
პროსტატა ადამიანის ეგზოკრინული ჯირკვალია, ის გამოყოფს პროსტატის სეკრეტს, რომელიც პენისის საშუალებით გამოიყოფა. პროსტატა მენჯის ღრუში მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ. მამაკაცების დიდ ნაწილს სმენია პროსტატის შესახებ ძირითადად უარყოფით კონტექსტში (მაგ. პროსტატიტი, პროსტატის კიბო), თუმცა პროსტატა მამაკაცის სექსუალობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. პროსტატა მამაკაცების ორგანოა, თუმცა ქალებშიც არსებობს მისი ანალოგი, რომელსაც სკენეს ჯირკვალი (პარაურეთრული ჯირკვალი ) ჰქვია. პროსტატის მასაჟი/ სტიმულაცია თითქმის ყველა მამაკაცისთვის ძლიერ სასიამოვნოა. ჰომოსექსუალური კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი სექსუალური აქტის დროს წარმოადგენს პროსტატის სტიმულაცია.
პროსტატას მამაკაცის G წერტილსაც უწოდებენ, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ავტორების ნაწილის მტკიცებით არსებობს პროსტატის ორგაზმი, რომელიც პენისის ორგაზმისგან განსხვავდება. პროსტატის ორგაზმს მამაკაცები აღწერენ მკვეთრად განსხვავებულს, ვიდრე პენისის სტიმულაციით და ორგაზმით მიღებული სიამოვნებაა.
პროსტატის სტიმულაცია ეროტიული აღგზნების გარეშე შეიძლება არ იყოს სასიამოვნო, მეტიც მას შეიძლება ძლიერ უსიამოვნო განცდა ახლდეს თან თუ მამაკაცი აგზნებული არ არის. სწორედ ამიტომ ექიმის მიერ პროსტატის გასინჯვის პროცედურა შეგრძნებებით მკვეთრად განსხვავდება საწოლში პროსტატის სტიმულაციისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ორივე შემთხვევაში ერთნაირი შეიძლება იყოს. Read the rest of this entry »
წინამდებარე ჯირკვალია, ანუ პროსტატა მამაკაცის სასქესო ჯიკრვალია. მისი დაავადებები იწვევს ინტერესს არა მხოლოდ ექიმების, არამედ პაციენტების ინტერესსაც, რამეთუ არის ძალიან ხშირი, საკმაოდ სერიოზულ და ადამიანის სოცილაურ ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, აუარესებს ცხოვრების ხარისხს.












