როგორ შევეხოთ ქალს…

The-Vampire-Diaries-Wallpaper-Elena-Gilbert-Stefan-Salvatore-kiss-face-love-photo

სახე

პირველი რაც მამაკაცს შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ ქალს ასიამოვნოს ეს არის თვალებით კონტაქტი, ქალისთვის მამაკაცის ვნებიანი და სურვილით სავსე მზერა ძლიერ სასიამოვნო და ამგზნებია, თვალებით კონტაქტი, ამაღლებს ემოციურ სიახლოვეს/ინტიმურობას. შემდგომ სასურველია ქალს ნაზად შეეხოს მამაკაცის სახეზე ცერა და/ან საჩვენებელი თითებით  საფეთქლის მიდამოებში წრიული მოძრაობით, ასევე ძლიერ სასიამოვნოა, ქალისთვსის თითების ბალიშებით ნაზი შეხება, და მისი ყოველი კონტურის ფორმის გამეორება ალერსით. მაგ. ყბის კიდეზე, ლოყებზე და სხვა ნაკვთებზე.  ასევე სასიამოვნოა  თვალებზე და თვალების გარშემო კოცნა და ნაზი შეხება.

ტუჩები

ლიტერატურულად ზოგჯერ სამოთხის კარიბჭესაც ეძახიან ხოლმე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოფერება პირდაპირ ფრანგული კოცნით (ენით ალერსი ენაზე) და ორალური სექსით უნდა დაიწყოთ.  ქალისთვის ძლიერ სასიამოვნოა, როცა მამაკაცი მის ტუჩებს დიდ დროს უთმობს, კოცნის ნაზად, ჯერ ერთ (ზედა/ქვედა) ტუჩზე, შემდეგ მეორეზე, ნაზად ეხება ტუჩებზე ენით, ქალისთვის ასეთი ალერსი ამგზნებად მოქმედებს, შემდეგ შეიძლება უფრო ძლიერ და ვნებიან კოცნაზე გადასვლა.  ქალებს ხშირად სიამოვნებთ, როცა მათ ტუჩს მოათავსებენ კბილებს შორის/ნაზად კბენენ და თან ენით ეალერსებიან,  ასევე სიამოვნების მომგვრელია კოცნა ტუჩების გარშემო, ტუჩის კუთხეებში, ეს ადგილები ეროგენულ ზონებს წარმოადგენს.

ყურები

ქალის ერთ-ერთი ცხელი წერტილია.  როცა ქალი მამაკაცის გვერდით ზის/დგას/წევს,  ქალი ელოდება (არა ყველა) რომ  მამაკაცი მიატრიალებს თავს და ნაზად რაიმე სექსუალურს, სასაიამოვნოს/კომპლიმენტს უჩურჩულებს ყურში და/ან ნაზად შეეხება ყურებზე ბაგეებით.  ყურებზე, ყურის ბიბილოებზე ნაზი კოცნა ძლიერ სასიამოვნოა, ასევე სასიამოვნოა ყურის ნიჟარაზე ენით ალერსი.

Man Kissing Woman's Ear

კისერი

კისერზე კოცნა, ენის მოსმა/ალოკვა, მოწოვა, ნაზი კბენა, ძლიერი სიამოვნების მომგვრელია,  კისერზე კოცნის დაწყება შეიძლება ზევიდან, ყურების ქვეშ და შემდგომ ქვევით ჩასვლა, ასევე შესაძლებელია დაწყება  ქვევიდან და შემდგომ ზევით ასვლა სახისკენ.  კისერზე არა მარტო კოცნა და შეხება, არამედ თბილი ჰაერის შეგრძნებაც კი, რომელიც სუნთქვისას გამოიყოფა, სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს.

კისერზე კოცნა

ხელის გულები

40 000 ნერვული დაბოლოებაა ხელის გულებზე,  მამაკაცს შეუძლია შეეხოს ნაზად თითებით, წრიული მოძრაობით ხელის გულებზე, ან მოხაზოს ის ადგილები, რომლებიც ხელის გულების ხასებს ქმნიან,  სიამოვნება კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ხელის გულებს ტუჩები და ენა ეხება. ძლიერ სასიამოვნოა ხელების თითების პირში ჩადება, ტუჩებით და ენით შეხება, თუმცა ეს ზოგ შემთხვევაში მეტად სასიამოვნოა მაშინ, როცა ქალი მეტად აგზნებულია.  ხელის გულების სახესთან მიტანა, მისი სითბოთი და ალერსით შეხედვა და შეხება სიამოვნების მომგვრელია ქალისთვის.

მკერდი

თითქმის არ არსებობს  ქალი, რომლის ძლიერ სექსუალურ და ეროგენულ ზონასაც მკერდი არ წარმოადგენს. განსაკუთრებით სასიამოვნოა კერტებზე (ძუძუსთავებზე) და არეოლებზე (კერტების გარშემო მუქად შეფერილი კანის საზღვარი)  შეხება და ალერსი.   ქალების ნაწილს სიამოვნებს უფრო უხეში შეხება, მაგ. ძუძუსთავებზე თითების მოჭერა, კბენა,  ხელის გულებში ძუძუსთავების მოთავსება და ხელებით მკერდის დასრესა, ქალების ნაწილს კი ძლიერ სიამოვნებთ, მკერდზე ნაზი შეხება, ენით ირგვლივი მოძრაობების შესრულდება კერდების და არეოლების გარშემო, მკერდზე კოცნა, მკერდის ნაზი მოწოვა,  ზოგჯერ  მკერდზე პარალელურ  მოფერებას კოიტუსის, ან კლიტორის სტიმულაციის დროს ზე-ძლიერი სიამოვნების შეგრძნება და ორგაზმი მოყვება ქალებში.

mkerdze alersi

 

ზურგი და ხერხემალი

ადამიანის ზოგადად მთელს სხეულზე მრავლადაა ნერვული დაბოლოებები, თუმცა ზურგი და ხერხემლის მიმდებარე არეა ძლიერ მგრძნობიარე ზონას წარმოადგენს,  ზურგზე შეხება სასიამოვნოა, როგორც ტანსაცმლის ქვეშ ხელის ჩაცურებით და ნაზი მასაჟით, ხელის წრიული ნელი, ნაზი მოძრაობით ზურგზე, ასევე, ხელის გულებით და თითებით  შიშველ ზურგზე ალერსი და  კოცნა, ტუჩების და ენის ნაზი შეხება ან  ნაზად კბენა.

მუცელი

ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ეროგენული ზონა, განსაკუთრებით მისი ქვედა ნაწილი ბოქვენთან ახლოს, საზარდულის მიდამოს ტერიტორია და  ჭიპის გარშემო ზონა. მუცელზე კოცნა, თითების ნაზი შეხება, ენით შეხება ძლიერ ამგზნებია ქალისთვის,  მუცელზე ყოველი შეხებისას შესაძლოა ქალის სახეზე აისახებოდეს ის სიამოვნება რასაც განიცდის.

პირდაპირ მუცელზე მოფერებით დაწყება შეიძლება არ იყოს წარმატებული, ვინაიდან ქალს თუ აქვს  საკუთარი სხეულის და მუცელის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულება (მაგ. მიიჩნევს, რომ აქვს ბევრი ცხიმი, ან სტრიები), შეიძლება მისმა უსიამოვნო განცდამ და შიშმა, რომ პარტნიორს ეს არ მოეწონება გადაფაროს სიამოვნების განცდა.

 

კლიტორი

გარეთა სასქესო ორგანოს (ვულვას) შემადგენლობაში შემავალი ორგანო, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მასზე იმდენივე ნერვული დაბოლოებაა რაც პენიზე მიუხედავად იმისა, რომ ფართობით პენისზე რამოდენიმეჯერ პატარაა.  ქალების ნაწილს სიამოვნებს კლიტორე პირდაპირი შეხება, ზოგისთვის ასეთი ალერსი ზედმეტად მგრნძნობიარეა და ურჩევნია კლიტორის გარშემო სტიმულაცია. კლიტორის სტიმულაცია შეიძლება მოხდეს როგორც თითებით (საჩვენებელი, ან საჩვენებელი და არა თითით ერთად)  ასევე ტუჩებით, ენით, პენისით.  კლიტორს გააჩნია თავი, რომელიც ჩანს ან კლიტორის ჩუჩითაა დაფარული, სიღრმეში კი იტოტება ორ ფეხად, რომელთა არაპირდაპირი სტიმულაციაც, სასირცხვო ბაგეების სტიმულაციით ხდება, შესაბამისად კლიტორული სიამოვნება ქალის სასქესო ორგანოზე ალერსის დროს, თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში გამოიხატება, მაგრამ კლიტორზე მოფერებას  ძირითადად კლიტორის თავის სტიმულაციას ეძახიან. კლიტორის თავი და სხეული, რისი დანახვაც შეიძლება დაახლოებით 2-4 სანტიმეტრი სიგრძისაა, და მასზე 6000 ზე მეტი ნერვული დაბოლოებაა. რაც კლიტორის თავს ზე- მგრძნობიარეს ხდის.  კლიტორზე შეხებისას კაცმა უნდა გაითვალისწინოს  ქალისთვის როგორი შეხება და მოფერებაა სასიამოვნო.

საშო

საშოს დაახლოებით 11-12 სანტიმეტრი სიგრძის კუნთოვანი ორგანოა, რომელიც შიგნიდან ამოფენილია ნაზი, ლორწოვანი გარსით,  თავად საშო სიღრმეში არ არის იმდენად მგრძნობიარე რამდენადაც დასაწყისში, ანუ საშოს შესავალში (კარიბჭეში). საშოს შესავალის სტიმულაცია თითებით, ტუჩებით, ენით, ან პენისით ძლიერ სასიამოვნოა.  აგზნებისას საშო ფართოვდება, სიგრძეშიც იზრდება დაახლოებით 5 სანტიმეტრით, ასევე გამოყოფს სითხეს (ლუბრიკანტს), რომელსაც საშოს სეკრეტი ჰქვია, ხშირად ქალის ფიზიოლოგიური აგზნების განსაზღვრისთვის საშოს სეკრეტის არსებობას იყენებენ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქალი „სველია“  , ე.ი. „მზად არის“.    ქალის საშოს წინა კედელზე მდებარეობს G  წერტილი, რომელიც ცალკე განხილვის დიდ თემას წარმოადგენს, მოკლედ კი  G  წერტილს განსაკუთრებულ ადგილს უწოდებენ, ქალების აღწერით  G  წერტილის სტიმულაციით განცდილ ორგაზმს ვერაფერი შეედრება.   G  წერტილი ანატომიურად შეესაბამება პარაურეთრულ ჯირკვლებს, რომლებიც ასევე სეკრეტს გამოყოფენ და მასთან არის ასოცირებული ქალის ეაკულაცია  – „სქვირთი“ . G  წერტილის ანალოგი მამაკაცებში არის პროსტატა.

დუნდულოები

ქალებს სიამოვნებთ მამაკაცის ძლიერი ხელები საკუთარ ნაზ დუნდულოებზე, განსაკუთრებით სექსის დროს, თუ მამაკაცი ხელებს წაავლებს ტაკოზე, ქალისთვის სქესობრივი აქტით განცდილი შეგრძნებები ხშირად ხშირად ინტენსიური და სასიამოვნო ხდება.

 

ფეხები და ფეხის თითები

ბარძაყების შეიგნითა ზედაპირზე შეხება მრავალი ქალისთვის ძლიერ სასიამოვნო ეროტიული  ალერსს წარმოადგენს.  განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ ადგილებში ტუჩების ნაზი შეხება.

ფეხის თითები და ფეხის გულები ასევე მგრძნობიარე ელემენტებია ქალის ორგანიზმში, მათზე შეხება შეიძლება მეტად ამგზნები იყოს ქალისთვის, განსაკუთრებით თუ პარალელურად ხდება გენიტალიების სტიმულაცია. მაგ.  თითების მოწოვა  და პარალელურად კლიტორის სტიმულაცია.

About these ads