ოქსიტოცინი

ოქსიტოცინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში (ჰიპოთალამუსში, გამოიყოფა ნეიროჰიპოფიზში). ოქსიტოცინი ბუნებით 9 ამინომჟავისგან შემდგარი პეპტიდია და სტრუქტურით ვაზოპრესინის მსგავსია (ანტი დიურეზული ჰორმონი) ოქსიტოცინის ნეირონები გამოიმუშავებენ სხვა პეპტიდებსაც: კორტიკოტროპინ რილიზინგ ჰორმონი, დინორფინი.  Vincent du Vigneeaud  1953 წელს გამოყო და შესძლო ვაზოპრესინის და ოქსიტოცინის დასინთეზება, რაშიც მან ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში 1955 წელს.

ოქსიტოცინი მოქმედებს, როგორც პერიფერიაზე (მთელს ორგანიზმში), ასევე ცნს-ზე (ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე).

პერიფერიული მოქმედება:

  • სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოდინება წოვის რეფლექსის შედეგად;
  • საშვილოსნოს შეკუმშვა -  მშობიარობის დროს დიდი  მნიშვნელობა ენიჭება, ასევე მონაწილეობს საშვილოსნოს ყელის დილატაციაში მშობიარობამდე. ორსულობის შემდეგ გამომუშავდება ოქსიტოცინი, რაც შეიძლება აისახოს საშვილოსნოს მტკივნეულობით პირველი ერთი კვირის განმავლობაში (მშობიარობიდან);
  • მონაწილეობს ჭრილობის შეხორცებაში,  ამცირებს ანთებით რეაქციას;
  • დადებითად მოქმედებს სოციალურ ქცევაზე;
  •  სავარაუდოდ ოქსიტოცინი გამომუშავდება ქალებშიც და მამაკაცებშიც ორგაზმის დროს;
  • სექსუალური აგზნების დროს იმატებს ოქსიტოცინის რაოდენობა;
  • ოქსიტოცინი ადამიანში იწვევს დამშვიდების გრძნობას, დაცულობის განცდას პარტნიორის გვერდით;
  • ოქსიტოცინი აძლიერებს მიჯაჭვულობას;
  • აძლიერებს ადამიანურ ნდობას (რწმენას);
  • ამცირებს შიშის განცდას;
  • მონაწილეობს რომანტიულ მიზიდულობაში;
  • სავარაუდოდ ახდენს ტვინის იმ უბნების ინჰიბირებას, რომლებიც იწვევენ შიშს და შფოთვას.

ოქსიტოცინი ჰგავს ვაზოპრესინს, ამიტომ მცირედით ამცირებს შარდის გამოყოფას, ასტიმულირებს თირკმელებიდან ნატრიუმის ექსკრეციას, მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრემია.

ოქსიტოცინი გარკვეულ შემთხვევებში თრგუნავს ადრენოკორტიკოტროფულ ჰორმონს და კორტიზოლს.

ოქსიტოცინი შეიძლება გამოიყენებოდეს აუტიზმის მკურნალობაში განმეორებადი მოქმედებების და აფილატიური ქცევის (მაგ. ოჯახის წევრის მიღება)  სამკურნალოდ.

აუტიზმის  სამკურნალოდ გამოიყენება ოქსიტოცინის საინჰალაციო ფორმა, რის შედეგადაც უმჯობესდება მათი სოციალური ქცევა.  თუმცა კლინიკური კვლევების მიღმა ოქსიტოცინით აუტისტი ადამიანების მკურნალობა  რეკომენდირებული არ არის.

ნაზალური ფორმით მიღებული ოქსიტოცინი მკვეთრად  ამცირებს შიშის განცდას, სავარაუდოდ ამიგდალას ინჰიბირებით.

მოქმედებები თავის ტვინზე:

ოქსიტოცინი გამოიყოფა ნეირო ჰიპოფიზში კაპილარულ ავზში, სისიხლი შემდგომ ხვდება ვენებში.  შესაბამისად ჰემატოენცეფალური ბარიერის გამო ოქსიტოცინს არ შეუძლია შეაღწიოს  თავის ტვინში. ოქსიტოცინის რეცეპტორები გვხვდება ზურგის ტვინში, თავის ტვინში ამიგდალაში, ვენტრომედიალურ ჰიპოთალამუსში, ძგიდეში, ღეროში.

  • ოქსიტოცინი ზრდის სექსუალურ აგზნებას, როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში;
  • ოქსიტოცინი ძუძუმწოვრებში ზრდის სექსუალურ მიმღებლობას;
  • მონაწილოებს  ემოციური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში;
  • უზრუნველჰყოფს დედობრივ ქცევებსი;
  • უზრუნველჰყობს რომანტიული დამოკიდებულებას.

ოქსიტოცინის სინთეზური ფორმები გამოიყენება მედიცინაში. იგი იშლება კუჭ ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ  ორალური ფორმით მისი დამზადება არ ხდება. არსებობს ოქსიტოცინის ნაზალური სპრეი და ინექციები. ინექციები ვერ კვეთენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სპპრეი კვეთს. ნაზალურ სპრეის გამოიყენებენ ლაქტაციის ინდუციისთვის. ოქსიტოცინის ნახევარდაშლის პერიოდი 3 წუთია.

ოქსიტოცინის საინექციო ფორმები გამოიყენება მშობიარობის ინდუცირებისთვის და საშვილოსნოს ტონუსის გასაზრდელად მწვავე მშობიარობის შემდგომი  ჰემორაგიებისთვის. ოქსიტოცინის ანტაგონისტები გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის პრევენციისთცის.

ოქსიტოცინის გამოყენება შესაძლოა დაინერგოს ფსიქიატრიაში. სხვადასხვა დარღვევების დროს.

ოქსიტოცინს განსაკუთრებული გვერდით ეფექტები არ გააჩნია რეკომენდირებულ დოზებში.

თუმცა მონაცემები მაინც არსებობს ამის შესახებ:

  • სუბარაქნოიდული ჰემორაგია
  • გულის ცემის სიხშირის გაზრდა
  • სისხლის წნევის შემცირება
  • არითმიები
  • საშვილოსნოს სისხლმომარაგების შემცირება
  • მენჯის ღრუში ჰემატომა
  • აფიბრინოგენემია
  • ანაფილაქსია
  • გულისრევა, ღებინება.
  • მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ტეტანია მისი გახევით.
About these ads