კოიტუსის რეზერვაცია

Kamasutra_Obsessive_Karezza

კოიტუსის რეზერვაცია წარმოადგენს სექსუალური აქტის ფორმას, რომლის დროსაც  დონორი პარტნიორი ცდილობს ჰქონდეს კოიტუსი, ეაკულაციის გარეშე.  მნიშვნელოვანი სექსის პლატოს ფაზის შენარჩუნება  ორგაზმის ზღვარზე , სპერმის გამოყოფის გარეშე.  კოიტუსის რეზერვაცია ასევე მოიხსენიება სიტყვით -  კარეცა.

მიინევენ, რომ კარეცა წარმოადგენს განსაკუთრებულ ძლიერ სიამოვნებას წყვილისთვის და ეაკულაციის შენარჩუნება და პრევენცია იწვევს ექსტაზის ძლიერ განცდას ადამიანში. Read the rest of this entry »

About these ads

ქალის ორგაზმი ხელოვნებაში

 დანი ოლივიეს ნამუშევრები, რომელთა სერიასაც ხელოვანმა უწოდა “ორგაზმი”. ოლივიე ეცადა ამ ფოტოების საშუალებით ეჩვენებინა როგორი ლამაზი და საინტერესოა ქალის სექსუალური სიამოვნების პიკი.

Read the rest of this entry »

ქალის ორგაზმი

ორგაზმი სიამოვნების განცდის ინტენსიური გრძნობაა, რომელიც სექსუალური რეაქციის ციკლის ნაწილია და აღმოცენდება ქალებშიც და მამაკაცებშიც. ქალების ორგაზმი უფრო კომპლექსური და რთულია ვიდრე მამაკაცების. ქალების ორგაზმი ძირითადად იყოფა ორ ნაწილად: ვაგინალური და კლიტორული ორგაზმი.  როგორც წესი, კლიტორული ორგაზმი უფრო ადვილად მიიღწევა და უფრო ხშირია, ვიდრე ვაგინალური. Read the rest of this entry »

ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს სექსის დროს

  1. შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე,რომ ყველა სექსი ორგაზმის უნდა დამთავრდეს. სექსია მთავრი და არა ორგაზმი. როგორც კი შეწყვეტთ ამაზე ფიქრს, სიამოვნების მოზღვავებას იგრძნობთ;
  2. დაინტერესდით საკუთარი სხეულით. ეძებეთ დაუსრულებლად ისეთი წერთილები,რომელთა სტიმულციაც სიამოვნებას განიჭებთ;
  3. სექსის წინ პარტნიორს სთხოვეთ, ჭიპის ოდნავ ქვემოთ წრიული მოძრაობებით მოგეფეროთ. ეს უზრუნველყოფს სისხლის მოდინებას სასქესო ორგანოებისაკენ;
  4. ეცადეთ სექსი გადაიტანოთ დილის საათებში;
  5. ავარჯიშეთ სხეული ქვედა ნაწილის კუნთები. ისწავლეთ კუნთების შეკუმშვა და მოდუნება.

ანორგაზმიის მკურნალობა

ანორგაზმიის მკურნალობამდე საჭიროა გავარკვიოთ, ნამდვილად აქვს ქალს ანორგამზია, თუ არა. თუ აქვს, რა სახის ანორგამზიაა, რამ გამოიწია და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფიქრი მკურნალობაზე.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ სექსუალური ცხოვრება დუეტია!!! და მამაკაცის როლი პარტნიორი ქალი ორგაზმში ძალიან დიდია. სექსუალური აქტის დროს მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი დაჟინება, ან ძალადობა, პარტნიორის გამოუცდელობა და მისი არაადექვატური საქციელი, მით უმეტეს პირველი სქესობრივი აქტის დროს, ძალიან აძნელებს ქალის მხრიდან ორგაზმის განცდის შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს, თუკი სამუდამო დაღს არ დაასვამს ქალის სექსულაურ ცხოვრებას.

თუკი ქალს ანორგაზმია აქვს, მაგრამ რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან ერთი სრული წელი არ არის გასული, ანორგაზმიის დიაგნოზი არ ისმევა.

დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება კომპლექსური მკურნალობა. თუკი ანორგაზმიის მიზეზი სასქესო ორგანოების ანომლიებია, რა თქმა უნდა ხდება მისი ქირურგიული კორექცია, რაიმე დაავადებების გამო განვითარებულ ანორგაზმიის დროს კურნავენ ძირითად დაავადებას. თუმცა ყველა შემთხვევაში წყვილს ასწავლიან, რომ უნდა გაიცნონ საკუთარი და ერთმანეთის სხეულები. აუცილებელია ქალის მასტურბაცია, რათა მან გაარკვიოს, როგორი მოფერება სიამოვნებს, როგორ უნდა მოახდინოს მამაკაცმა მისი ეროგენული ზონების სტიმულცია ისე, რომ ქალს ესიამოვნოს. აუცილებელია წყვილი გახსნილი იყოს ერთმანეთთან, ხშრად უნდა ისაუბრონ გულახდილად, გაუზიაონ ერთმანეთს სექსუალური ფანტაზიები, უნდა მოახდინოს სექსუალური სურვილების რეალიზება.

ანორგაზმიის მძიმე ფსიქოგენური საფუძვლების დროს საჭირო ხდება ფსიქოთერაპიები, ჰიპნოზის გამოყენება, ანტიდეპრესანტები (დეპრესიაულ პაციენტებში). ყველა ქალს ენიშნება კეგელის ვარჯიშები, რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფს ორგაზმის განცდას, მაგრამ ზრდის მისი გაცდის შანსებს.

ანორგაზმია – ნორმა თუ სექსუალური დიფუნქცია?

ანორგაზმია ნორმად ითვლება სექსუალური ცხოვრების დასაწყისში. ამ პერიოდში ხდება ქალის სექსუალობის გაღვიძება, მისი შეწყობა პარტნიორის თავისებურებებთან, აგრეთვე ორგაზმის განცდის თავისებურებების ჩამოყალიბების პროცესის დასრულება. სექსუალური თანაცხოვრების პირველ წელს პარტნიორები სიამოვენბის მიღების სხვადასხვა ვარიანტებს სინჯავენ. ნელ ნელა ავლენენ ერთმანეთის სხეულში არსებულ ეროგენულ ზონებს, სწავლობენ ერთმანეთის სხეულებს, ერთმანეთის სურვილებს და ერთმანეთისთვის სიამოვნების მინიჭების გზებს. Read the rest of this entry »

ქალის ორგაზმის მექანიზმი

ორგაზმი არ წამოიშობა უეცრად, თავითავად და შემთხვევით. ეს არის დაგროვებადი, მზარდი სექსუალური სიამოვნების, სექსუალური აგზნების თანამდევი მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესების კანონზომიერი შედეგი. ამ პროცესების შედეგად ან ვითარდება ორგაზმი, ან ვერა. სექსუალური აგზნებისა და სასიამოვნო შეგრძნებების გარეშე ორგაზმის მიღწევა, როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს თავად სექსი, პრაქტიკულად ვერ ხერხდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ორგაზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სქესობრივ აქტამდე პრელუდია. Read the rest of this entry »

ქალის ორგაზმი (შესავალი)

სექსუალობა ადამიანის ხელშეუხებელი თვისებაა, რომლეიც აქვს როგორც ქალს, ისევე მამაკაცს, იგი განსაზღვრავს ადამიანის სექსუალურ ლტოლვას, სქესობრივი აქტის ქონის სურვილსა და სექსისგან სიამოვნების მიღების უნარს. თუმცა კი სექსუალობის მექანიზმების არსის მიხედვით ქალისა და მამაკაცის სექსუალობა მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ქალის სექსუალობა რეალიზდება საკუთარი ბიოლოგიური კანონების მიხედვით, პირველ რიგში ეს ეხება სექსუალური შეგრძნებების მიღების უნარს – ორგაზმს. Read the rest of this entry »

%d bloggers like this: