სექსუალური შეუთავსებლობა

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ორ შეყვარებულ ადამიანს არ ექნება არანაირი პრობლემა სექსუალურ სფეროშიც, მაგრამ ეს ასე არ არის. პრობლემა შეიძლება ჰქონდეს როგორც შეყვარებულ წყვილს, ასევე შემთხევით მოკონტაქტეებს.

სექსი ყოველთვის არ გულისხმობს სიყვარულს, სიყვარული კი თუ ორ ადამიანს აქვს ურთიერთობა მოიაზრებს სექსსაც. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ადამიანს უჩნდება ფანტაზიები, მასთან სიახლოვის, მისი სხეულის შეგრძნების სურვილი. თუმცა სექსში, ისევე როგორც ადამიანთა ურთიერთობის ნებისმიერ სხვა სფეროში შეიძლება იყოს პრობლემები, რადგან იმედები ხშირად არ მართლდება. ეს არის სექსუალური შეუთავსებლობა, რომელსაც უამრავი მიზეზი აქვს:

  • ანატომიური დისგამენორეა – აქ საქმე გვაქვს ანატომია-ფიზიოლოგიასთან. ყველა საკლიტურს აქვს თავისი გასაღები. ყველაზე ხშირი მიზეზი ანატომოიური დისგამენორეის არის სასქესო ორგანოების ზომისა და ფორმის ვერ დამთხვევა. ამ შემთხვევაში სექსით სიამოვნების მიღება შეუძლებელია და გრძნობებს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის გამოსასწორებლად;
  • ბიორითმების სხვაობა – ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიორითმი, როგორც სექსუალური აქტივობის ბიოლოგიური საათი. სექსოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, მამაკაცებში ეს პერიოდი არის დილით, ქალებში კი უხშირესად – ღამით. ამასთან ერთად არის კიდევ სექსისთვის გამოყოფილ დროსთან დაკავშირებული ფაქტორები: ვიღაცას უყვარს დილით გვიანობამდე ძილი, ვიღაც კი მზის ამოსვლისთანავე დგება. ბევრი მამაკაცი გვიანობამდე მუშაობს და სახლში დაბრუნებულს ფიზიკურად არა აქვს სექსის თავი. ეს განსაკუთრებით ძლიერად არის გამოხატული, როცა პარტნიორთაგან ერთი არის ბუ, მეორე კი ტოროლა;
  • ურთიერთსაწინააღმდეგო ტემპერამენტი - ყველა ადამიანს აქვს სექსის განსხვავებული მოთხოვნილება. თუ ვიღაცისთვის კვირაში ერთი აქტი საკმარისია სრული კმაყოფილებისათვის, ვიღაცა დღეში ერთი აქტითაც კი დაუკმაყოფილებელია. თუკი წყვილში განსხვავებული სექსუალური მოთხოვნილებების მქონე ადამიანები არიან, ადრე თუ გვიან მათ ექნებათ პრობლემა. დროთა განმავლობაში გრძნობები ნელდება, ეიფორია გადის და რჩევა წყვილის ჭეშმარიტი ტემპერამენტი;
  • ასაკობრივი დიზალიანსი – ასაკობრივად იცვლება სექსის მოთხოვნილება, ამიტომაც ასაკი ხშირად ქმნის ამ სფეროში პრობლემას. წყვილებში, სადაც მამაკაცია უფროსი მეტად ხშირია ასეთი პრობლემები, ვიდრე იმ წყვილებში, სადაც ქალია გაცილებით დიდი ასაკით;
  • სექსუალური ფანტაზიების ვერ დამთხვევა – ასეთი სექსუალური შეუთავსებლობა გულისხმობს სასიყვარული ფეტიშების, სექსში გარკვეული სურვილების არსებობას ერთ პარტნიორში, ისე რომ მეორე ამით ღიზიანდება.

სექსუალური შეუთავსებლობა არ არის დაავადება და პათოლოგია. ამ პრობლემის წარმოშობაში დამნაშავე არავინაა, ესა თუ ის მახასიათებელი ადამიანში ჩადებულია გენეტიკურად.

ამ სიტუაციიდან ხსნა არის ორივე პარტნიორის მხრიდან ქცევის შეცვლა და რიგ დათმობებზე წასვლა. პრობლემის მოგვარებას ხელს უწყობს პარტნიორთან გულახდილი საუბრები, ერთმანეთისთვის პრობლემების გაზიარება, უთქმელობა მტერია წყვილის ურთიერთობისთვის. წყვილში არ უნდა არსებობდეს შიში და მორიდება, მხოლოდ სიმშვიდე, გაგება და ჰარმონია.