პენისის ჰიპერმგრძნობელობა

პენისის ჰიპერმგრძნობელობა საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და გვხვდება ნაადრევი ეაკულაციის მრავალ შემთხვევაში.   ამის შესახებ დოკუმენტირებული კვლევები ჯერ კიდევ რამოდენიმე ათწლეულის წინ არსებობდა,   1996 წელს  Xin et al – ს მიერ ჩატარდა კვლევა, რომელშიც 120 მოხალისე მონაწილეობდა, მათგან ნახევარს ნაადრევი ეაკულაცია არ აწუხებდა,  სპეციალური ხელსაწყო ბიოთეზიომეტრით ხდებოდა პენისის მგრძნობელობის შესწავლა და დადგინდა, რომ იმ ადამიანებს რომელბსაც ჰქონდათ  ნაადრევი ეაკულაცია მათი სასქესო ორგანოები  გაცილებით მგრძნობიარე იყო.

არსებობს განსხვავებული კვლევებიც, სადაც ნაადრევი ეაკულაციის მქონე პაციენტების სხვაობა კონტროლ ჯგუფთან არ იყო მგრძნობელობის მხრივ.

თუმცა დღეისთვის მკურნალობა რომლის შედეგადაც ხდება კანის მგრძნობელობის შემცირება ეფექტურად ითვლება.

ჰიპერმგრძნობელობისას გამოიყენება ლოკალური ანესთეტიკები, რომლებიც სქესობრივი აქტის დროს იმპულსების გადაცების სიხშირეს და სიძლიერეს თრგუნავს კანიდან  თავის ტვინისკენ, შესაბამისად ქვეითდება პენისის მგრძნობელობა და გვიან დგება ეაკულაცია.

ამერიკის საკვების და წამლების დეპარტამენტი აღიარებს და შესაძლებლობას იძლევა  პენისის ჰიპერმგრძნობელობისას გამოყენებული იქნას   ადგილობრივი ანესთეტიკი სპრეი (3-10  შეშხაპუნება ).

About these ads