სასირცხვო ბაგეები

დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეები ვულვის (ქალის გარეთა სასქესო ორგანოების)  ნაწილს მიეკუთვნება.

დიდი სასირცხვო ბაგეები (ლათ. lábia majóra pudenda)- სასქესო შესავლის ორივე მხარეს მდებარე კანის ნაოჭებია. მათი ფუნქცია საშოს მექანიკური ზემოქმედებისგან დაცვაში მდგომარეობს, ამასთან დიდი სასირცხვო ბაგეები უზრუნველყოფენ მუდმივ ტემპერატურულ  რეჟიმს ქალის სასქესო ორგანოებში. შესაბამისად, ისინი მდიდარია ცხიმის ჯირკვლებით. დიდი სასირცხვო ბაგეები სქესობრივი მომწიფების ასაკიდან გარედან დაფარულია თმით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ტემპერატურის მუდმივობას.

დიდი სასირცხვო ბაგეები არ წარმოადგენს ეროგენულ ზონს, განსხვავებით მცირე სასირცხვო ბაგეებისაგან. კანი სხეულის ამ უბანზე ჰიპერპიგმენტირებულია და სხეულის სხვა უბნის კანისაგან გამოირჩევა. გოგონათა ნაწილს დიდი სასირცხვო ბაგეები არა აქვს დიდი ზომის და ზოგჯერ ისინი მცირე სასირცხვო ბაგეებზე მცირე ზომისანი არიან. ეს ინდივიდუალური თავისებურებები ნორმის ვარიანტებს წარმოადგენს.

დიდი სასირცხვო ბაგეების სისქეში მდებარეობს:

v  ცხიმოვანი ქსოვილი;

v  ვენური წნულები;

v  კარიბჭის ( ბართოლინის) დიდი ჯირკვლები.

ცხიმოვანი და ოფლის ჯირკვლები პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში ანთებადი პროცესების გამო განიცდიან ცხიმოვანი ჯირკვლის კისტად გადაგვარებას, ან/და ვითარდება თმის ბოლქვების ფურუნკული.

სისხლმომარაგება ხორციელდება გარეთა სასირცხვო არტერიით. ინერვაციას უზრუნველყოფენ ბარძაყის უკანა ნერვის ტოტები.

მცირე სასირცხვო ბაგეები (ლათ. labia minora pudenda)- ვულვის ნაწილია, რომელიც წარმოადგენს კანის თხელ სიგრძივად მდებარე ნაოჭს. მათი შეფერილობა არ განსხვავდება დიდი სასირცხვო ბაგეების შიგნითა ზედაპირის შეფერილობისაგან, ძირითადად, ღია ვარდისფერია.

მცირე სასირცხვო ბაგეების ფუძე დიდი სასირცხვო ბაგეებისაგან გამოყოფილია ბაგეთშორისი სტრიით. თითოეული მცირე სასირცხვო ბაგის წინა ნაწილი იყოფა ორ ფეხად – გარეთა და შიგნითა. შიგნითა ანუ ქვედა ფეხები ერთდებიან უმაგრდებიან კლიტორის თავს და ქმნიან მის ლაგამს (frenulum clitoridis). გარეთა ანუ ზემო ფეხების შეერთება, გადაივლის რა კლიტორის ზედა კიდეს, ქმნის მის ჩუჩას. დიდი ბაგეების შიგნითა ზედაპირის დაახლოებით ნახევრიდან კარგად ჩანს, როგორ უერთდებიან მცირე სასირცხვო ბაგეები ერთმანეთს და თავის მხრივ დიდ ბაგეებს და ქმნიან სასირცხვო ბაგეების ლაგამს (frenulum labiorum pudendi).

მცირე სასირცხვო ბაგეების სისქეში განლაგებულია ვენური ძარღვები, რომლებიც მღიმოვანი( კავრნოზული) სხეულების მსგავსია, ნერვები, არტერიები, ელასტიური და გლუვკუნთოვანი ბოჭკოები, კანის საფარველი შეიცავს ცხიმის ჯირკვლებს. ინერვაცია: სასირცხვო ნერვი (nervus pudendus internus), წელის წნული (plexus lumbalis), მენჯის წნული. სისხლმომარაგება: სასირცხვო არტერიები (arteria pudendae).

მცირე სასირცხვო ბაგეების კიდეები სწორი და გლუვია, ან შეჭმუხვნილი. ზომები ვარიაბელურია, საშუალოდ მათი ზომა 3-5 სმ-ია ყველაზე განიერ ნაწილში.

მცირე სასირცხვო ბაგეები ძლიერი ეროგენული ზონაა, ერთგვარად „კლიტორის ანტენას“ წარმოადგენს. ვაგინალური სექსის დროს უზრუნველყოფს კლიტორის თავის აგზნებას რითმული დაჭიმულობის გზით.

მცირე სასირცხვო ბაგეები კოიტუსის (სქესობრივი აქტის) დროს

ფიზიკურ სიამოვნებას კოიტუსის დროს ქალი ნაწილობრივ კლიტორის საშუალებით იღებს. სქესობრივი აქტის დროს მამაკაცის სასქესო ასო გადაადგილდება საშოში და პირდაპირ არ ზემოქმედებს კლიტორის თავზე. თუკი არ ხდება მანუალური სტიმულაცია, სიამოვნების მიღებას უზრუნველყოფს ირგვლივმდებარე წარმონაქმნების ზემოქმედება კლიტორის თავზე და მისი აგზნება ამ გზით. უპირველეს ყოვლისა ეს არის მცირე სასირცხვო ბაგეები, რომლებიც სასქესო ასოათან პირდაპირი შეხების გამო მოდიან მოძრაობაში, მუდმივად იჭიმებიან და დუნდებიან. ვიანიდან ისინი დაკავშრებულნი არიან კლიტორის თავთან, გადასცემენ მას ამგზნებ იმპულსაციას რითმული მოძრაობის საშუალებით. ქალი ამის შეგედა განიცდის სიამოვნებას და ორგაზმს. შესაბამისად, მცირე სასირცხვო ბაგეების როლი დიდია ორგაზმის მიღწევაში, მიუხედავა იმისა რომ მათი მგრძნობელობა კლიტორის მგრძნობელობაზე დაბალია.