ვნება (ემოცია)

ვნება ემოციაა, რომელიც გამოხატავს ძლიერ გრძნობას რაღაცის ან ვიღაცის მიმართ.  ვნება შეიძლება გამოხატავდეს ძლიერ ენთუზიაზმს, დაუძლეველ განცდებს და გრძნობებს, ან სურვილს. სიტყვა ვნება როგორც წესი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება სიყვარულის , ძლიერი სექსუალური სურვილის, უჩვეულოდ ძლიერი აგზნების გამოსახატავად.  ვნება უფრო ძლიერი ემოციაა, ვიდრე ჟინი და გულისთქმა.

ვნება ხშირად გამოხატავს პოზიტიურ აფინურობას  (მიმზიდველობა), ან სიყვარულს საგნის, პიროვნების, მოვლენის  ან იდეის მიმართ.