლიკისტოზი;
  • თირკმელების ტუბერკულოზი;
  • პიელონეფრიტი;
  • შარკენჭოვანი დაავადება;
  • გლომერულონეფრიტი;
  • თირკმლის სისხლძარღვების ნეკროზი;
  • ჰემორაგიული ცისტიტი;
  • შარდის ბუშტის წყლული;
  • პროსტატის ადენომა;
  • პროსტატის კიბო;
  • პროსტატიტი;
  • შარდსადენის პოლიპები და ადენომა;
  • შაგრდგამომყოფი სისტემების ტრავმები;
  • სისხლის პათოლოგიები;
  • მოწამვლები;
  • დამწვრობები.
  • და სხვა.

როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომია სისხლი პენისიდან და ყველა დაავადება თავისებურად სერიოზულია.

შესაბამისად, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. გამოკლვევის მეთოდები ასეთ შემთხვევაში:

  • სისხლის და შარდის საერთო ანალიზი;
  • სისხლის და შარდის სპეციფიული ანალიზები;
  • სამი ჭიქის ცდა;
  • ულტრაბგერა, რენტგენოლოგიური გამოკვლევები;
  • შარდგამომყოფი ორგანოების ბიოფსია;
  • ურეთროსკოპია;
  • ცისტოსკოპია.

მკურნალობა მდგომარეობს ძირითადი დაავადების მკურნალობაში.

About these ads