ხშირად ანალიზების ჩაბარების წინ ადამიანს ავიწყდება ელემენტარული ნორმები, რომლებიც განაპირობებს ანალიზების ხარისხსა და სანდოობას. ანალიზების ჩაბარებამდე სასურველია მომხმარებელმა გაიგოს, რამდენად შორსაა საკვლევი ლაბორატორია, როდის წაიღებენ მის მიერ ჩაბარებულ მასალას გამოსაკვლევად და როდის იქნება მზად. შარდის ანალიზი და დასათესი მასალა უნდა გაიგზავნოს მიღებისთანავე. ანალიზები, რომლეიც ჩაბარებიდან 3 საათი არ მიდი ლაბორატორიაში, ვერ იქნება სანდო.
გასათვალისწინებელია, რომ ანალიზების აღება უნდა ხდებოდეს „სუფთა ფონზე“, ანუ ყოველგვარი მედიკამენტების მიღებისა და გარაგანი საშუალებების გამოყენების გარეშე. Read the rest of this entry »

ქლამიდიით გამოწვეული ინფექცია არის სიხშირით ერთ-ერთი პირველი (გონორეასთან ერთად) სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აშშ-ში. და გავრცელებულია უმეტესად 25 წელზე ნაკლები ასაკის ქალებში. ქლამიდია არის ობლიგატური ინტრაცელულარული პარაზიტი (გრამ-უარყოფითი ბაქტერია), იწვევს ცილინდრული ეპითელიუმის ინფექციას, შესაბამისად იწვევს ენდოცერვიკალურ გლანდურალურ ინფექციას, შედეგად ხდება მუკოპურულენტური(ლორწოვან-ჩირქოვანი) გამონადენის ფორმირება და ენდოცერვიკალურ სეკრეცია. ინფექციის შედეგად ხდება ენდოცერვიკალური(საშვილოსნოს ყელის შიდა ნაწილი) ქსოვილის შეშუპება და ჰიპერემია. ქლამიდიამ შარდსადენის ინფიცირებითშესაძლოა გამოიწვიოს ურეთრიტი. ქლამიდიის იფიცირება აისახება ქალის ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით: 









