მამაკაცის უშვილობის მიზეზები

მამაკაცის უშვილობის ეტიოპათოგენეზი რთული და მრავალფეროვანია. გენეტიკური დარღვევების, თანდაყოლილი ანომალიების და შეძენილი დაავადებების გვერდით მამაკაცის უშვილობას განაპირობებს აგრეთვე ეკოლოგიური ფაქტორები.

უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ჯანმოს მონაცემებით მამაკაცის სპერმაში სპერმატოზიდების შემცველობამ მნიშვენლოვნად იკლო. სპერმაში აღმოჩენილია სამრეწველო წარმოების სხვადასხვა შხამიანი ნივთიერება, მათ შორის პენტაქლორფენოლი, ჰექსაქლორბენზოლი და ა.შ.

გარდა შხამიანი ნარჩენებისა წყალში, ჰაერსა და საკვებში გაიზარდა რადიონუკლიდების, მძიმე მეტალების შემცველობა. არანაკლებ საზიანოა სასქესო უჯრედებისისათვის დარიშხანია, ამიაკი, ნახშირბადის მონოოქსიდი, პესტიციდები, ჰერბიციდები, ორგანული გამხსნელები.

ევოლუციის პროცესში ორგანიმში ჩამოყალიბდა დამცველობითი მექანიზმები. მნიშვნელოვანი დამცველობითი როლი აქვს უჯრედის მემბრანის ცილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნურ რეაქციას უჯრედულ დონეზე. ამიტომაც საჭიროა, რომ დაცული იყოს ორგანიზმი უკრედული მემბრანების რღვევისგან თავისუფალი რადიკალების მიერ. თავისუფალი რადიკალები – არის მოლეკულები, რომელთაც აქვთ თავისუფალი ენერგია ჟანგბადის დაუკავშირებელი, თავისუფალი ატომის არსებობის გამო. ამ მოლეკულის გახლეჩის დროს წარმოიქმნება ჟანგბადი, რომელიც ჟანგავს უჯრედის მემბრანის ცილას, ანუ შლის მას.

ნივთიერებებს, რომელიც ბოჭავენ თავისფალ რადიკალებს ეწოდებათ ანტიოქსიდანტები. ძირითადი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი ორგანიზმში არის ცერულოპლაზმინი. ნივთიერებებს, რომლებიც ბოჭავენ თავისუფალ რადიკალებს მიეკუთვნება ვიტამინები С, А, Е, К და ძალიან აქტიურია ვიტამინი С.

ალიმენტარულ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცის სასქესო უჯრედების ფორმირებასა და ფუნქციონირებაში.

შიმშილი განაპირობებს სათესლე ჯირკვლების ჰიპოპლაზიას ჰიპოგონადიზმის შემდგომი განვითარებით.  საკვები უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით А, Е, С, В. ვიტამინ Е-ს უკმარისობის დროს ხდება სპერმატოზიდების მორფოლოგიური ცვლილებები, ხოლო С ვიტამინის უკმარისობის დროს ხდება სპერმატოზოიდების აგლუტინაცია. თუკი ეს პროცესი მოიცავს სპერმატოზიდების 20%, დღის წესრიგში დგება უშვილობის პრობლემა.

დიდ გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე აქვს ელექტრომაგნიტურ ველს. 0,5კვტ/სთ ძაბვის ელექტრომაგნიტურ ველში 3,5 თვის მუშაობს იწვევს ცვლილებებს სპერმოგრამაში, ხოლო 70კვტ/სთ ძაბვის ველი კი იწვევს სპერმატოზოიდების პათოლოგიური ფორმების (განსაკუთრებით თავის) რაოდენობას.

სასქესო უჯრედები ძალიან მგრძნობიარენი არიან სხივური ზემოქმედების მიმართ, თუმცა დაზიანების ხარისხი ასოცირებულია რადიაციის ძალასთან. ინტენსიური დასხივების დროს (ონკოლოგიაში სხივური თერაპია მაგალითად) ხდება უხეში ცვლილებები სპერმატოგენურ აპარატში. შესაძლოა მოხდეს სპერმატოგენური აპარატის სრული განადგურება და აზოოსპერმია, შედეგად – უშვილობა.

მეოცე საუკუნის შუა პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში მიაქციეს ყურადღება, რომ მეღვინეობის კულუტრის მქონე რაიონებში გაცილებით უფრო ხშირად იბადენოდნენ ანომალიების მქონე და დაავადებული ბავშვები. ალკოჰოლის ზეგავლენით ბევრი სპერმატოზოიდი ხდება განაყოფიერების უუნარო, ან თუ მას ამის უნარი აქვს ორულობა ან ადრე წყდება, ან იბადება დაავადებული. აქ არარის საუბარი აბსოლუტურ ციფრებზე, სპერმატოზიდების ნაწილი რჩება სიცოცხლის და განაყოფიერებისუნარიანი. დაღუპილი ლოთების სათესლეების ჰისტოლოგიურმა გამოკვევამ აჩვენა, რომ მათ შეცვლილი ჰქონდათ სპერმატოგენური ქსოვილი, შევიწოებული იყო თესლგამომტანი სადინრები და სხვა შეუქცევადი ცვლილებები.

მწველობა გავრცელებული დმავნე ჩვევაა ზრდასრულებსა და მოზრდებს შორის. თამბაქოს შემადგენლობა უკვე არ წარმოადგენს საიდუმლოს და ცნობილია, რომ ნიკოტინის გარდა შეიცავს რადიაქტიური პოლონიუმი, ტყვია და ბისმუტი. 2 კოლოფი სიგარეტის მოწევით ორგანიზმი იღებს ისეთ დასხივებას, რომელიც სიცოცხლისთვის უსაფრთხო ნორმებში არ ჯდება (ნორმა დადგენილის ადამიანის რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო შეთანხმების მიერ).

ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს ერექციისა და ეაკულაციის ცენტრებზე, იწვევს მათ დათრგუნვას და შედეგად სახეზეა პოტენციის დაქვეითება, ნაადრევი ეაკულაცია. ორსულებში ირევა ნაყოფის გენეტიკური აპარატის ჩამოყალიბება, საბოლოო ჯამში წყდება უჯრედების დაყოფა, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის ნაყოფში.

ამრიგად, ნიკოტინი და სხვა ნივთიერებები, შემავალი თამბაქოს კვამლში, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.

ნარკოტიკები – თანამედროვეობის ერთ-ერთი სერიზული პრობლემა. საკითხის სერიზოულობას განაპირობებს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადამიანი ნარკოტიკებით ინადგურებს ჯანმრთელობას, არამედ ისიც, რომ ის ანადგურებს შთამომავლობასაც – ვერ იძლევა შვილებს, ან თუ იძლევა მაღალია ავადმყოფი ბავშის დაბადების ალბათობა.

ნარკოტიკი ყარყოფითად მოქმედებს მამაკაცის სასქესო სიტემაზე – მცირდება ზომაში სათესლეები , პროსტატა, სათესლე ბუშტუკები და ფაქტიურად იკარგება მათი ფუნქცია. შესაბამისად ყალიბდება იმპოტენცია.

სპერმატოგენეზზე მოქმედ ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ეგზოგენური და ენდოგენური მაღალი ტემპერატურა. განსაკუთრებით საშიშია ეგზოგენური სიცხე. ერთჯერადმა სითბურმა ტრავმამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სათესლის ქსოვილში შეუქცევადი ცვლილებები.

შარდსასქესო სისტემის ინფექციები აგრეთვე აქვეითებენ ფერტილობას მამაკაცებში. სასქესო უჯრედების პირდაპირ დაზიანებას იწვევს უშუალოდ მიკრობი, ან მისი ტოქსინი. მეორადი ანთებითი დაზიანება ვითარდება ინფექციური პროცესის საპასუხოდ და ხასიათდება თავისუფალი რადიკალებისა და ციტოკინების წარმოქმნით. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ ურეთრიტს, ცისტიტს, პროსტატიტს, ეპიდიდიმიტსა და ორქიტს.

შედარებით ხშირი დამაზიანებელი აგენტის გონოკოკი, ქლამიდია, ტრიქომონა, მკრთალი ტრეპონემა და ა.შ. ამას გარდა არსებობს მიკრობების ჯგუფი, რომლებსაც აგრეთვე აქვთ ანთებითი პროცესის გამოწვევის უნარი: как E.coli, Klebsiela, Enterobakter, Proteus, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, Candida-ს რიგის სოკოები, ტუბერკულოზის მიკობაქტერია და სხვა.

უმეტესობა იმ ინფექციებისა, რომლებიც იწვევენ სასქესო ორგანოების ანთებას, არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. ცნობილია, რომ ხანგრძლივად არსებული, არანამკურნალევი ტრიქომონიაზი იწვევს აქტიური სპერმატოზიდების რაოდენობის მესამედით შემცირებას.

იმუნოლოგიური ფაქტორები რეპროდუქციული პროცესის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შეგვხვდეს. მთავარ როლს სპერმატოზიდების და მთელი სათესლის დაცვაში იმუნური სისტემის თავდასხმისგან თამაშობს, ჰემატოსტესტიკულარული ბარიერი. სათესლის ქსოვილის დაზიანება ოპერაციის, ატრავმის დროს, ანთებითი პროცესები სათესლესა და მის დანამატში, სასქესო გზების გამავლობის დარღვევა – ეს ყველაფერი იწვევს ჰემატოტსეტიკულარული ბარიერის დაზიანებას და სინთეზდება ანტისხეულების სათესლის ქსოვილისა და სპერმის ანტიგენების წინააღმდეგ.

იმუნური უშვილობის მქოდე მამაკაცის მკურნალობა მხოლოდ მცირე გაუმჯობესებას იძლევა სპერმოგრამაში, შესაბამისად ასეთი პაციენრი დიაგნოზსტიკის და მკურნალობის თვალსაზრისით სირთულეს წარმოადგენს.

თანამადროვე მედიცინა წარმატებით ებრძვის და ამარცხებს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების დიდ ნაწილს, ნაწილის მოდიფიცირება ადამიანსაც შეუძლია.

About these ads

49 Responses to “მამაკაცის უშვილობის მიზეზები”

  1. ზალიკა Says:

    ლიკა, ბავშვობაში მქონდა ორმხრივი კრიპტორქიზმის პრობლემა, გვიან ვიმკურნალე გვიან 7-8 წლის ასაკში, ჩამიტარდა ორი ოპერაცია.. ახლა მაქვს მეორე ხარისხის ოლიგოსპერმია.. ერთ მილიგრამში 15 მილიონი სპერმატოზოიდია, მხოლოდ 15 %-ია ნორმალურად მოძრავი… მაინტერესებს ეს პათოლოგია ექვემდებარება მკურნალობას? სტიმულატორებით მკურნალობით შეიძლება მიღწეული იქნას ნორმოსპერმია? მე როგორც ვიცი მძიმე ოლიგოსპერმია ხშირად არ ექვემდებარება მკურნალობას.. თანაც მე კრიპტორქიზმის პრობლემა მქონდა, სათესლე ჯირკვლებიც პატარებია

    • LikaMD Says:

      მკურნალობა არის ვიტამინები, მინერალი, კარგი კვება, ძირითადად არ გამოიყენება წამლები. თუმცა მინდა გითხრა, რომ ეგ არ არის უშვილობის განაჩენი, აბსოლუტურად ჩვეულებრივად შეგიძლია შვილი გყავდეს, თუმცა კი ალბათობა შედარებით დაბალია.

  2. Besus Says:

    სად მირჩევთ მკურნალობას, გამიწიეთ რეკომენდაცია, ძალიან რთულად სამკურნალო პაციენტი ვარ ლიკა,,, იმედი თუ გამიცრუვდა ცუდ რაღაცეებს ვფიქრობ, ასე რომ თქვენი დაიმედება მინდა სწორი რჩევებით, ვისთან ვიმკურნალო???? პროფესიონალი და მართლაც საქმეს სერიოზულად რომ უდგებოდეს ისეთი ექიმი მინდა,, მის ხელშია ჩემი გვარის მომავალი

    • Besus Says:

      ანუ სპერმა მაქვს, მაგრამ სპერმატოზოიდები 1 %-იც კი არ არის, რამოდენიმე ცალი იპოვეს…. ასე მითხრეს დათესვით შეიძლებაო, 5000 დოლარი ღირს,,, მაგრამ მაინც ვიმკურნალოთ, რა იცი რა ხდებაო,,, მაგრამ მე იმედი მაინც არ დამიკარგავს,, გთხოვთ დამაკვალიანოთ

    • LikaMD Says:

      ედიცინაში დათესვა ეხება ბაქტერიებს, შესაბამისად დათესვა ვერ მოხდება სპერმატოზოიდების. თუკი გყავს მეუღლე და გინდათ ხელოვნური განაყოფიერება, უნდა მიკაითხოთ, ჟრდანიას ინსტიტუტს, ან ზურა საბახტარაშვილის კლინიკას.

      • Besus Says:

        მე ხელოვნური დათესვა იმ შემთხვევაში მინდა თუ ბუნებრივი მეთოდით არაფერი გამოვა, ანუ სექსის შედეგად ჩასახვას ვგულისხმობ,,, ამიტომ მაინტერესებს ისეთი ექიმი, რომელიც სათანადოდ უმკურნალებს ჩემს სპერმატოზოიდებს, ხომ ვერ მიმასწავლით კარგ მკურნალს?

  3. nika Says:

    gamarjoba lika, spermograma gadmiges da mitxres rom procentoba dabali mqonda, rit sheidzleba avimaglo, jer jerobit sjvili aramyavs :(

    • LikaMD Says:

      კარგი კვება, ვიატმინები და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

  4. nika Says:

    mainc romeli vitaminebi?
    gamiget raaa, dzalian mrcxvenia am temaze saubai, magram coli myavs ukve ori welia da shvili gvinda, da rame iseti preparati araaa rom uceb wamowios procentobaa :(

    • LikaMD Says:

      უცებ ვერაფერი ვერ აწევს და თუ რაიმე დაავადებით არ არის გამოწვეული ეგ დაბალი პროცენტულობა, ვერც აწევ მნიშვნელოვნად.

  5. nika Says:

    da kidev ra mainteresebs, seqsis dros chemi meugle ver gebulobs siamovnebas da eg chemze xar aris rameti damokidebuli?

    • LikaMD Says:

      ვერ ღებულობს რას ნიშნავს, არ სიამოვნებს სექსი, თუ ორგაზმს ვერ განიცდის?

  6. nika Says:

    orgazms ver ganicdis, nu seqsis shemdgom siamovnebas,

    • LikaMD Says:

      ანუ ორგაზმს ვერ განიცდის… და ოდესმე განუცდია ორგაზმი? მაგ, მასტურბაციის დროს?

  7. nika Says:

    ara, arasdros, :(

    • LikaMD Says:

      მაშინ აქ საქმე მის პრობლემასთან გვაქვს. მას აქვს სურვილი, რომ რამე გამოასწოროს? ანუ უ8ნდა სიაომვნების მიღება? თუ უნდა და აქ წერა ერიდება, მეილზე მომწერეთ.

      • nika Says:

        kii lika aqvs survili, yvelanairad cdilobs magram a gamodis :( tviton ra problema sheidzleba qondes?

      • LikaMD Says:

        ის, რომ არ მასტურბირებს და ორგაზმი არასდროს განუცდია. ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური მასტურბაცია მგონია. და ცდის თუ არა, მასზეა დამოკიდებული.

  8. ზალიკა Says:

    ზურაბ საბახტარიშვილის კლინიკის ვებსაიტის მისამართი არ იცით>:??

  9. ალექსანდრე Says:

    gamarjoba lika. aseti kitxva maqvs.. girl friendtan mqonda seqsi yovelgvari kontraceptivebis gareshe. meore tu mesame dges mas sisxldena daecyo, egretcodebuli tviuri. mainteresebs aris shesadzlebeli rom orsulad iyves axla? mastan seqsi daaxloebit 4 kviris cin mqonda. madloba cinascar lika

    • LikaMD Says:

      არა, ვერ იქნება ორსულად, თუკი ნამდვილად ჰქონდა მენსტრუაცია.

  10. nika Says:

    ki cdi xolme, magram mainc araferi gamodis :(

    • LikaMD Says:

      მასტურბაცია უნდა განსაკუთრებულ სიტუაციაში. შენც შეგიძლია დაეხმარო.

      • likuna Says:

        vexmarebii yvelanairad, magram araferi gamodiss :( iqneb masshi ragac sxva problemaa?

  11. likuna Says:

    (nika)

    • LikaMD Says:

      არა ნიკა, სხვა პრობლემა არ არის, უბრალოდ არ იცის და როცა არ იცი, ძნელია.

  12. nika Says:

    da kidev shvili ar gvyavs, virusebze gaesinja chemi coli, citomegalovirusi-3,2. herpesvirusi-3,4. toqsoplazma-2,0. qlamidia-0,40. shegidzlia mitxra, ramdenad problemuria es machvenebeli da eg virusi mec meqneba xo? :(

    • LikaMD Says:

      მაჩვენებელები არ გიწერია, ერთეულები არ არის მითითებული და ძალიან სპეციფიურია. უნდა მაიმართოთ გინეკოლოგს.

  13. nika Says:

    ginekologma doramicini daunishna, dzlieri antibiotiki da aramgoni rame shedegi mices, iqneb sxva prep[arati gvirchio?

    • LikaMD Says:

      ასე ნუმიუდგები საკითხს, თუკი იყავით მაგ ექიმთან და დაიგნოზის დასმა მას მიანდეთ, მკურნალობაშიც უნდა ენდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცვალეთ ექიმი.

      • nika Says:

        ara, mastan agar vmkurnalobt, tu damijereb aq naklebad profesionalebi arian (batumshi), da samsaxuris gamo tbilisshi ver vaxerxebt wasvlas…….. iqneb icit batumshi visac sheidzleba vendot…

      • LikaMD Says:

        სამწუხაროდ ინფორმაცია არ მაქვს.

  14. elkanashvili Says:

    გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს, მარჯვენა სათესლე ჯირკვალზე ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს ზევით მექაჩება, მუცლის დაბლა ნაწილში (მარჯვენა სათესლე ჯირყვლის მხარეს) მაქვს რაღაც ყრუ შეგრძნება (ტკივილით არ მტკივა) . ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს სათესლე ჯირყვალი ზევით-ქვევით მოძრაობს . რამდენიმე დღეა ასე მაქ . თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე

  15. bbs Says:

    gamarjobat,tu shegidzliat rame mirchiot?shardvisdros penisis tavi mewvis odnav witelia risi brali sheidzleba iyos?

  16. anitaaaaaaaaaaa Says:

    ukacravad mainteresebs tu qals ph aqvs 5 ze meti. ai magalitad 5,5 mamakacis spermatozoidebi udzleben? daorsulebis shansi ramdenad arsebobs. rogorc vici spermatozoidebi mjava garemoshiixocebian. da ramdenad swori informacia mavqs? gmadlobt

  17. genius Says:

    გამარჯობა ლიკა ექიმო, გადავიგე სპერმოგრამა და პროცენტულობა დამიდგინეს 60 პროცენტი და ამ შედეგიტ შეიდლება თუ არა დავაორსულო ქალი

    • LikaMD Says:

      სპერმოგრამას აკეთებენ, არ იღებენ. პროცენტულობა რისი? ანალიზები შეგედები დაწერე და შემდეგ დაზუსტებით იკითხე რა გაინტერესებს.

  18. piqria Says:

    gamarjobat lika eqimo simsuqnem sheidzleba gamoiwvios ushvilobaa ??????

  19. gig12345 Says:

    mogesalmebit mainteresebs ram sheileba gamoiwvios ushviloba??

  20. gig12345 Says:

    da kidev mainteresebs homosexsual bijs sheuzlia qaltan sexy da shvilebis yola?

    • LikaMD Says:

      შეუძლია, თუკი სურვილი ექნება.

      • gig12345 Says:

        e.i. survilisamebr da ar aris sashishi rom shvili ar gauchndeba… didi madloba.

      • LikaMD Says:

        ჰომოსექსუალები ჩვეულებრივი მამაკაცები არიან, უბრალოდ მათ იზიდავენ კაცები და არა ქალებვი, ეს არ ნიშნავს, რომ ან ერექცია არ აქვთ, ან უშვილოები არიან. მათთანაც ისევეა დასაშვები უშვილობა, როგორც ნებისმიერ ჰეტეროსექსუალ მამაკაცში.

  21. gig12345 Says:

    didi madloba lika eqimo)))


Comments are closed.

%d bloggers like this: