როგორ ვასიამოვნოთ მამაკაცს?

სექსოლოგების აზრით, მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭება არ არის რთული საქმე. ისინი სურვილების კუთხით არ არიან განსაკუთრებით მომთხოვნები და პრეტენზიულები. მამაკაცისთვის სიამოვნების მისანიჭებლად საკმარისია ქალის სურვილი. სექსოლოგები იძლევიან რეკომენდაციას არა მხოლოდ სექსის კუთხით, არამედ ყოველდღიური თვალსაზრისითაც. მამაკაცისთვის აუცილებელია ყველა სფეროში იყოს სიმშვიდე და იდილია.

ჭამა

მამაკაცისთვის ქალის მიერ მომზადებულ საკვებში მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად ლამაზი და უნაკლოა მომზადებული კერძი, არამდე ის, რომ ქალი შეწუხდა მის გამო და ეცადე ესიამოვნებინა. ქალის მიერ მომზადებული კერძი მამაკაცს აძლევს მოდუნების საშუალებას და აგრძნობინებს თავს საყვარელ მამაკაცად.

  • მოამზადეთ მისთვის საყვარელი კერძები „სპეციალურად მისთვის“;
  • მიართვით ღიმილით;
  • დროდადრო მოამზადეთ ახალი კერძები;
  • რომანტიული ვახშმის იდეა,  წარმატებლია.

სექსი

  • გაიგეთ რა და როგორ მოსწონს მას და ეცადეთ მიანიჭოთ სიამოვნება;
  • გააკვირვეთ იგი – გააკეთეთ ის, რაც ადრე არ გაგიკეთებიათ;
  • აჩუქეთ მას „მისი რამე“ – მიეცით წამყვანი როლი, ზოგიერთ მამაკაცს არ მოსწონს ქალის ინიციატივა.

სიმშვიდე

ზოგჯერ რომანტიულ და სიურპრიზებიან საღამოს მამაკაცს ურჩევნია მშვიდი წყნარი საღამო საქმეების გასაკეთებლად, ან უბრალოდ ტელევიზორის საყურებლად.

ეროტიკა ყოველდღიურობაში

კვირაში რამდენიმე დღე შეიძლება საუზმის მიტანა ოფიციანტი ქალის სექსუალ ტანისამოსში, ან სულაც შიშვლად, სახლის დალაგება მოსამსახურის გამომწვევ ფორმაში. შეიძლება სამსახურიდან დაბრუნებულ მამაკაცს დახვდეთ ლამაზ საცვლებსა და მაღალ ქუსლებზე.

მისი გართობა მეგობრებთან

მიეცით თქვენს მამაკაცს გართობის და მეგობრებთან დროის რაღაც ნაწილის გატარების საშუალება.

ღიმილი

მამაკაცები ამბობენ, რომ გულწრფელად მომღიმარი ქალი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის. ღიმილი მამაკაცისთვის არის დასტური, რომ ქალი ბედნიერია მასთან.

ქება

მამაკაცის შექება აუცილებელია. მას ძალიან სჭირდება ეს ყველაფერი, რომ მეტი ენთუზიაზმით გააკეთოს საქმე.

დილით გაღვიძება

ნაზი კოცნა ვერ შეედრება მაღვიძარის საშინელ ხმაურს. მამაკაცის გაღვიძება კარგია ალერსით და მოფერებით, ეს კი თავის მხრივ გაულამაზებს მას მთელს დღეს.

სასიყვარული წერილები სტიკერებზე

“სულელური ჩანაწერები” (სიყვარულის ახსნა, ფარული სურვილები, შექება) სტიკერებზე, რომლებსაც მიაკრავთ ყველაგან, სადაც მამაკაცმა შეიძლება გაიაროს, მას ძალიან გაახარებს. მამაკაცი ამ ჟესტს მიიღებს, როგორც განსაკუთრებულ ყურადღებას.

შოპინგი

მამაკაცებს არ უყვართ ქალთან ერთად საყიდლებზე სიარული. მათი მხრიდან მეტად ფასდებიან ქალები, რომლებიც დამოუკიდებლად დადიან მაღაზიებში და ყიდულებენ მათთვის აუცილებელ ნივთებს.