არასპეციფიური ბალანოპოსტიტი

ბალანოპოსტიტი – გავრცლელებეული დაავადებაა და ხასიათდება პენისის თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთებითი დაზიანებით.

ბალანოპოსტიტის აქტულაობას განაპირობებს მისი სიხშირე და გართულებების რისკი. ხშირად დაავადებას აქვს პოლიმიკრობული ეტიოლოგია, თუმცა იშვიათ შემთხვევაში მონომიკრობულიც შეიძლება იყოს. ეტიოლოგიური აგენტის გათვალისწინებით არსებობს კანდიდოზური, აერობული და ანაერობული ბალანოსპოსტიტი.

ჩატარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა, რომელშიც მონაწილე 186 19-დან 45 წლამდე მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, მათი საშუალო ასაკი დაახლოებით იყო 29,6±7,05 წელი.

აქედან 40 პაციენტს, ანუ 21,5% გამოკველულთა შორის დაესვა არასპეციფიური ბალანოსპოსტიტის დიაგნოზი. კვლევის სუბსტრატი იყო პენისის თავიდან და პრეპუციალური ჩანთიდან (ქმნის სივრცე, რომელიც იქმნება ჩუჩის შიგნითა ფურცელსა და პენისითავს შორის) აღებული ანაფხეკი.

პირობით პათოგენურ მიკროფლორასთან ასოცირებული არასპეციფიური ბალანოსპოსტიტის დიაგნოზი ისმებოდა პაციენტის ჩივილების, ანამნეზური მონაცემების, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკლვევების შედეგების საფუძველზე.

ძირითადი სუბიქეტური სიმპტომი ბალანოსპოსტიტის დროს იყო დისკომფორტი 67,5%, ქავილი 37,5%, პერიოდული წვა პენისის თავის მიდამოში 77,5%.  კლინიკურად არის სიწითლე, პენისის თავის მფარავი კანის შეშუპება, ეროზიები და ნახეთქები პენისის თავსა და ჩუჩაზე. იშვიათად კი სეროზულ-ჩირქოვანი/ჩირქოვანი გამონადენი პრეპუციალურ ჩანთაში.

მიკრობიოლოგიური გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პენისის თავსა და პრეპუციალურ ჩანთაში ამ დროს მნიშვნელოვანი ტიტრებით აღინიშნებოდა Enterococcus faecalis (22,5 %), Staphylococcus haemolyticus (20,0 %), E. coli (17,5 %), Streptococcus agalactiae (15,0 %). სხვა პირობით პათოგენური მიკროფლორის წარმომადგენლები აღინიშნებოდა შედარებით დაბალი ტიტრებით.

მკურნალობა ამ კვლევის დროს ჩატარდა გელი „ჰეკსიკონით“, რომელმაც დადებითი შედეგი იქონია ძალიან დიდი, არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები და პაციენტების მხრიდან აიტანებოდა კარგად.

არასპეციფიური ბალანოსპოსტიტის სამკურნალოდ დღეს მედიცინაში არსებობს რამდენიმე ეფექტური მედიკამენტი:

  • ჰექსიკონი;
  • გენფერონი;
  • გეპონი;
  • კლოტრიმაზოლი;
  • ლიგენტენი;
  • ციკლოფერონი.
About these ads

11 Responses to “არასპეციფიური ბალანოპოსტიტი”

  1. gio Says:

    sasqeso organoze ragac witeli wertilebi gamichnda tavze mere ki tetrdeba ra aris mitxarit an ra vqnaaa ,sexys shemdeg gamichndaaaa,witeliw ertilebi mere tetrdeba prishikebivit dzan wertilebadaa

  2. gio Says:

    ki da ra aris xo ver metyvit eqimsmivmarto? medzavtan ar vyofilvar da tan ar megona rame iqneboda maseti magvari

    • LikaMD Says:

      სავარაუდოდ სოკოა. კარგი იქნება თუ უროლოგი ნახავს და დიაგნოზს დაადასტურებს.

  3. gio Says:

    qavili ar amq chveulebrivad var ,da sokom xo qavili icis?

  4. Gega Says:

    კლოტრიმაზოლის პენისის თავზე წასმა შეიძლება ზოგადად?

  5. ნიკა Says:

    ჰექსიკონი;
    გენფერონი;
    გეპონი;
    კლოტრიმაზოლი;
    ლიგენტენი;
    ციკლოფერონი.
    ექიმის გარეშე რომ ვიხმარო საშიშია? გვერდითი მოვლენები აქვს??

    • LikaMD Says:

      1) ამდენი წამალი ერთად არ შეიძლება;
      2) ექიმის დანიშნულების გარეშე აერ შეიძლება;
      3)გვერდითი ეფექტი ყველა წამალს აქვს.

  6. xXx Says:

    likamd dzlian gtxov gameci pasuxi 2 kvir4a iqneba marilebi maq penisze arada sul viban da ragaca sufta var da ar vici saidan maq dges manamde zogadad mara exla ukve penisis tavze mkafio tkivili da wva da meyo mere davweqi tbilad cota davidzine da agar mtkioda da ra vuyoo an ra iqneba


Comments are closed.

%d bloggers like this: