საშვილოსნოს ჰიპერტონუსი

ჰიპერტონუსად იწოდება საშვილოსნოს შეკუმშვა, რომელიც ჩნდება მშბიარობის ვადაზე ადრე. არც ისე იშვიათად ასეთი შეკუმშვები ვლინდება ორსულობის ადრეულ სტადიაზე.

არჩევენ ულტრაბგერით დიაგნოსტირებულ ჰიპერტონუსს და ჰიპერტონუსს, რომელსაც თავად ქალი გრძნობს.

ულტრაბგერაზე გამოვლენილი ჰიპერტონუსი, რომელსაც ქალი ვერ გრძნობს, შესაძლოა იყოს რეაქცია გამოკვლევაზე (განსაკუთრებით დამახასიათებელია პირველი ტრიმესტრისთვის) ან ფსიქოლოგიური დაძაბულობის მიზეზით. ამასთან საუბარია საშვილოსნოს კუნთების მაღალ აგზნებადობაზე და იმაზე, რომ ქალი მიეკუთვნება მუცლის მოშლის რისკის ქვეშ. ექიმაა შესაძლებელია დანიშნოს პროფილაქტიკის მიზნით სპაზმის მომხსნელი პრეპარატები და დამამშვიდებლები. მკურნალობის კურის ბოლოს ტარდება განმეორებითი ულტრაბგერითი გამოკველვა.

როცა ქალი გრძნობს, რომ საშვილისნოს გამკვრივდა, შეკუმშულია, მას აქვს ბოქვენის მიდამოში ტკივილი, მუცლის ქვედა ნაწილში მენსტრუალურის მსგავსი ტკივილები. ამ დროს მედიცინა სვამს ორსულობის შეწყვეტის საშიშროების გამო პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.

უნდა დაზუსტდეს, რომ ორსულობის 32 კვირის შემდეგ საშვილონოს შეკუმშვების გამოჩენა ნორმალურად ითვლება. ამ შეკუმშვებს არ ახლავს ტკივილი დაწარმოადგენს საშვილონოს მომაზადებელ ბრექსტონ-ჰიკსის შეკუმშვებად, როცა საშვილოსნო ემზადება სამშობიარო პროცესისთვის.

საშვილონოს ჰიპერტონუსის მიზეზები – საშილოსნოს ჰიპერტონუსი შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დარღვევებმა, უხშირესად, საკვეცხეების ფუნქციის დაქვეითებით(ქალის სასქესო ჰორმონების სინთეზის შესუსტება), აგრეთვე საკვეცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში მამაკაცის სასქესო ჰორმონების ჭარბი სინთეზი (ჰიპერანდროგენია). თუმცა ორსულობის გარდა ეს პროცესები არ ითვლება ასე საყურადღებოდ.

ჰიპერტონუსი შესაძლოა განვითარდეს მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების ფონზე, ან იყოს ნაწარმოები ხელოვნური აბორტის, საშვილოსნოს ანომალიის განვიტარების მანკის შედეგი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მშფოთვარე მდგომარეობა, ნერვიულობა და სტრესი ზრდის საშილოსნოს ტონუსის მომატების რისკს.

ჰიპესრტონუსის შედეგები – პირველ რიგში, საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, პლაცენტა – არა. როცა საშილოსნო იკუმშება და დუნდება (ტონუსის მომატება-შემცირება), პლაცენტა ვერ მიჰყვება მას, რადგანაც შენებით არ არის ელასტიური და არც გაჭიმვა შეუძლია და არც შეკუმშვა. შედეგად ვიღებთ პლაცენტის აშრევების მაღალ რისკს.

მეორეც, საშილონოს კუნთების დაძაბვის (შეკუმშვის) დროს, იჭყლიტება პლაცენტის სისხლძარღვები, წყდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება ნაყოფთან. ეს შესაძლოა გახდეს ზრდის და განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი.

საშვილონოს ჰიპერტონუსის მკურნალობა – პირველ რიგში, მკურნალობა მოიცავს ქალის სიმშვიდეს და დასვენებას. დროის დიდი ნაწილი ქალმა უნდა გაატაროს საწოლში, ტონუსი მცირდება ქალის ემოციური დაძაბულობის მოხსნისთანავე.

როცა ექიმი დაჟინებით მოითხოვს ჰოსპტალიზაციას, ქალი უნდა დათანხმდეს. კლინიკის პირობები კარგია თუნდაც იმის გამო, რომ ქალს ექნება სრული სიმშვიდე. ჰოსპიტალიზაციის სტანდარტული ხანგრძლივობა 10-14 დღეა.

სტაციონარში ნიშნავენ სედატივებს (საძილე საშუალებებს), მაგნიუმის პრეპარატებს (მაგ, მაგნე-В6), სპაზმოლიზურებს და შედარებით სერიოზულ პრეპარატებს – გინიპრალი, დექსამეტაზონი.

ჰიპერტონუსის პროფილაქტიკა – ორსულობის დაგეგმვის დროს ქალმა უნდა გაიაროს მთელი რიგი გამოკვლევები ინფექციებსა და მცირე მენჯის ღრუს დაავადებებზე. დაორსულების შემთხვევაში ქალმა უნდა უზრუნველყოს დამზოგველი რეჟიმი, უნდა შეამციროს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვა, ისწავლოს მოდუნება, ტკივილის გამოვლენისთანავე კი მიმართოს ექიმს.