ეჭვიანობა პორნოვარსკვლავებზე

ქალების დიდი ნაწილისთვის მამაკაცისთვის მასტურბაციის დროს შეწრება, შოკის ტოლფასია. არ არის ამ დროს მამაკაცის სექსოლოგათან „წაყვანა“ საჭირო, ეს არ არის არც პათოლოგია და არც გადახრა.

თუმცა პორნოვარსკვლავებისთვის კონკურენციის გაწევა რთული და უშედეგოა.

ქალთან სექსის დროს მიღებული სიამოვნება ვერ შეედრება მასტურაბციის დროს განვითარებულ შეგრძნებებს. არ არის პარტნიორ ქალზე კონცენტრირების აუცილებლობა, არც მოძრაობა არ არის საჭირო, სპერმატოზიოდებიც მასტურბაციის დროს გაცილებით ნაკლები „იკარგება“, ვიდრე სექსის დროს. Read the rest of this entry »

About these ads

ვიბრატორი

ვიბრატორი – ეს არის ელექტრონული ნივთი, რომელიც შექმნილია საშოს, კლიტორისა და ანალური ხვრელის მასაჟისთვის. ვიბრატორის მოქმედება მდგომარეობს იმაში, რომ მოძრაობა იწვევს ინტიმურ კუნთებში შეკუმშვებს და ორგაზმის განვითარებას. არჩევენ ვაგინალურ, კლიტორულ, ანალურ ვიბრატორებს და მათ კომბინაციებს.

თავიდან ვიბრატორები გამოიგონეს მამაკაცებისთვის. მისი დანიშნულება მამაკაცებში კუნთების დაძაბულობის მოხსნა იყო. თუმცა შემქნელს შეეშინდა თავისი შემოქმედების საზოგადოებისთვის დემონსტრირება და განაცხადა, რომ ვიბრატორი „ჰისტერიის“ განკურნებისთვის გამოიგონა. ქალებს მკურნალობის მსგავსი მეთოდი ანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას და ცდილობდნენ ხშირად ენახათ მკურნალი ექიმი, რომელიც ატარებდა სტიმულაციას არა უხშირეს ერთჯერ კვირაში. დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ ქალები მკურნალობის კურსის შემდეგ გამოიყურებოდნენ ბედნიერად. Read the rest of this entry »

პათოლოგიური გამონადენი

დავიწყოთ იმით, რომ გამონადენის ხასიათის მიხედვით ვერ დაისმევა ზუსტი დიაგნოზი, აუცილებელია ნაცხის ანალიზი. ამიტომაც გამონადენის ხასიათის მიხედვით მხოლოდ შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომლის დადასტურება ან უარყოა უნდა მოხდეს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით.

ყველაზე ხშირად გამონადენის მაჩვენებლებს ცვლიან სასქესო ორგანოების სპეციფიური ანთებით-ინფექციური დაავადებები. მათ შორის: ტრიქომონიაზი, კანდიდოზი, გონორეა, ქლამიდიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი და არასპეციფიური ანთებითი დაავადებები. Read the rest of this entry »

სიყვარულის სახეობები

 სიყვარულის სახეობები

სიყვარული ძლიერი ემოციური გრძნობაა, რომელიც ყალიბდება ორ ადამიანს შორის. მისი ფორმები და მოდელები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. John Lee-ს მიერ განიხილება სიყვარულის  ექვსი სხვადასხვა მოდელი. სიყვარულის სახეები ან სიყვარულის “ფერები”- ზოგჯერ ასეც მოიხსერნიებენ:  ეროსი, ლუდუსი, სთორჯი, პრაგმა, მანია,  აგაპე.
ეროსი- სიყვარულის ეს მოდელი გამოირჩევა გრძნობების ქარიშხლით, მძლავრ ემოციურ განცდებზე დაფუძნებული გრძნობაა. ასე შეყვარებული ადამიანები, მძლავრად არიან ორიენტირებულები ინტუიციაზე და “ქიმიურ” სიყვარულზე, ისინი  როგორც წესი აღნიშნავენ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდათ.   ამ მოდელით შეყვარებულებისთვის  ბედნიერების და სიამოვნების გაძლიერება გახანგრძლივებაა ქორწინება, მათ ცხოვრებაში სექსს დიდი ადგილი უკავია. ასეთი წყვილები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ მოფერებით  შერქმეულ სახელებს. მაგ. “ფისო”, “ძვირფასო”, “საყვარელო”, “ტკბილო” და ა.შ.   ეროსით შეპყრობილი ადამიანები, ხშირად განიხილებიან “წყალწაღებულ” რომანტიკოსებად.

მოდელის უპირატესობაა – ასეთი ადამიანები ძალიან სენტიმენტალურები არიან  სიყვარულში და სიყვარული მათი ბედნიერებაა. ყველაზე დიდი უარყოფითი კი არის მისი სწრაფწარმავლობა, გრძნობები როგორ მოულოდნელადაც მოდის, ისე მოულოდნელად შეიძლება გაქრეს. აგრეთვე ეს ადამიანები ხშირი მსხვერპლი და ტყვეები ხდებიან მათ მიერ შექმნილი ფანტაზიების და წარმოსახვითი სამყაროსი.

ეროსის სიყვარულის მაგალითებია ფილმები:  “ცისფერი სავანე” , “ლამაზმანი” , “ტიტანიკი”, “ვარსკვლავთა ომები”, “გოგონა მარგალიტის საყურით”. Read the rest of this entry »

საშოს სეკრეტი

ბევრი ქალი თვლის, რომელიც მოჭარბებულად ზრუნავს სხეულის „სისუფთავეზე“, ფიქრობს, რომ საშოს სეკრეტი სიბინძურეა და ცდილობს, მოიშოროს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ საშოს სეკრეტი ისეთივე ფიზიოლოგიურია, როგორც ნერყწვის გამოყოფა, ცრემლების წარმოქმნა და ა.შ. ამ გამონადენის მოშორება უაზრო და არც ისე უსაფრთხოა. მეორეს მხრივ არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც იცვლება გამონადენის ხასიათი და ეს არის პირველი ნიშანი გინეკოლოგთან ვიზიტისთვის.

საშოს სეკრეტის შემდაგენლობაში შედის: Read the rest of this entry »

სიყვარულის სამკუთხედის თეორია

115 Love & Romance Wallpapers

„გამოხატვის გარეშე უდიდესი სიყვარულიც კი შეიძლება მოკვდეს” – ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ ფსიქოლოგს რობერტ სტენბერგს, რომელმაც სიყვარულის სამკუთხედის თეორია შექმნა.

აღნიშნული  თეორია მოიცავს და განიხილავს სიყვარულს სამი განსხვავებული კომპონენტით, რასაც წამყვან მნიშვნელობას ანიჭებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. ეს კომპონენტებია:

1) ინტიმურობა- გამოიხატება, ახლო ურთიერთობების სურვილით, ადამიანური დამოკიდებულებით (მიჯაჭვულობით).

2) ვნება – უბიძგებს ადამიანს  რომანტიული, ფიზიკური, სექსუალური ურთიერთობისკენ.

3) ზრუნვა – ამაში მოიაზრება ორი ადამიანის სურვილი და ქცევა ერთმანეთის წარმატებებს შეუწყონ ხელი და ერთად იბრძოლონ სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, დაეხმარონ და იზრუნონ  ერთმანეთზე.

ამ კომპონენტების ნაზავი ქმნის სიყვარულს, ხოლო მათი „დოზები“ სიყვარულის ძალას განსაზღვრავს.

ცხრილში მოცემულია თეორიის თანახმად არსებული სიყვარულის სახეები, რომელიც იქმნება სამი ძირითადი კომპონენტის არსებობა-არარსებობით. Read the rest of this entry »

ეროგენული უბნები

Sexy Erotic Girl (42)
ეროგენული ზონები წარმოადგენს  კანისა და ლორწოვანი გარსის იმ უბნებს, რომელთა სტიმულაციაც იწვევს სექსუალურ აგზნებას, ან ორგაზმს. თავისი დანიშნულების მიხედვით ეროგენული ზონები იყოფიან ძირითად და დამატებით ზონებად.

ეროგენული ზონები ქალებში

ქალის ორგანიზმის ეროგენულ ზონებს მიეკუთვნება კლიტორი, მცირე სასირცხვო ბაგეები, საშო, მკერდი, კერტები და დამატებითი ეროგენული ზონები (კანის ზედაპირი, ტერფები, თეძოს შიგნითა ზედაპირები, ბოქვენი, შორისი, ანუსი და ა.შ.).

კლიტორი - ქალის სხეულის ყველაზე ეროგენული ზონაა. როგორც წესი, „კლიტორს“ უწოდებენ კლიტორის მხოლოდ თვალისთვის ხილულ ნაწილს, რომელიც მცირე სასირცხვო ბაგეების ზევით მდებარეობს. რაც შეეხება მის დანარჩენ ნაწილს, იგი დაფარულია კლიტორის ჩუჩით. კლიტორის ქსოვილი მდიდარია ნერვული დაბოლოებებით. სტატისტიკურად, ქალების 50% საკუთარი სხეულის მთავარ ეროგენულ ზონად კლიტორს ასახელებს.

მცირე სასირცხვო ბაგეები - ეროგენულ ზონებს შორის მნიშვნელობით მეორე ზონაა. ქალებში მცირე სასირცხვო ბაგეების ინერვაცია მეტად ინდივიდუალურია, ამიტომაც მათი მგრძნობელობაც განსხვავებულია: უმნიშვნელოდან ძალიან მგრძნობიარემდე. ქალების 15-20% მთავარ ეროგენულ ზონას სწორედ მცირე სასირცხვო ბაგეებს ასახელებს.

საშო - საშო ქალის სამშობიარო გზების ნაწილია და თითქმის მოკლებულია მცირე სასირცხვო ბაგეებისა და კლიტორის მსგავს ინერვაციას. ეს ერთგვარად დამცველობითი მექანიზმია, რათა ქალი მშობიარობის დროს ზედმეტი ტკივილისგან იყოს დაცული. ამასთან ერთად, ქალების დიდი ნაწილი აღნიშნავს საშოს მაღალ მგრძნობელობას პენისის შეყვანაზე. ამის მეცნიერული ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ საშოს აგზნება მასტურბაციისა თუ სექსის დროს მეორადია და ეფუძნება საშოს იმ ზონის აგზნებას, რომლეიც უშუალოდ კლიტორის ქვეშ მდებარეობს (G წერტილი). G წერტილი საშოს წინა კედელზეა მოთავსებული შესავლიდან 5 სმ-ის შიგნით და 1-2 სმ-ის სიღრმეზე მდებარეობს. ვინაიდან ქალების უმრავლესობამ ეს არ იცის, ამიტომ G წერტილის სტიმულაციით მიღებული ორგაზმი აღიქმება ვაგინალურ ორგაზმად. Read the rest of this entry »

პიკაპის ტექნიკა

პიკაპის ხსენებაზე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ავტომობილზე იწყებს ფიქრს. თუმცა ის პიკაპი, რომელიც თანამედროვე ადამიანებში ხშირად არის განხილვის საგანი, სულაც არ არის ავტომობილი. ამ შემთხვევაში პიკაპი გულისხმობს სწრაფი გაცნობისა და მოხიბვლის ხელოვნებას, რომელიც არ გულისხმობს ურთიერთობების შემდგომ გაგრძელება-განვითარებას. ანუ ეს არის ქალისა და კაცის დროებით კავშირს, რომელიც არაფრით არ ავალდებულებს არც ერთს. მოკლედ რომ ვთქვათ, პიკაპი არის კავშირი წესების გარეშე. Read the rest of this entry »

%d bloggers like this: