კოლპიტი

Candida_Vaginitis550_ab 

კოლპიტივაგინიტი,  წარმოადგენს საშოს ანთებას, ვითარდება საკმაოდ ხშირად და წარმოადგენს საშოდან პათოლოგიური გამონადენის უხშირეს  მიზეზს.    ვაგინიტს უმეტესად  სამი გამომწვევი ჰყავს: 1) ბაქტერიული ვაგინოზი, 2) კანდიდიაზი  3) ტრიქომონიაზი.

საშოს ანთება შეიძლება გამოიწვიოს ერთმა რომელიმე ინფექციამ, შეიძლება ასევე იყოს  კომბინირებული გენზის, სხვადასხვა პათოგენებით გამოწვეული.

ნიშნები და სიმპტომები:

  • გენიტალური მიდამოს გაღიზიანება ან ქავილი
  • ანთებითი რეაქცია (გაღიზიანება, სიწითლე, შეშუპება), რომელიც გამოხატულია დიდ, მცირე სასირცხვო ბაგეებზე და შორისის მიდამოში.
  • საშოდან გამონადენი
  • საშოს უსიამოვნო სუნი – ძირითადად გამოწვეულია გამონადენის სუნით.
  • ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს.

ვაგინიტების 90 %  ვითარდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში და გამოწვეულია სამიდან რომელიმე პათოლოგიით.

კანდიდიაზი – რომელიც სოკოვან ინფექციას წარმოადგენს

ბაქტერიული ვაგინოზი – რომელიც გამოწვეულია გარდნერელათი

ტრქიქომონიაზი – გამოწვეულია ტრიქომონათი.

სხვა  გამომწვევებს  წარმოადგენენ:  გონორეა, ქლამიდია, მიკოპლაზმა, ჰერპესი, კამპილობაქტერია, ჰიგიენის დაუცველობა, სხვა პარაზიტები.

სქესობრივი მომწიფების ასაკამდე  თუ ვითარდება ვაგინიტი ძირითადი მიზეზებია: ბაქტერიული ვაგინოზი, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკებით, ჰიგიენის დაუცველობით.

მენოპაუზის შემდგომ ქალებში შეიძლება განვითარდეს ატროფიული ვაგინიტი, რომელიც ჰორმონალური მდგომარეობის ცვლილების შედეგია.

დიაგნოსტირება ხდება ნაცხის ანალიზით, მიკორსკოპული გამოკვლევით, კულტურის დადგენით. მასზე ეჭვის მიტანა კი რათქმაუნდა სიმპტომებით და ნიშნებით ხდება.

მკურნალობა

გამომწვევის შესაბამისად:

ტრიქომონა –  2 გ. მეტრონიდაზოლი ერთჯერადი დოზა, ან ტინიდაზოლი

ბაქტერიული ვაგინოზი:  მეტრონიდაზოლი, როგორც გელი, ასევე ორალური ფორმებით შესაძლებელია. ასევე კლინდამიცინი რომელიმე ფორმით.

სოკოვანი ინფექცია: ადგილობრივი (კრემები) აზოლები (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები).  1-7 დღე.

კოლპიტის გამომწვევის თვითდიაგნოსტირების შემთხვევები  შემთხვევების  89 % შეცდომით სრულდება.