კაცის სასქესო სისტემა

მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა ( მამაკაცის სასქესო სისტემა), შედგება  ორგანოებისგან, რომლებიც მონაწილეობენ რეპროდუქციულ პროცესებში. მამაკაცის სასქესო ორგანოები მდებარეობს სხეულიზე გარედან მენჯის მიმდებარედ.

მამაკაცის სასქესო ორგანოებია:

სათესლეები

კლაკნილი მილაკები

სათესლის დანამატი

სათესლის გამომტანი სადინარი

კლაკნილი ბუშტუკები

პროსტატა

ბულბოურეთრული ჯირკვალი

სკროტუმი(სათესლე პარკი)

პენისი

კაცის ძირითადი სასქესო ორგანოებია პენისი და სათესლე ჯირკვლები, სადაც ხდება სპერმის წარმოქმნა, რომელიც  უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას.

გარეთა სასქესო(გენიტალური) ორგანოები :

პენისი– შედგება სხეულისა და პენისის თავისგან. პენისის თავს ფარავს (ნაწილობრივ ან სრულად) ჩუჩა.  პენისი ჩვეულებრივ მოდუნებულ მდგომარეობაშია, ხოლო მას შემდეგ რაც მოხდება მისი სექსუალური აგზნება, ხდება მისი ერექცია და მზად არის სექსუალური არქტივობისთვის.  ერექციის მიზეზია პენისში არსებული ღრუების(რომელსაც ქმნის ერექტიული ქსოვილი), სისხლით შევსება.  პენისის არტერიები ფართოვდება და სისხლი შედის პენისში, მაშინ როცა ვენები პასიურ მდგომარეობაშია და ხდება მათი კომპრესია. შესაბამისად სისხლი შედის პენისში და არ ხდება მისი იგივე რაოდენობით გამოსვლა ვენების საშუალებით.

სათესლე პარკი(სკროტუმი) – არის  პატარა ტომრისებური ორგანო , რომელიც მდებარეობს  პენისის ქვეშ. მასში მოთავსებულია სათესლე ჯირკვლები და იცავს მათ გარეგანი დაზიანებისგან, ის მრავლად შეიცავს სისხლძარღვებს და ნერვებს.  სკროტუმი მონაწილეობს სათესლე ჯირკვლების თერმორეგულაციაშიც.

შიგნითა სასქესო(გენიტალური) ორგანოები
სათესლე დანამატი (Epididymis) – არის მოთეთრო ფერის მასა, რომელიც შედგება მჭირდროდ დახვეული მილაკებისგან, ის წარმოადგენს სპერმატოზოიდების მომწიფების და შენახვის ადგილს. დანამატიდან სპერმა გადადის გამომტან სადინარში,
გამომტანი სადინარი- აგრეთვე მოიხსენიება, როგორც სპერმის სადინარი. იწყება სათესლე დანამატიდან და გრძელდება მენჯის ღრუმდე, საკმაოდ გრძელი მილაკია, რომელშიც სპერმა მიედინება.
სათესლე ჯირკვლები– მამაკაცის სასქესო ჯირკვლებია. სათესლეები ასინთეზირებენ მამაკაცის სასქესო უჯრედებს, სპერმატოზოიდებს.  სათესლეები კვერცხის ფორმის სტრუქტურებია, რომლებიც სიგრძეში დაახლოებით 2,5 სმ-ია, ისინი მოთავსებულია სათესლე პარკებში. სათესლეები აგრეთვე ასინთეზირებენ ჰორმონებს. ძირითადი ჰორმონია ტესტოსტერონი, რომელიც ასტიმულირებს სპერმის სინთეზს და სპერმატოზოიდების მომომწიფებას (სპერმატოგენეზს).
დამატებითი ჯირკვლები– სამი დამატებითი ჯირკვალი არსებობს, რომლებიც უზრუნველყოფენ სპერმის  გაცხიმოვნებას და სპერმატოზოიდების კვებას.  1)პროსტატა 2)ბულბოურეთრარული ჯირკვალი(Cowper glands) 3)კლაკნილი მილაკები.
კლაკნილი მილაკები- ტომსიკების მსგავსი სტრუქტურებია, რომლებიც მიმაგრებულია სპერმის გამომტან სადინარზე,  ისინი გამოიმუშავებენ მოყვითალო მწებავ სითხეს, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას. ეს სითხე საკვებს წარმოადგენს სპერმატოზოიდებისთვის და მონაწილეობას იღებს მათ მოძრაობის უნარში.
პროსტატა ჯირკვალი–  შემოსაზღვრავს ეაკულატორულ სადინარს შარდსადენის ფუძესთან უშუალოდ შარდის ბუშტის დაბლა. პროსტატა გამოიმუშავებს პროსტატის წვენს, რომელიც ერევა სპერმას და დაკლაკნილ მილაკებში გამომუშავებულ სითხეს.
ბულბოურეთრული ჯირკვალი– (Cowper glands)-არის ორი პატარა ჯირკვალი, რომლებიც მდებარეობს შარდსადენის გვერდებზე, უშუალოდ პროსტატის ჯირკვლის შემდეგ. ის გამოიმუშავებს გამჭვირვალე სითხეს, რომელიც შარდსადენში ჩაედინება.