მენოპაუზა ( ნაწილი I )

მენოპაუზა აღნიშნავს ქალის ორგანიზმში საკვერცხეების ძირითადი ფუნქციის მუდმივ შეწყვეტას. მენოპაუზა ფიზიოლოგიური პროცესია და არ მიუთთებს დაავადებაზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ მოვლენას ახლავს სხვადასხვა სახის სიმპტომები, რომელიც უპირატესად გამოწვეულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებით.
საშუალოდ მენოპაუზა ქალებში ვითარდება 40-60 წლის ასაკში (ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე, ზოგ შემთხვევაში უფრო გვიან).
მენოპაუზა მიუთითებს ქალის რეპროდუქციული (ფერტილური) ასაკის დასასრულზე. შესაბამისად მენოპაუზალურ პერიოდში ქალს არ შეუძლია დაორსულება.
მენოპაუზა უკავშირდება ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ოდენობის მკვეთრ შემცირებას. ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ფუნქციური დარღვევები, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური კუთხით. მენოპაუზის დადგომისას ქალებში ერთ-ერთი წამყვანი ნიშანია „კარგად-ყოფინის“ შეგრძნების დანაკლისი. შესაბამისად ასეთ ქალები თავს სუბიექტურად ცუდად გრძნობენ.
მენოპაუზის დაწყვება განისაზღვრება უკანასკნელი მენსტრუაციით.
იმ ქალებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ საკვერცხეების ამოკვეთა (ბილატერალური ოოფორექტომია) მენოპაუზა იწყება ოპერაციის შემდგომვე. ეს რათმქუნდა ქირურგიული მენოპაუზაა და არა ფიზიოლოგიური.
მენოპაუზად მიიჩნევა მდგომარეობა, თუ ქალი არ არის ორსული, არ აქვს ლაქტაციის პერიოდი, აქვს ინტაქტური საშვილოსნო და ერთი წლის განმავლობაში არ მოუვა მენსტრუაცია. მენოპაუზის დაწყებას შესაძლოა წინ უძღვოდეს სხვადასხვა სიმპტომები:
• ირეგულარული მენსტრუალური ციკლი
• ვაზომოტორული არასტაბილურობა (ალები, კანზე ერთბაში წამოხურება და სიწითლე, ღამის ოფლიანობები)
• გენიტოურინარული სისტემის ატროფია;
• სტრესის გაძიერება;
• საშოს სიმშრალე;
• გულმავიწყობა (მეხსიერების პრობლემები)
• ხასიათის ცვლილებები;
• ოსტეოპოროზი
• გულსისხლძარღვთა დაავადებები.

• მენოპაუზის დაწყების საშუალო ასაკი 51 წელია.

• მწეველებს მენოპაუზა ეწყებათ საშუალოდ 3,7 წლით ადრე, ვიდრე არამწეველებს.

• ნაადრევი მენოპაუზა გვხვდება სხვადასხვა შემთხვევებში 1 % ში 40 წლის ასაკისთვის. 0,1 % ში 30 წლისთვის. ამ მდგომარეობების გამოწვევა სხვადასხვა პათოლოგიებს შეუძლიათ ( შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრის დაავადებები, ქემოთერაპია და სხვა).

მენოპაუზის დადგომა ასოცირებულია ქალური სასქესო ჰორმონების ესტრადიოლის და პროგესტერონის შემცირებასთან.
მენოპაუზა – არ აღნიშნავს ერთ დღეს, არამედ იმ გარდამავალ დროის მონაკვეთს, რომელიც ასოცირებულია მენსტრუაციის შეწყვეტასთან, ზოგ შემთხვევაში იხმარება სიტყვა პერიმენოპაუზა/კლიმაქტერულ (ნიშნავს მენოპაუზის მიმდებარე პერიოდს).
პერიმენოპაუზა – ის პერიოდი რომლიდანაც ციკლი გახდა არარეგულარული და ფმჰ (ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონი) ლჰ (მალუთეიზებელი ჰორმონი) პროდუქცია ხდება არარეგულარული, არასტაბილური, მათ სეკრეცია მკვეთრად ვარირებს პერიმენოპაუზალურ პერიოდში.
პრემენოპაუზა – მენოპაუზამდელი პერიოდი, შეიძლება აღნიშნებოდეს რეპროდუქციული ასაკის აღსანიშნავადაც (იშვიათ შემთხვევაში).
პოსტმენოპაუზა – მენოპაუზის შემდგომი პერიოდია. ამ დროს მკვეთრად მომატებულია ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონი.
ამ პერიოდში ქალი პროაქტიკულად უნაყოფოდ ითვლება(თუმცა შანსი ნულს არ უტოლდება).
მენოპაუზის ამსახველი სიმპტომები შესაძოა გაგრძელდეს უკანასკნელი მენსტრუაციიდან რამოდენიმე წელიც კი.
სიმპტომები და მოვლენები, რომლებიც თან ახლავს მენოპაუზას:
• ენერგიის ნაკლებობა (ყველაზე შემაწუხებელი)
• ალები (წამოხურება-სიწითლე)
• პალპიტაცია
• გულის „ფანცქალი“/“ფრიალი“
• დეპრესია
• შფოთვები
• ადვილად გაღიზიანებადობა
• ხასიათის ხშირი ცვლილება
• მეხსიერების პრობლემებ/ი
• კონცენტრაციის ნაკლებობა
• საშოს სიმშრალე
• მოშარდვის მხრივ პრობლემები (მაგ. მოშარდვის ურგენტული მოთხოვნა).

ვაზომოტორული არასტაბილურობის შედეგებია:
• ალები (წამოხურება)
• ღამის ოფლიანობა
• შემცივნება (იშვიათად)
• ათეროსკლეროზის გაზრდილი რისკი
• შაკიკი
• გულისცემის აჩქარება
უროგენიტალური ატროფია:
• საშოს სიმშრალე;
• ატროფიული ვაგინიტი;
• ქავილი
• სიმშრალე
• წყლოვანი გამონადენი
• ხშირი შარდვა
• ურგენტული შარდვა
• შარდის შეუკავებლობა
• იმფექციების მიმღებლობის გაზრდა.
ხერხემალი, ძვლები, კუნთები:
• ზურგის ტკივილი
• სახსრების ტკივილი
• ოსტეოპენია
• კუნთების ტკივილი
• ოსტეოპენია
• ოსტეოპოროზი
კანი , რბილი ქსოვილები“
• მკერტის ატროფია
• მკერდის გამაგრება, მტკივნეულობა, შეშუპება
• კანის ელასტიურობის შემცირება
• კანის გათხელება/გამოშრობა
ფსიქოლოგიური:
• დეპრესია/ შფოთვა
• დაღლილობა
• გაღიზიანებულობა
• მეხსიერების პრობლემები
• ხასიათის ცვლილებები
• ძილთან დაკავშირებული პრობლემები, ინსომნია, ძილიანობა.
სექსუალური :
• დისპარეუნია (მტივნეული სქესობრივი აქტი).
• ლიბიდოს შემცირება
• ორგაზმის განცდასთან ასოცირებული პრობლემები
• საშოს სიმშრალე/ატროფია.